ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების რეალური გეგმა: „ქართული ოცნება“ - 67 მანდატი, „ნაციონალურ მოძრაობა“ – 75 მანდატი

ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების რეალური გეგმა: „ქართული ოცნება“ - 67 მანდატი, „ნაციონალურ მოძრაობა“ – 75 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები მოვიდნენ არჩევნების მეორე ტურში და „ნაციონალური მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი. როგორც გიორგი კანდელაკი აცხადებს, პარტია კამპანია „+1“-ის ფარგლებში, ყველა საკუთარ მხარდამჭერს მოუწოდებს მხარდაჭერისკენ, რათა არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და პარლამენტში მათი წარმოდგენა საკონსტიტუციო უმრავლესობით.

„პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს“ მიმართავენ „საზოგადოების წარმომადგენლები“, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. თუმცა, ხელმომწერთა ნაწილი აცხადებს, რომ  სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მათი ხელოწერა არ არის, ნაწილი კი ხელმოწერას გაუგებრობას უკავშირებს.

ხელისუფლებაში თვლიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიის ყველა მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ამ კამპანიას რეალურად ჰქვია მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს, ადამიანების წამებასდა იმ ყველა საშინელებას, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში.

„თვითონ სათაურიც და მიმართვის ადრესატებიც ძალიან სასაცილოა იმიტომ, რომ ლაპარაკობენ პროდასავლურ ძალებზე და ჩამონათვალში არის „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც არც დასავლეთია, არც აღმოსავლეთი, არც სამხრეთი და არც ჩრდილოეთი. ეს არის ხმა წარსულიდან და მეტი არაფერი; ან მიმართავენ ბურჭულაძეს, რომელიც კრემლიდან ნებისმიერ დასტვენაზე მიქრის, იქ კონცერტებს აწყობს და უმღერის დითირამბებს. ან „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დასავლეთში, მე არ ვიცი, რა იგულისხმება. დასავლეთში იყო ჰიტლერი, რომელიც ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ატარებდნენ, სხვა დასავლეთთან „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არა აქვს. თუ ვლაპარაკობთ დასავლეთზე და ღირებულებებზე, ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია და ზოგადად, ის გეზი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

„ნაციონალური მოძრაობას“ და საზოგადოების წარმომადგენლებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ ექსპერტები. სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა ეს არის პროფესიონალიზმის დეფიციტი.

„სრულად გულწრფელი იყო თითოეული ხელისმომწერი მოწოდებაზე, რომ არც ერთი მეოცნებე არ დამატებოდა პარლამენტის წვრთა რიცხვს და  რატომღაც ამავე დროს იყო მოწოდება, რომ ხმები გადასცემოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ უკანასკნელმა ფრაზამ უფრო გაზარდა შესაძლებლობა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. როდესაც რაიმე ერთი მიზნის მისაღწევად მიმართავ საზოგადოებას, იგივე მიმართვაში არ უნდა გამოსჭვიოდეს სხვა თემაც და სრულად საწინააღმდეგო მნიშვნელობის სურვული.

ჯერ ერთი არითმეტიკა ჯერ კიდევ არ შეცვლილა, თუ 50 მაჟორიტარიდან 4 მაინც არ იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონსტიტუიური უმრავლესობა ერთი პარტიის შემადგენლობით არ შედგება. ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის“ გამდიდრებისა, ამ განცხადებაში უპრანი იქნებოდა ჩამოეთვალათ ის 4 კანდიდატი, რომლებიც მეორე ტურშიც იბრძოლებენ საპარლამენტო სავარძლის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას „+1“, ექსპერტი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს თავად აწყობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა.

„კარგად გვახსოვს, რომ ბატონი სააკაშვილი მოითხოვდა თავისი თანაპარტიელებისგან, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და არ მიეღოთ მონაწილოება მეორე ტურში. ეს იმიტომ, რომ მას აწყობდა ასეთი კონსტიტუციის მეოცნებეთა საკუთარებად გადაქცევა  და შემდგომ, გარედან, 24-საათიან რეჟიმში მათი დატუქსვა, უარყოფითი გარემოს შექმნა და რასაკვირველია, რაც კი რამე მოუწესრიგებლობა იქნებოდა ქვეყანაში, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ დაბრალდებოდა. ასე არ მოხდა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში რადიკალებს გამოეყვნენ რეალისტები“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ერთი „თუ“-ს და „შეიძლება“-ს უფლებას იტოვებს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, პროპორციული არჩევნების შედეგად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 27 მანდატი, „ქართულ ოცნებას“ - 67. როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, მიმართვის ავტორების და მათი თანამოაზრეების აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ამომრჩეველი აკმარებს ხელისუფლებას მანდატების ამ რაოდენობას და 50 მაჟორიტარული ოლქის მეორე ტურში, სადაც 48 ოლქში ნაცმოძრაობის კანდიდატია წარმოდგენილი მას მისცემს ხმას.

„თუ ამომრჩეველი მართლაც ასე მოიქცა და მოხდა ისე, რომ ყველა დარჩენილი ოლქები ოპოზიციამ მოიგო, ვიღებთ ასეთ სურათს. „ქართული ოცნება“ რჩება 67 მანდატით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუხდება 75. ერთი მანდატიღა აკლდება უბრალო უმრავლესობამდე და როგორმე მოიპოვებენ. ბოლო-ბოლო - იყიდიან. „ქართული ოცნება“ კი უბრალო უმრავლესობასაც კი ვერ დააგროვებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ და კიდევ 2 მაჟორიტარი სხვა ოპოზიციური პარტიებიდან მათი მოკავშირე იქნება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, პარლამენტში კონსენსუსი და პლურალიზმი, რა თქმა უნდა, კარგი რამ არის, მაგრამ ამჟამინდელი კონფიგურაციით და მოცემულობით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

„რომელ საკვანძო საკითხზე მიუღწევიათ კონსენსუსისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ამ ოთხი წლის მანძილზე? თუ პარლამენტში კონფიგურაცია ისე დალაგდება, როგორც მიმართვის ავტორებს სურთ, დიდი ალბათობით პარლამენტი ვერ აირჩევს მთავრობას და პრეზიდენტი იძულებული იქნება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები - ანუ ვიღებთ სახელისუფლებო კრიზისს, პოლიტიკური დაძაბულობის ახალი ფაზას, დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს და დანარჩენი თავად დაამატეთ.

ამბობენ, რომ მოსახლეობის 25% (ანუ არჩევნებზე მოსული 51% დან) მიერ არჩეულ ხელისუფლებას როგორ შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობაო. არჩევნებზე მოვიდა ის, ვინც მოვიდა და თავის სამოქალაქო მოვალეობად ჩათვალა ხმის მიცემა. მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო არჩევნებზე არ წავიდა, არავითარი უფლება აღარ აქვთ იწუწუნონ და არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენონ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.