"თურქეთი სულ უფრო შორდება ევროპას და სულ უფრო ეკვრის რუსეთს, ასე შეაფასეს დასავლელმა ანალიტიკოსებმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანის ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტმა პუტიბს "პირადი მეგობარი" რამდენჯერმე უწოდა და რუსულ ენაზე მადლობაც კი გადაუხადა. თავის მხრივ კომპლიმენტები სრც ამ უკანასკნელმა დაიშურა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თის წინ ერდოღანი პუტინს "მატყუარას" უწოდებდა, რუსეთი პრეზიდენტი კი თავის თურქ კოლეგას სირიაში სამოქალაქო ომის გაღვივებასა და "ისლამურ სახელმწიფოსთან" მჭიდრო ურთიერთობებში სდებდა ბრალს. შეიცვალა რუსული მედიისა და კრემლის მიერ კონტროლირებადი ექსპერტების რიტორიკაც - თუ აქამდე ერდოღანს "გარეწრად" მოიხსენიებდნენ დღეს მას "შორსმხედველ პოლიტიკოსად" ნათლავენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსულ-თურქული გამბიტი და საქართველო.
"რამ გამოიწვია მსგავსი ფერისცვალება? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში კი ალბათ ეკონომიკურია, რადგანაც დასავლეთის სანქციებმა რუსეთის, პოლიტიკურმა რყევებმა და ტერაქტებმა კი თურქული ეკონიმუკა შეარყია. ამასთან ე.წ. "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის გაყვანის პროექტში მონაწილეობის მიღებაზე ბულგარეთმა უარი განაცხადა და კრემლისთვის მეტად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. შესაბამისად ალბათ ამიტომ პუტინმა აპატია თავის ანკარელ კოლეგას "ზურგში დანის ჩარტყმა" და მისი ერთგავრი მობოდიშება "დიდსულოვნად" მიიღო. სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ საუბარი შეეხო "თურქეთის ნაკადის" გაზსადენის ორი მილის - სამხრეთ ევროპისა და უშუალოდ თურქეთისთვის განკუთვნილი მიმართულებების მშენენლობას. ამასთანავე, რუსეთი მიერ თურქეთში მშენებარე აქუიოუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გაგრძელებას. ამას გარდა, ლიდერებმა ჟურნალისტებს ამცნეს მოსკოვის მიერ ანკარისთვის დაწესებული რიგი ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შესახებ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ამ დრომდე, საქართველოს ნატოში ინტეგრირების ერთგვარი შუამავალი ალიანსთან სწორედ ანკარა იყო. ერდოღანის მიერ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ქვეყანაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების დადანაშაულებამ კი ანკარასა და დასავლეთს შორის ურთიერთობა გაართულა. პოლიტიკური მიმომხილველის დავით კასრაძის აზრით, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების დათბობა კიდევ უფრო მეტად გააცივებს ანკარა-ბრიუსელის ურთიერთობას , რაც ჩვენთვის არასასურველია. მისის თქმით, საქართველო თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობის ქვეყანაა, რადგან მისი გავლით სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს უკავშირდება. ჩვენი სახელმწიფოების ჩართულობა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პროექტებში არის იმის გარანტი, ღუმ რუსეთ-თურქეთის ხელახალი დაძმობილება არსებით ცვლილებებს ქართულ-თურქულ ურთიერთობებში არსებით ცვლილებას, სავარაუდოდ, არ შეიტანს", - დასძენს გამოცემა.