„ნიჰილიზმი ნელ-ნელა ნელდება, რაც NDI-ის ბოლო კვლევაშიც გამოჩნდა“

„ნიჰილიზმი ნელ-ნელა ნელდება, რაც NDI-ის ბოლო კვლევაშიც გამოჩნდა“

კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევით დასტურდება, რომ მოსახლეობის დაახლოებით 77% არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისად, 2016 წლის არჩევნებზე აქტიურობა ძალიან მაღალი იქნება.

„პი-არ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი, გივი ხაჭაპურიძე ამბობს, რომ 77% ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ეს არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

რომელ პარტიებს აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა და საჭიროებს თუ არა მმართველი ძალა ბიძინა ივანიშვილის ჩართვას საარჩევნო კამპანიაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გივი ხაჭაპურიძეს ესაუბრა.

ქართული ოცნებისშიდა კვლევით დასტურდება, რომ მოსახლეობის 77% მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, თუმცა იგივე NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 67% აპირებს არჩევნებზე მისვლას. ამ შემთხვევაში რომელი კვლევაა ობიექტური საზოგადოებისთვის?

გივი ხაჭაპურიძე: ბუნებრივია, რომ შიდა კვლევის შემთხვევაში ადგილი არ აქვს მანიპულაციას. თუ 77%-მდე არის აწეული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიდიან არჩევნებზე, ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება NDI-ის კვლევებს, ამ კუთხით

ყოველთვს ისმის კითხვები - რამდენად მართებულია და სწორია მათი შედეგები. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2012 წელს. თვითმმართველობის არჩევნებზე ნაკლები იყო ინტერესი. თუმცა, საპარლამენტო არჩევნებისთვის 77% დაბალი მაჩვენებელი არ არის.

მაგრამ არ ვიცით, 77% არის თუ არაქართული ოცნებისამომრჩეველი.

- ბუნებრივია, 77% არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ეს იმ ადამიანების რაოდენობაა, რომლებიც აცხადებენ, რომ მივლენ არჩევნებზე და თავის პოზიციას დაააფიქსირებენ. მაგრამ, ვის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, არ ვიცით. თუ გავითვალისწინებთ წინა პერიოდს და იმ კვლევის შედეგებს, რომელსაც NDI და IRI დებს, ცალსახად ჩანს და თვითონ პოლიტიკურ პარტიებიც ამას აფიქსირებენ, რომ მათ არ აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ მათი რეიტინგი დაბალია.

ისინი ყოველთვის აპელირებენ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგია დაბალი. ის ამომრჩეველი, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში დააკლდა „ქართულ ოცნებას“, ჯერ ისევ ვერ ჩამოყალიბდა, ვერ იპოვა ის პოლიტიკური ძალა, რომლის მხარესაც გადაიხრებოდა, მათ შორის პაატა ბურჭულაძის გამოჩენის მიუხადავად. ეს ელექტორატი ვერ პოულობს სხვას, რომელთანაც წავა.

77% ამბობს, რომ მიდის არჩევნებზე, წინა პერიოდში კი, უფრო ნაკლები ამბობდა, რომ წავიდოდა არჩევნებზე, ეს იყო ნიჰილიზმი?

- ვთქვათ, რომ ეს ნიჰილიზმი ნელ-ნელა ნელდება, რაც NDI-ის ბოლო კვლევაშიც გამოჩნდა, მათაც კი აღიარეს დადებითი ტენდენცია. მაგალითად, კითხვაზე - საქართველო ვითარდება სწორი მიმართულები, 5%-ით მეტი ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ანუ, რეალურად, სახელისუფლებო ძალის მიმართ შეინიშნება დადებითი ტენდენცია.

შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ამის ერთ-ერთი გამოვლინება არის სწორედ ეს 77%. მთელი ეს 4 წელი ყველა კვლევა მიჩვენებდა, რომ ეცემოდა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, მაგრამ არ იზრდებოდა სხვა პარტიების რეიტინგი. თუ კარგად დავაკვირდებით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგების გადანაწილება ხდება, ზოგან მოიმატებს, ზოგან დაიკლებს, ან დაჯგუფდება ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ძალიან დაბალია. დიდი ცვლილებები ელექტორატის ოპოზიციურ ფლანგზე გადინების არ შეინიშნება.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც სახელისუფლებო ძალა გააქტიურებს პიარს იმ კუთხით, რომ არჩევანი მის სასარგებლოდ გაკეთდეს, პლუს, ამას ემატება კიდევ ერთი კამპანია, რომელსაც პრეზიდენტი იწყებს - ახლგაზრდების მოწოდება მივიდნენ არჩევნებზე.

შედეგის კუთხით რას იძლევა?

