"მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ.წ.აღ-ის IV/III ათასწლეულის) ნაგებობა, ამავე პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში და რელიეფები - გუდაბერტყას ნამოსახლარზე მიმდინარე არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ახალი აღმოჩენები გამოავლინა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ახლადგამოვლენილი შენობა, სავარაუდოდ, საკულტო დანიშნულებისაა და იგი საკმაოდ იშვიათი აღმოჩენების რიცხვს მიეკუთვნება, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ტიპის საკულტო ნაგებობები მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი.შეგახსენებთ, რომ გუდაბერტყას ნამოსახლარი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე, სოფელ - სვენეთსა და ახალშენს შორის მდებარეობს. ძეგლზე სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაზაფხულიდან მიმდინარეობს", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში, სათაურით საკულტო დანიშნულების იშვიათი აღმოჩენა საქართველოში/"ასეთი ტიპის რელიეფები ჯერჯერობით კავკასიაშიც კი არაა აღმოჩენილი."
"არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა გოგი მინდიაშვილმა "მთელ კვირასთან" ახალ აღმოჩენებსა და ძეგლზე უკვე გამოვლენილი მნიშვნელოვანი კულტურული მასალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნამოსახლარის მასშტაბებიდან გამომდინარე, დამატებითი სიახლეების გამოვლენა არც მომავალშია გამორიცხული. მისი თქმით, ადრე ბრინჯაოს ხანის ახლად გამოვლენილი ნაგებობა ორი ოთახისგან შედგება, თუმცა მეტწილად ხანძრის შედეგად დაზიანებულია. არქეოლოგის პირველადი ვარადაუდით, ის საკულტო ტიპის ნაგებობა უნდა ყოფილიყო, ვინაიდან კედელზე რელიეფით გარკვეული ფიგურებია გამოყვანილი. "ნაგებობის ეს ნაწილი (რელიეფი) ხანძრის შედეგადაა ჩამონგრეული, ამიტომ ჩვენამდე ნამტვრევების სახითაა შემორჩენილი. რესტავრაციის შემდგომ ცხადი გახდება თუ რა სურათი იყო კედელზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი გამოსახულება ნაგებობის კედელზე არსებობს, იმაზე მეტყველებს, რომ ეს რიგითი, საცხოვრებელი შენობა არ უნდა ყოფილიყო", - ამბობს გოგი მინდიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ასეთი რელიეფების არსებობა სწორედაც რომ საკულტო ნაგებობეზე გხვდება.მისივე ვარაუდით, ახალი ნაგებობა შესაძლოა ტაძრის ან სამლოცველოს ტიპის შენობაა. არქეოლოგი "მთელ კვირასთან" საუბრისას სხვა დანარჩენ აღმოჩნებსა და მის შინაარსობრივ ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას", - აღნიშნავს გამოცემა.
"ამავე ნაგებობაში ნაცრისგან დამზადებული ფორმაც გამოვლინდა, რომელიც არანაირი პრაქტიკული დანიშნულების არ უნდა ყოფილიყო, რადგან ძალიან მსხვრევადია. ეს რკალისებური ფორმა ალბათ უფრო შემაღლებულ ადგილას იყო, რადგან ზემოდან ჭურჭლებზეა დაცემული. რელიეფი პირველ ოთახშია, ნაცრისგან გამოყვანილი ფიგურა კი ნაგებობის მეორე, უკანა ოთახში, სადაც ასევე სტაციონარული კერაა წარმოდგენილი, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურისთვისაა დამახასიათებელი", - დასძენს არქეოლოგი და ხაზს მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ზოგადად, კავკასიაშიც კი ნაგებობაში ასეთი ტიპის რელიეფები ჯერჯერობით არსად არაა აღმოჩენილი. სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძეგლი ძალიან მასშტაბურია (მოიცავს დაახლოებით 300 ჰექტარს, რომელიც 3 მეტრის სისქის ფენისგან შედგება), მის შესწავლას კიდევ დიდი დრო დასჭირდება და ახალი აღმოჩნების ალბათობაც საკმაოდ მაღალია. "ამასთან, აქ ძალიან ფრთხილი სამუშაოებია ჩასატარებლი, ვინაიდან საქმე თიხის არქიტექტურასთან გვაქვს. როგორც ჩანს, კარგი მეურნეობა ჰქონდათ... ამასთან, ეს კულტურა ესთეტიკურ მხარის ნაწილში მნიშვნელოვან ფაქტებზე მიუთითებს," – თქვა გუდაბერტყას არქეოლოგიური ექსპედიიციის ხელმძღვანელმა. საინტერეოა რა გეგმები აქვს აღნიშნულ ძეგლზე თავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, გუდაბერტყას ნამოსახლარზე მიმდინარე და მომავალი წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი სამუშაოებია დაგეგმილი, რაც ინფრასტრუქტულ და ძეგლის გადახურვით სამუშაოებს მოიცავს. ამასთან, ანთიძის თქმით, გუდაბერტყას ნამოსახლარს შესაძლოა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, რაზეც მისი ინფორმაციით, სააგენტო უკვე მუშაობს", - წერს სტატიის ავტორი.
"მოგეხსენებათ, გუდაბერტყა თავის დროზე, 60-იან წლებშია აღოჩენილი. ამ ობიექტის შესწავლით ჩვენ გასულ წელს დავინტერესდით. თავდაპირველად დაზვერვითი სამუშაოები ჩავატარეთ, წელს კი არქელოგიური სამუშაოები გავაფართოვეთ. მიმდინარე წელსვე ამ ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, სააგენტომ კი გათხრებისთვის თანხა გამოყო, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და ერთობლივი პროექტი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავგეგმეთ მომავალი სამუშაოები და პარალელურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს ძეგლი ეროვნულ კატეგორიზე მთავრობას წარვუდგინოთ. ინფრასტუქტურისა და სხვა დანრჩენი გეგმის განხორციელება წლის ბოლოსა და 2017 წელს იგეგმება, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ გუდაბერტყაზე მისასვლელი ბილიკები და საპარკინგე ზონა უნდა გაკეთდეს. აგრეთვე სამუზეუმო სივრცე და გადახურითი სამუშაოები, რათა ძეგლი ნალექებისგან დავიცვათ", - განუცხადა "მთელ კვირას" ანთიძემ. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ძეგლის ადგილმდებარეობა ტურისტული თვალსაზრისითაც მეტად ხელსაყრელია, რადგან იგი ჩქაროსნულ ტრასასთან ახლოს მდებარეობს. გარდა ამისა, მისი თქმით, ამ ადგილას საკმაოდ საინტერესო ხედი იშლება, საიდანაც ოკუპირებული ტერიტორიები ჩანს", - განაგრძობს გამოცემა.
"გორის მუნიციპალიტეტთან ერთად ჩამოვყალიბდით იმ იდეაზეც, რომ შესაძლოა სპეციალური გადასახედები გავაკეთოთ, ვინაიდან იქედან ოკუპირებული ტერიტორიები ძალიან კარგად ჩანს, თუმცა ეს ყოველივე ახლა პროექტირების ფაზაშია და დასრულებას საჭიროებს", - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ. ცნობისთვის, გუდაბერტყა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამოსახლარია, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს", - დასძენს გამოცემა.