პატრონი არ ჰყავთ?!

პატრონი არ ჰყავთ?!

ეროვნული გალერეის ქანდაკების ფონდი 9 წლის ბავშვებმა გაქურდეს.

ამის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსმა ზაზა ჭაიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ბავშვების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რადგან ისინი არ არიან 14 წლის.

ნაქურდალი ნაპოვნია ერთ-ერთი ბავშვის ბინაში. ბავშვებმა აღიარეს, რომ ადრეც ჩაიდინეს ანალოგიური დანაშაული. მათი ბინიდან ამოღებულია თითბერის, ბრინჯაოს 30 - მდე ბიუსტი.