„მოსამართლეების წინააღმდეგ ფარული კადრების გავრცელება იგეგმება“

„მოსამართლეების წინააღმდეგ ფარული კადრების გავრცელება იგეგმება“

შეიცვალა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები - ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება პასუხს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილისგანე ლოდება, თუმცა, პაპუაშვილი ამ დრომდე დუმს. პაპუაშვილის ნაცვლად, განმრტება წერილობით გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, რომლებმაც დააზუსტეს, რომ ადგილი ქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რათა მოსამართლეები სწრაფად გაცნობოდნენ საქმეს. რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე გაკეთებულ განცხადებებს, მოსამართლეები - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი აცხადებენ, რომ საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაცია კანონის დაცვით, გამჭვირვალედ, პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლის თანაბარი ინფორმირებულობის პირობებში განხორციელდა. მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მიზანი, ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას ემსახურება.

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკამდინარაძე ამბობს, რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია. რაც შეეხება „რუთავი 2“-ის ადვოკატების მოთხოვნას ე.წ. ამორალური გარიგების ბათილად ცნობის ნორმის გაუქმების,  აგრეთვე, „კაბელების საქმისა“ და უგულავას ადვოკატების  მოთხოვნას გაფლანგვის ნორმატიული შინაარსის ნორმის გაუქმების შესახებ, მდინარეძე ამბობს, რომ ევროპაში ანალოგიური ნორმების გაუქმების პრეცედენტი არარსებობს.

„ევროპის ქვეყნებში პრეცედენტები ანალოგიური ნორმებისა და ნორმატიული შინაარსების გაუქმებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არარსებობს. უპასუხობა ამ კითხვებზე პაპუაშვილის მხრიდან მიგვიყვანს მხოლოდ ერთ დასკვნამდე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე.

კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა საკონსტიტუციო გადატრიალება. მათ მიერ გაკეთებული ბოლოდროინელი განცხადებები მიანიშნებენ, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში, აქედან გამომდინარე, ყველაზე მწვავე და კრიტიკულ კითხვებს ვერ სცემენ პასუხს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განცხადებაში არსებულ ბრალდებებს არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე, რომლის განცხადებით, მათი მიზანი იყო, ამ თემის პოლიტიზირება არ მომხდარიყო, თუმცა პაპუაშვილმა აიძულა. რაც შეეხება იმას, რაც მოსამართლეებს წერილში სარჩელებთან დაკავშირებით აქვთ მოყვანილი, ფოფხაძის თქმით,  

„სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, დაბრუნდა, შესწორდა და დაზუსტდა. ასეთი რაღაც, წესით, არ უნდა ხდებოდეს. არც სამართლებრივი ლოგიკაა ამაში და არც პროცედურულადაა სწორი. სარჩელი თუ შედის, რეგისტრირებული უნდა იყოს. თუ შედის, არ რეგისტრირდება და მაინც იგზავნება სხვა მოსამართლეებთან, ლოგიკას ვერ ვხედავ.

ეს რა პრაქტიკა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩემთვის გაუგებარია. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე საუბარი იმაზე, რომ მოსამართლე არის მიუკერძოებელი და ობიექტური?! არგუმენტები, რაც პროცედურასთან დაკავშირებით, მოსამართლეებმა წარმოადგინეს, დამაჯერებელი არ არის. ასეთი პრაქტიკა არ უნდა არსებობდეს. ამაში ბუნებრივია, არის პრობლემა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

სკანდალურ განცხადებას აკეთებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ ფარული კადრების გავრცელება იგეგმება და ამპროცესში თავად საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილია ჩართული. არეშიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კადრების გავრცელების თემაზე უკვე მიმდინარეობს.

„ვფიქრობ მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართულნი. ამასთან, უფრო უარესი, ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ამ მოლაპარაკებებში თავად პაპუაშვილიმონაწილეობდა.

ვგულისხმობ, მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას. თუმცა, მე რომ მკითხოთ, ამის არ მჯერა, ვინაიდან, არა მგონია, ამხელა თანამდებობის პირი ასეთ ნაბიჯზე წავიდეს. თუმცა, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე ნამდვილად მოვიდა. ამ ვიდეოების შესაძლო გავრცელება არ ნიშნავს შანტაჟს, ეს შეიძლება იყოს მაკომპრომიტირებელი მასალა, რომელიმე ძალის ხელში და ამ შემთხვევაში, ეს ძალა შეიძლება ყოფილი ხელისუფლება იყოს.

ეს რამდენიმე წყარომ შემატყობინა, ერთ-ერთია თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გავრცელებული ინფორმაციაა გარკვეულ წრეებში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვის აწყობს ამის გავრცელება და ვინ სახელდება გამავრცელებლად.

როგორც წყაროები მატყობინებენ, ეს არის ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. წყარო ასევე გვატყობინებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იყო თავადპაპუაშვილთან. ვფიქრობ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ორიენტირებული მთელი ამ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაზე, ხელისუფლების დისკრედიტაციაზე“, -აცხადებს მამუკა არეშიძე.