ტურისტული სტატისტიკა ყოველ წელს 1 მილიონით „იბერება“

ტურისტული სტატისტიკა ყოველ წელს 1 მილიონით „იბერება“

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო რებრენდინგს გეგმავს. ეს, ალბათ, სააკაშვილის დავალებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც წლეულს ქობალია-სიდამონიძის ტანდემმა 3 მილიონ ტურისტს უნდა მოუყაროს თავი.

ოფიციალური მონაცმების შარშან საქართველოს 2,2 მილიონი ტურისტი ეწვია. აშკარაა, რომ ტურისტების რაოდენობის შესახებხელისუფლების მონაცემები გადაჭარბებულია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შარშან საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტი ვერაფრით შემოვიდოდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტურიტების დათვლის მეთოდიკა არ არსებობს და ამიტომაც მთავრობა არარეალურ ციფრებს გვაჩეჩებს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განცხადებით, რებრენდინგი, საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის შემუშავებას გულისხმობს.

„საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირება მოხდება. ტურიზმის სააგენტომ და კომპანია LCD-მ უკვე ჩაატარეს კველა,რომლის მიხედვით განისაზღვრა, თუ რა უნდა იყოს ჩვენი „ბრენდშეტყობინება“, როგორ მოვახდენთ პოზიციონირებას, როგორ განვსაზღვრავთ ამ მესიჯს და მომავალში რა სეგმენტებზე ვიმუშავებთ“, - განმარტა სიდამონიძემ.

მისივე თქმით, ამ კვლევის ფარგლებში განისაზღვრება დავალება, რომლის შესრულება და გათვალისწინება ტურისტულ კომპანიებს მათი მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას მოუწევთ.

„ბრენდ შეტყობინების“ შესაქმნელად როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოსულ ტურისტებში კვლევა ჩატარდა და გამოიკვეთა სტუმართმოყვარეობა, ბუნება და ის ექსკლუზიურობა, რაცსაქართველოს აქვს“.

„დროთა განმავლობაში ჩვენი ტურისტული მიმართულება იცვლებადა საჭიროა რებრენდინგის განხორციელება“, - აღნიშნა სიდამონიძემ.

ტურიზმის ეროვნული სააგენტო ჩქარობს. პრეზიდენტის დავალებით წლეულს საქართველომ 3 მილიონი ტურისტს უნდა უმასპინძლოს. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენათნ ფასები მატულობს, ხოლო მეზობელ აზერბაიჯანში, პირიქით, მიზანმიმართულად მცირდება.

ექსპერტები თვლიან, რომ დღევანდელ პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის ამდენი ტურისტის მიღება შეუძლებელია. ექსპერტი მარინა მეტრეველი მიიჩნევს, რომ ფიზიკურად ასეთი დატვირთვა წარმოუდგენელია. ასეთ შემთხვევაში ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული ზეგავლენა მკვეთრად უარყოფითი იქნება.

„ხელისუფლების მოლოდინი კი არ არის გადაჭარბებული, დეკლარირებული ციფრში დიდი უზუსტობა. ვერცერთი კომპონენტით საქართველოში 2 მილიონი ტურისტი ვერ შემოვიდოდა. ინფორმაციას ვიზიტორების რაოდენობის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან იღებენ. მეთოდიკა არ არსებობს დათვლის და ამიტომ გვთავაზობენ გადაჭარბებულ ციფრებს.

წელს 3 მილიონი ტურისტი რომ მივიღოთ, წარმოიდგინეთ, რამხელა ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ჩვენი ქვეყნისთვის ფიზიკურად ასეთი დატვირთვა წარმოუდგენელია. ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული ზეგავლენა იქნება უარყოფითი. ტურისტული ინფრასტრუქტურის ასე დაუგეგმავად მშენებლობა და მხოლოდ რაოდენობრივ ზრდაზე გათვლა, შეცდომაა.

საქმე გვაქვს არასწორ მიდგომასთან. ტურიზმი ტურისტების რაოდენობის ზრდის გარეშეც შეიძლება განვავითაროთ. სამწუხაროდ, პროფესიული დონე არ ეყოფა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, რომ სწორად გათვალოს სტრატეგია. მიდგომაა შესაცვლელი და მარტო დროშების ფრიალით ეს ვერ გაკეთდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობა მისასალმებელია, მაგრამ ტურისტების მიმართ სწორი სტრატეგიაა შესამუშავებელი, რაც დარგს განავითარებს“, - განმარტავს მარინა მეტრეველი.

ექსპერტთა ერთი ნაწილი აქვე განმარტავს, რომ ქართული ეკონომიკის რეალობაში ტურიზმის წილიც ასევე გადაჭარბებულად განისაზღვრა. მშპ-სთან მიმართებაში, როდესაც 70 პროცენტს მომსახურების სფერო მოიცავს, ტურიზმისთვის 30 პროცენტის მიკუთვნება მეტისმეტად ბევრია. ეკონომიკის სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ტურიზმს არ უნდა ეჭიროს სოფლის მეურნეობის წილზე მეტი, ანუ მისი მოცულობა 8-9 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.