„არჩევნებზე მიუსვლელობა ნაციონალებზე ხმის მიცემას უდრის“

„არჩევნებზე მიუსვლელობა ნაციონალებზე ხმის მიცემას უდრის“

„თუ მეტოქეს ბურთს არ გაუტან, მაშინ შენს კარში გავა ბურთი“, – აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მართა პროცესები, ნაციონალებისთვის ეს უკვე გოლის გატანა იქნება. რატომ ემზადებიან ნაციონალები 9 ოქტომბრისთვის და რატომ არ შეიქმნა სააკაშვილის რეჟიმის სტერეოტიპი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ნაციონალური მოძრაობისმტკიცებით ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნება და სწორედ ამიტომ ინტერპოლმა ის ძებნილთა სიიდან მოხსნა. თუმცა, უფრო ადრე ძებნილთა სიიდან ამოიღეს ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და დათა ახალაია. განთავისუფლებულთა მთელი ეს მწკრივი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოდანმართებოდეს ეს პროცესი?

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალურ მოძარაობას“ ძალიან უყვარს ივანიშვილის გვარის ხსენება და რაიმე მიზეზით ხომ უნდა ახსენონ. როდესაც ძებნილ ნაციონალებზე შეწყდა ძებნა, მაშინ თქვეს, რომ ევროპამ დაინახა ივანიშვილის პოლიტიკური დევნა და ამ მოტივით შეწყდა ძებნაო. გიორგაძის შემთხვევაში რა უნდა ეთქვათ?- თქვეს, რომ ივანიშვილს ინტერესებში შედისო. მთავარია, რომ ივანიშვილის სახელი ატრიალონ უარყოფით კონტექსტში, სხვა ლოგიკას ამ განცხდებებში ვერ ვხედავ.

რატომ ივანიშვილი და არა მთავრობის მეთაური კვირიკაშვილი, რომელიც ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრია?

- ნაციონალებს მართლაც არ აქვთ ზუსტად გარკვეული, ვინ მოუტანს ხმებს „ქართულ ოცნებას“. მათაც, როგორც ბევრს, მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მომტანი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილს ალბათ, თავისი წვლილი ექნება ამ ხმების მოტანაში, მაგრამ უდავოა, რომ კვირიკაშვილი ბევრ ხმებს მოიტანს სწორედ იმ შეფასების გამო, რაც თქვენ გააკეთეთ. ანალოგიური შეფასება ისმის სხვადასხვა მხრიდან და ასევე, იმ გუნდის გამო, რომელიც კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით წინ წამოიწევს საარჩევნოდ. ნაციონალები ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან ადამიანს, რომელიც შეიძლება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნების გამარჯვებაში.

მაშინ რასთან გვაქვს საქმე?

- მე მგონია, რომ ნაციონალებს უჭირთ თავიანთი ფორმულიდან ამოხტომა, მათ მიერ შექმნილი სტეროტიპის მონები გახდნენ. კერძოდ, ივანიშვილის გამოჩენის დღეს შექმნეს სტერეოტიპი, რომ მოვიდა რუსი ოლიგარქი და დაიპყრო საქართველო, დღესაც ამ მითში ტრიალებენ. შეიძლება არც ისეთი გულუბრყვილოები არიან, უბრალოდ ამ რიტორიკის ავტომატური შემსრულებელები არიან.

ალბათ, მთელი ეს რიტორიკა გათვლილია დასავლეთზე?

– რასაკვირველია, რადგან კვირიკაშვილი დასავლეთში პოზიტიურად არის აღქმული. ივანიშვილზე სულ აქვთ ეჭვი, რომ რუსეთში გამდიდრებულ ადამიანს შეიძლება კავშირები ჰქონდეს რუსეთთან. ამით „ქართული ოცნების“ იმ წერტილს ურტყამენ, კერძოდ ივანიშვილს, რომლის რუსეთთან დაკავშირება უცხოელების თვალში უფრო ადვილი იქნება. ახლა ნაციონალები ქართველ ამომრჩეველზე უფრო მეტად უცხოელებზე მუშაობენ. ივანიშვილის ძახილი რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრს არაფერს მისცემს, ეს ფაქტია. თუმცა, შეიძლება გამოადგეთ 8 ოქტომბრის შემდეგ. მოგეხსენებათ, რაღაცას აპირებენ - უცხოეთს მიეწოდება როგორც რუს ოლიგარქთან ბრძოლა.

ანუ, გათვლა აქვთ 9 ოქტომბერზე, მით უმეტს სამეგრელოში მუსირებს აზრი, რომ 9 ოქტომბერსნაციონალური მოძრაობისმომხრეები თბილისში უნდა შეიკრიბონ...

