ალდამოვი კადიროვს ჩაჰბარდა

ალდამოვი კადიროვს ჩაჰბარდა

საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ყოფილი წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი ყველგან და ყოველთვის რუსეთს ოკუპანტს, ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვს კი მოღალატეს და მარიონეტს უწოდებდა.

რამდენიმე დღის წინ კი კადიროვს გროზნოში ეახლა, პატიება სთხოვა და მოინანია, რომ ქართული ტელევიზითა და რადიოთი ჩეჩნეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

მისივე თქმით, საქართველოში მანამ არ დაბრუნდება, სანამ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია.

ექსპერტებს ორი  ვერსია აქვთ: შესაძლოა, ალდამოვის ნაბიჯი მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს, ან ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი აქცია იყოს და ალდამოვი, რომელმაც 1990-იანი წლების პანკისის ხეობის შესახებ ბევრი რამ იცის, ქართული მხარის წინააღმდეგ გამოიყენონ.