სტეიკი ხახვის საწებლით

სტეიკი ხახვის საწებლით

საჭირო მასალა: 4-6 ნაჭერი ღორის ხორცი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით, 3 ს.კ. კარაქი, 12 თავი ხახვი, 0,5 ჭიქა კონიაკი ან ბრენდი, 0,5 ჭიქა ცივი წყალი, 1 ჭიქა საქონლის ხორცის ბულიონი, ზეითუნის ზეთი – ხორცის შესაწვავად.

მომზადება: ხორცის ნაჭრები შევამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. კარგად გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები. შევბრაწოთ ორივე მხარეს 2-3 წუთით, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ შეწვა. მზა სთეიქები გავახვიოთ ფოლგაში. იმავე ტაფაზე გავადნოთ 2 ს.კ. კარაქი, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ 5-6 წუთი. ხახვს დავასხათ ერთმანეთში არეული წყალი და კონიაკი და ავუწიოთ ცეცხლს. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, დავასხათ ბულიონი და კიდევ 5-6 წუთი ვშუშოთ, ბოლოს კი დავამატოთ დარჩენილი კარაქი და მზა სოუსი მოვასხათ ხორცს.