პეტრე მამრაძე -

პეტრე მამრაძე - "ხაინდრავას ფილმმა შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს"

"3 თვის განმავლობაში ამ ფილმის კონსულტანტი ვიყავი."

"ფილმის მხოლოდ დასაწყისი ვნახე. თაობებს უნდა ახსოვდეთ, რაც ჩაიდინა ნაცმოძრაობამ და ასეთი ეროვნული მეხსიერების გარეშე საბოლოოდ ვერ შედგება ჩვენი ეროვნული სახელმწიფო. გერმანიაში სკოლებშიც ასწავლიან იმას, რაც მოხდა და მუზეუმებიც არის შესაბამისი. პატარა ბავშვებს (კანონით რეგლამენტირებულია და მომზადებულია ფსიქოლოგების მიერ) ასაკის შესაბამისად ისეთ დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ, რისი ჩვენებაც შეიძლება და საჭიროც არის. ექსკურსიებზე დაჰყავთ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც მუზეუმებია. მე არ შემხვედრია გერმანიის არც ერთი მოქალაქე, ვისაც ეს ცოდნა და მეხსიერება არ აქვს. მათ შორის, ისინიც ვინც 21-ე საუკუნეშია დაბადებული", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პეტრე მამრაძე - "ხაინდრავას ფილმმა შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს"/ "3 თვის განმავლობაში ამ ფილმის კონსულტანტი ვიყავი."

"რაც შეეხება გოგა ხაინდრავას ფილმს, მე 3 თვის განმავლობაში გახლდით კონსულტანტი. 3 თვეში ჩავტიე მთელი ჩემი ცოდნა, რაც დამიგროვდა სააკაშვილის რეჟიმზე. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია არა მხოლოდ ნაცების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულზე, რაც ვიცოდი, არამედ ვუხსნიდი, სააკაშვილის სადისტური სისტემისა და ავტორიტატული, კლეპტოკრატიული რეჟიმის არსს, რასაც წლების განმავლობაში ვაანალიზებდი. უცხოელებისგანაც ვღებულობდი ინფორმაციას და საჯარო სამსახურებში მომუშავე ადამიანებისგანაც. მათ სჯეროდათ ჩემი, რადგან მე არსად ვიტყი გვარებს. წლების წინ, ჯერ ვარდების რევოლუციამდე, გოგა ხაინდრავამ გადაიღო ფილმი "დამსხვრეული ოცნებები" აფხაზეთის ომზე. ეს ფილმი არა მხოოდ დაჯილდოებულია საერთაშორისო ფესტივალებზე, არამედ აფხაზები სოხუმშიც აჩვენებდმნენ, ვინაიდან ფილმში რეჯისორი დამნაშავეებს კი არ ეძებს, არამედ ღრმად აანალიზებს იმას, რაც მოხდა. რაც შეეხება ახალ ფილმს, მე ის არ მინახავს, როცა მოვიცლი აუცილებლად ვნახავ, მაგრამ აფხაზეთის შესახებ გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმი სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს რომ ენახათ და სწორი დასკვნა გაეკეთებინათ, 2008 წლის აბსურდული ომი არ მოხდებოდა", - აცხადებს რესპონდენტი. 

"ფილმი "დამსხვრეული ოცნებები" რომ ენახათ და სწორი დასკვნები გამოეტანათ (შეიძლება ნახო და საპირისპირო დასკვნა გამოიტანო), მაშინ არც აგვისტოს ომი მოხდებოდა, არც აფხაზეთსა და ცხინვალში რუსული ბაზები იქნებოდა და ვერც რუსეთი ცნობდა მათ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. იმედი მაქვს ახლანდელი ფილმი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკ ცხოვრებაში. დოკუმენტურ ვიდეომასალას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე დაწერილ ტექტს. ნაციონალების რეტინგი, რომელიც 10-12 %-ია, არ დაეცემა. მათი ელექტორატი როგორიც იყო 2012 წელს, იგივე დარჩა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილში შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. მოსახლეობამ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ოცნება" დიდი იმედით აირჩია, რომ აღდგებოდა სამართლიანობა და დაისჯებოდნენ დამნაშავეები. ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, ამ ოთხ წელიწადში ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა. ამიტომ საერთო აზრია, რომ სამართლიანობა არ აღადგინეს. ხალხში ასეთი საუბრები მესმის - თვითონ არ გააკეთეს არაფერი, სამართლიანობა არ აღადგინეს, ზოგი დამნაშავე დააწინაურეს", - აღნიშნავს პეტრე მამრაძე.

" ეს მართლა ასეა - ამის თაობაზე ყოფილმა პროკურორმა კბილაშვილმა ილაპარაკა, ბევრი ადამიანი, ვინც ციხეებში ხალხს აწამებდა, თანამდებობაზე დარჩა, ზოგი დაწინაურდა კიდეც. ვახტანგ მაისაიამ პირდაპირ ხელი დაადო ადამიანებს, რომლებიც მას აწამებდნენ და მერე ქოცების დროს დაწინაურდნენ. ხალხი ამბობს, სამართლიანობა არ აღადგინეს და ახლა ჩვენი მიმხრობა იმის ჩვენებით უნდათ, რა ცუდი იყვნენ ნაციონალები. ნაციონალები რომ ცუდები იყვნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ, უნდა დაესაჯათ. რომ არ დასაჯეს, მათთან შეკრული გამოდიან. 200-300 ადამიანიდან 10-ს რომ დასჯი, ეს ძალიან ცოტაა. მთავარი დამნაშავეები, სააკაშვილი და ადეიშვილი, კეზერაშივილი ადვილად წავიდნენ საქართველოდან. კეზერაშვილი რომ დააკავეს საფრანგეთში, ქოცების პროკურატურამ ერთი გრამი ქაღალდი არ წარუდგინა საფრანგეთის სასამართლოს", - დასძენს პარლამენტის ყოფილი წევრი და კორესპონდენტის კომენტარს პასუხობს - "ქოცების პროკურატურა კი არა ნაცების პროკურატურა იყო ქოცების ხელმძღვანელობით. ამიტომ ვერ მივიღეთ შედეგი",: 

"ეს არის სიმბიოზი."

interpressnews.ge