- ეს ოდიოზური სოციოლოგიური გამოკვლევებიც, რომელებშიც ნაციონალების დაკვეთა იკითხება, მიუთითებენ, რომ მათი რეიტინგი თანაბარია. მაგრამ, თუ არჩევნების შედეგები არ იქნება თანაბრი და დიდი შანსია, რომ არ იქნება, რეიტინგებსა და არჩევნების შედგებს შორის განსხვავებაზე დაიძახებენ, რომ გაყალბების შედეგია, აბა ხალხო წამოდექით ფეხზე და ავიღოთ ჯოხები ხელში! ვინ წამოდგება ფეხზე, ვინ აიღებს ხელში ჯოხებს? - მაგათი მხარდამჭერები. ეს არ იქნება მცირე რიცხვი იმისათვის, რომ ასეთი მოვლენა შექმნან.

შექმნიან მოვლენას?

- მოვლენას შექმნიან და ეს მოვლენა გაიყიდება როგორც ბრძოლა რუს ოლიგარქთან. მით უმეტეს, რომ რუსეთი პრობლემური საკითხია მთელი მსოფლიოსთვის. უცხოელები ოლიმპიადაზე არ უშვებენ რუსებს, უკვე ყველა ფრონტზე მიდის რუსეთთან დაპირისპირება. ნაციონალები იმას არ იტყვიან, რომ უფრო მეტი მანდატისთვის ვიბრძვითო, არამედ იტყვიან, რომ რუსი ოლიგარქის მოვლენას ვებრძვითო. როცა შეეკითხებიან რატომ არის რუსი ოლიგაქრი, იტყვიან, რომ აგერ იგორ გიორგაძე გამოუშვაო. მაგრამ ის სამეული, რომელიზეც ასევე შეწყდა ძებნა, ეს არ ემახსოვრებათ.

რაც შეეხება კადრებს, ნაციონალები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს კადრები და ამიტომ, იძულებული არიან გათვლა შევარდნაძის დროინდელ კადრებზე გააკეთონ და დარტყმის ობიექტი კობა ნარჩემაშვილია, რომელსაც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, სააკაშვილის შს მინისტრისგან განსხვავებით არ მოუთხოვია ორი გვამი. „ოცნებას“ ჰყავს ნარჩემაშვილი, მაგრამ ნაციონალებს ჰყვათ გივი თარგამაძე, რომელიც სულის ამოხდით ემუქრებოდა საქართველოს მოსახლეობას, გია ბარამიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა აფრასიძეების წინააღმდეგ ოპერაციას და .. ერთი ნარჩემაშვილია პრობლემა და არა ეს ჩამონათვალი, რომელთა პოლიტიკური წარსული დანაშაულთან ასოცირდება?

- 2000 წლიდან დავაკვირდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ-სტრატეგიას, შექმნეს ისეთი კლიმატი, რომ შევარდნაძეზე კარგის თქმა საქართველოში სირცხვილად ითვლებოდა, შევარდნაძის კადრი უკვე სირცხვილი იყო. შევარდნაძის მიუღებლობის სტერეოტიპი შექმნეს მთელი საზოგადოებისთვის. ახლა ამ სტეროტიპზე აგებენ ახალ სტერეოტიპს. ასე გულდასმით მიდის ახალი სპერეოტიპების მშენებლობა და ამ საფეხურებით სურთ მიზანს მიაღწიონ.

რამდენად მიღწევადია ეს მიზანი?

– პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომელმაც საკუთარი და ხალხის გმირობის ხარჯზე 4 წლის წინ ჩაიბარა ხელისუფლება, მერე იმდენი არ გააკეთა, რომ ანალოგიური სტერეოტიპი შექმნილიყო. თქვენ აფარასიძეების საქმე ახსენეთ და ვხედავდით, რომ პირველ პერიოდში მისი ავტორი საკმაოდ შეშინებული ჩანდა. მაშინ, საერთოდ, მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა დაბლა ყოფილიყო გაწოლილი, რომ ზედმეტად არ მიექცია ყურადღება. ეგონათ, რომ დაიწყებოდა მათი საწინააღმდეგო სტერეოპიტის შექმნა, მაგრამ ეს „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა.

და ეს არ იყო პოლიტიკური შეცდომა?

- რა თქმა უნდა, რომ შეცდომაა. აუცილებელი არ იყო დაჭერა. შევარდნაძე არ დაუჭერიათ, მაგრამ ისეთი სტერეოტიპი გააკეთეს, რომელიც დაჭერაზე უარესი იყო. სტერეოტიპი უნდა გაკეთებულიყო და ამის ელემენტები იყო - ქონების წართმევა, ციხის კადრები, ადამიანების ღირსების შეურაცხყოფა, ქართული კულტურის ძეგლების განადგურება, ომი და მანამდე რუკის ისე შეცვლა, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გადასაულიყო რუსეთის ხელში, შემდეგ ამ ტერიტორიების 5 დღეში რუსეთისათვის დათმობა, ამ ყველაფეზე იყო სადმე ლაპარაკი?

ამ არასწორ სტრატეგიას შეიძლება მძიმე პოლიტიკური შედეგი მოჰყვეს?

