ქართული „პოლიტიკური ტურიზმისა“ და თაღლითობის ანატომია

ქართული „პოლიტიკური ტურიზმისა“ და თაღლითობის ანატომია

სქემა, რომლითაც მაჟორიტარობის კანდიდატები ფულსღუნავენ

მართალია, ქართული პოლიტიკა ინტრიგისა და ავანტიურის დეფიციტს არასოდეს განიცდიდა, მაგრამ, როგორცვერსიასკულუარებში ეუბნებიან, ამ მხრივ აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ დეკადაში ისეთი ამბები მოხდება, „დედა შვილს არ აიყვანს“. მაინც რას ელოდებიან პოლიტანალიტიკოსები და რით დაგვშოკავს ჩვენებური პოლიტბაზარი? - ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა ისინი, ვინც ,,პოლიტიკური ტურიზმის'' ანატომიას კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ზემოხსენებულ პერიოდში სხვადასხვა პარტიიდან აქტივისტებისა და ამავე დროს, ცნობადი სახეების ბითუმად წასვლას უნდა ველოდეთ.
პრინციპში, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მართალია, ხელისუფლებას ბრალდება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებიდან ადამიანებს იბირებს, მაგრამ მთლად ასე არაა საქმე და თუ დამიჯერებთ, კონკურენტებისსასტავზეოპოზიციური პარტიების უსაფრთხოების სამსახურებიც ნადირობენ, - გაანდო „ვერსიას“ ერთმა ადამიანმა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ტერმინი - „პოლიტკური ტურიზმიც“ ახსენა. 
„ვერსია“, ბუნებრივია, ამ ტერმინის ეტიმოლოგიით დაინტერესდა და თანამოსაუბრეს საუბარი სწორედ ამ კუთხით გაუბა. 
„90-იანი წლებიდან მოყოლებული, პოლიტიკაში აქტიურად ვარ ჩართული - რაღაც პერიოდი ერთ-ერთი პარტიის წევრიც ვიყავი და ყველას, ვინც ამ სფეროში ტრიალებს, კარგად ვიცნობ. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრნაირი ფსიქოლოგიის ადამიანს შევხვდი, მაგრამ ისეთი, რომელიც პოლიტიკურ იდეებს ერთგულებს, ძალიან ცოტაა ანუ იმის თქმა მინდა, რომ საითაც ქარი დაუბერავს, ისინიც იქითირწევიან“. აი, მაგალითად, ერთ-ერთი პარტია, რომელიც თავის დროზე მთელ ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო და რომელიც 2012 წელს, ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის მერე, კოალიციის წევრიც გახდა, დღეს ისეთ შავ დღეშია, მეტი არ შეიძლება. ახლა, რამდენიც უნდა მთხოვოთ, ამ პარტიას არ დაგისახელებთ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ამ, ერთ დროს ძალიან პოპულარული პოლიტიკური გაერთიანების წევრები და აქტივისტები, განსაკუთრებით რეგიონებში, ამ არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიაში გადაპორტირდნენ; ზოგმა კი პოლიტიკაზე ხელი საერთოდ ჩაიქნია. ზოგადად, ის, რასაც ჩვენკოჰაბიტაციასვეძახით, ჩემი ღრმა რწმენით, ,,პოლიტიკური ტურიზმია'' და მეტი არაფერი - ხალხი პარტიიდან პარტიაში ისე დასეირნობს, გეგონება, ჰაერს იცვლის, - ღიმილით განმარტა „ვერსიის“ წყარომ ტერმინ „პოლიტიკური ტურიზმის“ მნიშვნელობა და აქვე დასძინა, რომ პოლიტიკა, უფრო სწორად, არჩევნები ჭიდაობას ჰგავს - მოწინააღმდეგის სტრატეგია და ტაქტიკა კარგად უნდა შეისწავლო, სუსტი ადგილები მოუძებნო და მერე ბეჭებზე დასცე. 
„ბეჭებზე დაცემის“ პერსპექტივა, თუ კარგად დავაკვირდებით, დღევანდელ ქართულ რეალობაში ორ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს. ყოველ შემთხვევაში, კვირა არ გავა, არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ და პაატა ბურჭულაძის პარტია რამდენიმე ან რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა დატოვა. 