- არჩევნებზე არმისული ამომრჩეველი პრაქტიკულად ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. იმიტომ, რომ მობილიზებული და დავალებული ადამაინები, რომლებიც აუცილებლად მივლენ საარჩევნო ყუთებთან, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და არა ისინი, რომლებიც სახლში დარჩებიან და შემდეგ თითს სხვისკენ გაიშვერენ. ვვარაუდობ, რომ ამ და სხვა აქტივობების ფონზე, მმართველი ძალა დაიბრუნებს ელექტორატს.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მხოლოდ ეს კამპანია, არამედ წინა კვლევები. ანუ, განიხიბლა ამომრჩველი, მაგრამ ის ვერ მოიხიბლა ვერც ერთი სხვა პოლიტიკური ძალით და არსად არ მიდის. ელოდება ვიღაცას და დიდი ალბათობით ეს ვიღაცა მესამე ამ ორი თვის განმავლობაში ფიზიკურად ვერ გამოჩნდება. გასაგებია, რომ გამოჩდა პაატა ბურჭულაძე და მას თავისი გარკვეული რეიტინგი აქვს, მაგრამ მეეჭვება კიდევ ვინმე გამოჩნდეს ისეთი, რომელიც არჩევნებზე მიმსვლელ ელექტორატს თავისკენ წაიყვანს.

დღევანდელი მდგომარეობით, რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი და როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობაშეინარჩუნებს მეორე ადგილს პოლიტიკურ ველზე, თუ შესაძლოა, იგი ჩაანაცვლოს ბურჭულაძემ?

- ბუნებრივია, რომ მმართველი ძალა და „ნაციონალური მოძრაობა“ ბარიერს გადალახავენ. ანალოგიურად, ეს შესაძლებლობა აქვს პაატა ბურჭულაძის პარტიას, ამის რესურსი ასევე აქვთ „პატრიოტთა ალიანსს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ჯერჯერობით, ამ პარტიებს ვხედავ, რომლებმაც შესაძლებელია, მოიპოვონ საპარლამენტო მანდატები. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ბოლოს გავიდნენ კოალიციიდან, სამწუხაროდ, მათი შანსი დაბალია.

რესპუბლიკურ პარტიასგულისხმობთ?

- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ სხვადასხვა რესურსები, ვფიქრობ, რომ მაინც გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ არის „ეროვნული ფორუმის“ მიერ ბარიერის გადალახვის საკითხი. მათ აქტივობებს პრაქტიკულად ვერ ვხედავ. ვფქრობდი, რომ უფრო გააქტიურდებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი აქტივობა არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ რესურსი აქვთ და გააქტიურების შემთხვევაში გაცილებით მეტი შედეგი ექნებოდათ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლებას, შესაძლებელია და გააჩნია, როგორ იმუშავებს პაატა ბურჭულაძის შტაბი და როგორი იქნება მათი საარჩევნო კამპანია. მათ აქვთ შანსი, რომ მიიზიდონ ამომრჩეველი.

ამომრჩევლის რა კატეგორია შეიძლება გახდეს ბურჭულაძის ამომრჩეველი? ვიცით ვინ არისქართული ოცნებისამომრჩეველი, „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისდა იგივეპატრიოტთა ალიანსის“, მაგრამ არა ბურჭულაძის. იგივე, ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა რატომ უნდა მისცეს ხმა ბურჭულაძეს და არათავისუფალ დემოკრატებს“, რომელიც გამოკვეთილად პროდასავლური ძალაა, შეინარჩუნეს კორექტული ოპოზიციის სახელი პოლიტიკურ ველზე, რასაც ვერ ვიტყვით იგივე რესპუბლიკელებზე...

- პაატა ბურჭულაძეს როგორც პიროვნებას, აქვს ნდობა საზოგადოებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ქველმოქმედია. შესაბამისად, ელექტორატი, რომელიც მისკენ გადაიხრება, არიან ადამიანები, რომლებიც განაწყენებული არიან „ქართულ ოცნებაზე“ და ის ამომრჩეველია, რომელსაც ჰქონდა მოლოდინი და რატომაც ხმა მისცა ივანიშვილს, იყო მისი ფინანსური რესურსი. შესაბამისად, არის ელექტორატი, რომელიც ბურჭულაძეს უყურებს არა როგორც პოლიტიკოსს და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალას, არამედ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს.

ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა? ჯერჯერობით მის ჩართულობას ვერ ვხედავთ. როგორ ფიქრობ, არ საჭირობს მმართველი ძალა ივანიშვილს რესურსს ჯერჯერობით, მით უმეტეს, რომ დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია?

- ორი თვის ათვლა დაიწყო ორი დღის წინ. შესაბამისად, ვფიქრობ, ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში ამ ორი თვის განმავლობაში უნდა ველოდოთ. ალბათ, სექტემბრის დასაწყისში გააქტიურდება. ვფიქრობ, რომ მისი ჩართულობა იქნება დადებითი. იქიდან გამომდინარე, რომ მთელ ამ პერიოდში მის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ გამოიწვია რეიტინგის კლება და მისი იმიჯის შელახვაც.

იმისთვის, რომ რეიტინგის აწევა მოახერხოს და ამასთანავე დაიბრუნოს ნდობა, არის საზოგადოებაში აქტიურად გამოჩენა, რომ პირადად მიიტანოს ამომრჩევლამდე - ის, რაც გაკეთდა ამ 4 წლის განმავლობაში და ის, რასაც ჩაუდგა სათავეში, შედეგიანია. სხვა შემთხვევაში, საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისით, აშკარად ვხედავთ, რომ ნეგატივი აჭარბებს პოზიტივს და ამას კამპანიური ხასიათი აქვს. მისი ჩართულობა ვფიქრობ, რომ მოიტანს პოზიტივს მისთვის და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალისთვის.