რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოსთან ასეთი ურთიერთობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების შედეგია.
"ქართველ ხალხთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ვიმედოვნებ, გამოსავალი მოიძებნება", -განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, საქართველოს რომ სხვაგვარად ემოქმედა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტისას, დღეისთვის სხვა ვითარება იქნებოდა.
"ამასთან დაკავშირებით მიხეილ ნიკოლოზის ძესთან ბევრი ვისაუბრეთ. მას ბევრჯერ ვუთხარი: ნუ მიიყვანთ საქმეს სისხლის ღვრამდე, ამ ადამიანებთან აუცილებელია მოლაპარაკება", -აღნიშნა პუტინმა.