კი ბატონო, სუს-, მუს- და სხვა ბერკეტები ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ როცა ამა თუ იმ პარტიას რიგითი წევრები ტოვებენ, აქ საქმე ზეწოლასთან კი არა, უფრო სხვა რამესთან გვაქვს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და, ამ შემთხვევაშიც, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სწორედ ფული ასრულებს, მით უმეტეს, საზოგადოებში ნიჰილიმზი შეიმჩნევა ანუ პოლიტიკოსების იმედი აღარავის აქვს, ქვეყანაში სამუშაო ადგილებიც არ არის თავზესაყრელი და მშიერი ხალხი ფიქრობს, ჯანდაბას, არაფერი დაშავდება, თუ მშობლიურ პარტიას „30 გროშზეგავცვლი და რომელიმე კონკურენტი პარტიის წევრი გავხდებიო. 
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პიროვნება საჯარო განცხადებას აკეთებს, ეს და ეს პარტია დავტოვე და ამ და ამ პარტიას ვუერთდებიო, მაგრამ ძველ პარტიას მხოლოდ ვერბალურად ტოვებს, ესე იგი, მისი წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტები ძველ პარტიაშიც არსებობს და ახალშიც. 
აი, სწორედ ესააპოლიტიკური ტურიზმი“, თორემ სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველში, რომლის მოსახლეობაც, არასრულწლოვნების ჩათვლით, 3 მილიონზე მეტია, რამდენიმე ათეული პარტიაა და ყველა მათგანი ამბობს, რომ მისი წევრების რაოდენობა ასიათასობითაა? არადა, ელემენტარულ არითმეტიკას თუ გამოვიყენებთ, 50 ათასზე მეტი წევრი არც ერთ პარტიას არ უნდა ჰყავდეს. პარტიები იმ ადამიანებსაც წევრებად თვლიან, რომლებიც წლებია, საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასულები. ასეთი წევრი გინდ ჰყოლიათ და გინ - არა“, - ამბობს „ვერსიის“ ინკოგნიტო ინფორმატორი, რომელიც პოლიტიკურ და პიართამაშებში კარგად არის გათვითცნობიერებული. 
რაც შეეხება ფულს, ქართული კანონმდებლობით, ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადია, თუმცა, როგორც ,,ვერსიამ'' გაარკვია, პარტიებმა ამ ,,მახიდან'' თავის დაძვრენის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს ფულს ისე კი არ აძლევენ, როგორც ამომრჩეველს, არამედ, ხალხი კოორდინატორებად აჰყავთ და მათ ფულს ხელფასის სახით აძლევენ, ოღონდ ყველა კოორდინატორი ვალდებულია, მასზე ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულოს ანუ მაგალითად, თუ იტყვის, რომ ამ და ამ საარჩევნო ოლქსა თუ უბანზე პარტია ამდენ და ამდენ ხმას მიიღებს, ზუსტად ასე უნდა მოხდეს. 
,,რა თქმა უნდა, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც პარტია, არასასურველი შედეგის ,,დადების'' შემთხვევაში, კოორდინატორს ფულს უკან გამოართმევს, მაგრამ ვიცი კონკრეტული ფაქტები, როცა კოორდინატორები პატიოსნად მოიქცნენ და აღებული ჯამაგირი უკან დააბრუნეს. ამ შემთხვევაში, ლაპარაკი საკმაოდ სოლიდურ თანხაზე - 1500-2000 ლარზე იყო'', - აღნიშნა ,,ვერსიასთან'' საუბრისას ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ არჩევნებზე ,,ფულის კეთების'' კიდევ ერთი სქემა მუშაობს: ,,ტიპი'' სხვადასხვა პარტიას ერთდროულად ელაპარაკება, რომ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მისი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ოღონდ იმ პირობით, თუ პარტია საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ფულიდან, ავანსის სახით, თანხის გარკვეულ ნაწილს მისცემს. მერე, ეს ,,ტიპი'' ანალოგიურ შეთავაზებას სხვა პარტიას უკეთებს და ასე შემდეგ. 
,,ვერ ვიტყვით, რომ ეს ხერხი დასჯადია, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, საქმე კლასიკურ პოლიტიკურ თაღლითობასთან გვაქვს. ახლა, გვარსა და სახელს არ დაგისახელებთ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ერთმა ადამიანმა, რომლის მაჟორიტარად დასახელებასაც ერთ-ერთი პარტია დიდი ზარ-ზეიმით აპირებდა და საარჩევნო კამპანიისთვის 20 ათასამდე ,,ტრანშიც'' მისცა, ეს ფული გაინაღდა თუ არა, ამ პარტიას ზურგი აქცია და სხვა პოლიტიკურ გუნდში გადაბარგდა'', - აღნიშნა ინფორმატორმა, თუმცა ,,ვერსიის'' დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ,,გადამგდების'' ვინაობა მაინც არ გაამხილა.