- ფეხბურთში არის ასეთი მეთოდი, თუ მეტოქეს ბურთს არ გაუტან, მაშინ შენს კარში გავა ბურთი. რა თქმა უნდა - შესაძლებელია.

შესაძლებელია, მაგრამ ძალადობასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალა შეძლებს გოლის გატანას მეტოქის კარში?

- გააჩნია გოლის გატანაში რას ვიგულისხმებთ. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მართა პოროცესები, ეს ნაციონალებისთვის უკვე იქნება გოლის გატანა. ნუ ჩავთვლით, რომ შეძლებით ვერ შეძლებენ. დავაკვირდეთ კონფიგურაციას, დავუშვათ 20%-ს იღებს „ქართული ოცნება“, დაახლოებით ამის ნახევარს თუ მეტს არა, იღებს ბურჭულაძის პარტია, რაღაცა ნაწილებს ალბათ, აიღებს „გირჩი“ და ვაშაძის გაერთიანება. შევკრიბოთ ერთად ნაციონალური გაწყობილების პარტიები, უმრავლესობა არ გამოვა?

ანუ, საპასუხო გოლის შანსი არსებობს, მაგრამ მმართველმა ძალამ რა სვლა უნდა გააკეთოს მოედანზე, რომ საპასუხო გოლის შესაძლებოლობა არ დაუტოვოს მეტოქეს? მით უმეტეს, რომ დაზარალებულები ისევ სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ...

- კი ბატონო, ამ ხელისუფლებას არ მისცემ ხმას, მაგრამ ვისგან ელი სამართლიანობის აღდგენას? ნაციონალები საკუთარ თავზე ხომ არ აღადგენენ სამართლიანობას? პაატა ბურჭულაძე აღადგენს სამართლიანობას, რომელიც აშკარად ნაციონალების ხაზის გამტარებელი პარტიაა? რჩება პარტიები, რომლებიც ბარიერს თუ გადააბიჯებენ, მადლობელი უნდა იყვნენ. ამომრჩეველმა ვინმე ხომ უნდა აირჩიოს? არჩევნებზე აუცილებლად მივლენ ნაციონალების მომხეები, არჩევნებზე მიუსვლელობა პირდაპირ ნაციონალებზე ხმის მიცემას უდრის.

„ოცნების“ შემთხვევაში არის შანსი, რომ მეორე რაუნდში შეიძლება ცოტა აზრზე მოვიდნენ. შანსი დაკარგული არ არის და კვირიკაშვილი ამის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუკი ნაციონალებმა აიღეს უმრავლესობა, მინისტრთა კაბინეტს თავად დააკომპლექტებენ და ა.შ. დამთავრებულია ამით სამართლიანობის აღდგენის საქმე.

ქართული ოცნებაშეძლებს ამ მარტივი ლოგიკის ამომრჩებლამდე მიტანას?

- მე არ ვარ დარწუმენული. ის მხარე, რომელიც ამ ლოგიკას მიიტანს ამომრჩევლამდე, იგრძობოდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის იმ გამოსვლაში, როდესაც შეუტია ნაციონალებს. შეუტია იმიტომ, რომ ხვდება სად არის საქართველოს შემდგომი განვითარების მთავარი სირთულე. მთავარი სირთულეა, რომ საზოგადოების აზროვნებაში რაიმე ცვლილების მოხდენისთვის აბსოლუტურად დაკარგულია 4 წელიწადი.

შეიძლება დღეს ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს, რას უჩიოდნენ შევარდნაძეს, მაგრამ ის, რომ შევარდნაძის კაცობა სირცხვილია, ეს მიღებულია. მაგრამ რატომ არის სააკაშვილის მთავრობაში ყოფნა სირცხვილი, ეს უნდა ახსნა. ვერ შეიქნმა სტერეოტიპი საზოგადოებაში, რომ სააკაშვილთან და ნაციონალებთან გაკარება სისხლში, ჭუჭყში, ადამიანების გაუბედურებასა და გაუპატურებაში ხელის ჩაყოფაა. ეს ყველაფერი საერთო საზოგადოებრივ მოვლენად ვერ გადააქციეს, რაც ამ ხელისუფლების მინუსია.

როდესაც პარტია გამოაცხადებს, რომ ჩემი მასმედია და ინფორმაციის გავრცელება არ მჭირდება, იმიტომ, რომ ხალხი დაინახავსო, სრულად გაუგებარია თუ არა ტელევიზორში, სად უნდა დაინახოს ხალხმა მიღებული შედეგები? ასეთი პოლიტიკური პარტია ვერ შექმნის სტერეოტიპს. „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ ნაციონალების, არამედ საერთოდ უარი თქვა სტერეოტიპის შექმნაზე, არადა საზოგადოება სტერეოტიპით ცხოვრობს. რაღაცა მინიმალური დონის სოციალური პორცესების გააზრება რომ მომხდარიყო და „ქართული ოცნების“ ლიდერებს ექსპერტები მტრებად არ გამოეცხადებინა, დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იქნებოდა.