ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე, რომელიც 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით გამოსული სტუდენტების დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ქართული საზოგადოების ზეწოლის შედეგად დათანხმდა კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაფიქსირებას და არა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის „თითქოს და თავდადების“ გამო.
როგორც პრაიმ-ნიუსს თამარ ჩეიძემ განუცხადა, საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, იმ სტუდენტებს, რომლებიც პეტიციებს აგროვებდნენ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, სისტემატურად დევნიდა და აშინებდა.
ჩხეიძის თქმით, 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციამდე შევარდნაძემ სტუდენტებს ორაზროვანი დადგენილების პროექტი შესთავაზა, სადაც არ იყო მითითებული ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი, თუმცა საზოგადოება არ დაეთანხმა მას.