მამუკა არეშიძე -

მამუკა არეშიძე - "ერდოღანმა ამბოხით მაქსიმალურად ისარგებლა"

"ამ სიტუაციაში ცალსახად მოიგო ერდოღანმა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერდოღანმა წინასწარ იცოდა, ამბოხი რომ მოხდებოდა, ამიტომ მისცა ბიძგი ამ ამბოხს, რომ თავისი მიზნისთვის მიეღწია და მიაღწია კიდევაც. მან უამარვაი პოლიტიკური კურდღელი მოკლა ერთდროულად ამ ამბოხით. პირველი ის, რომ მან წელში გადატეხა არმია და უახლოეს მომავალში ჩვენ არმიის მხრიდან აქტივოაბს არ უნდა ველოდოთ. მეორე ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მის ძალაუფლებას განამტკიცებდა და ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაიტანა პარლამენტში, ახლა ულაპარაკოდ გავა და პრაქტიკულად ის გახდა ერთპიროვნული მმართველი თურქეთის. მესამე ის, რომ მან ოპოზიცია მაქსიმალურად დაასუსტა. ყელაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელსაც გიულენი ხელმძღვანელობდა, პრაქტიკულად გაანეიტრალა. და მეოთხე, მოახერხა ის, რომ სამხედროებს გადააბრალა თვითმფირნავის ჩამოგდება და რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. მისი იდეოლოგია, რომელსაც წლბის მანძილზე კულუარულად ამკვიდრებდა, შეუძლია დღეს ღიად დაამკვიდროს და ის შედეგი მოიმკას, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე - "ერდოღანმა ამბოხით მაქსიმალურად ისარგებლა."

"ის, რომ გიულენი იყო ამ ამბოხის უკან, ეჭვი მეპარება. შეიძლება გიულენი თანაუგრძნობდა ამბოხებულებს, მაგრამ გიულენი რომ ყოფილიყო აქტიურად ჩართული ამ ამბოხში, მაშინ სტამბულის, ანკარის და სხვა ქალაქების ქუჩებში მარტო ერდოღანის მომხრეები არ გამოვიდოდნენ, გიულენის მომხრეებიც გამოვიდოდნენ და ასეთი არაერთი მილიონია თურქეთში. ამიტომ მე მგონია ასე: პროცესი დაიწყო თვითონ არმიაში და ეს ყველაფერი გააგრძელა თვითონ ერდოღანმა. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი ეპატაჟურია და იცის ხოლმე მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ის მაინც ფრთხილობს ამ განცხადებებშიც კი. მთლიანად ამერიკას კი არ ადანაშაულებს, ამბობს ამბოხი მართული იყო პენსილვანიიდან. პენსილვანიში ცხოვრობს გიულენი და აქედან გამომდინარე ამბობს ამას. ამერიკის შეერთებული შტატები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ერდოღანმა შეგნებულად. ის ასახელებს ამერიკის შეერტებულ შტატებს და მერე, დაკონკრეტების ჟამს, გულისხმობს გიულენს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ახლა იძულებული იქნება დაფიქრდეს იმაზე, გადასცეს თუ არა თურქეთს გიულენი", - ამბობს რესპონდენტი.

" თუ ამერიკა გიულენს თურქეთს არ გადასცემს, მაშინ თურქეთის მოსახელობის დიდ უმრავლესობას ამერიკის წინააღმდეგ განაწყობს, თუ გააკეთებს, მაშინ გაჩნდება საბაბი იმისა, რომ მეორე ნახევარი თურქერთის მოსახლეობისა იყოს ანტიამერიკულად განწყობილი. რთული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ ამერიკელები. ისევე, როგორც ბერძნები, რომლებსაც პოლიტიკური თავშესაფარი 8 სამხედრომ სთხოვა. ერდოღანთან სიტუაციის გამწვავება არც რუსეთს აწყობდა ბოლომდე, იმიტომ რომ ერდოღანის გადაკიდება ნიშნავს, რომ პრობლემები შეიქმნება ბოსფორის სრუტესთან დაკავშირებით , პრობლემები გაიზრდებოდა სირიაში რუსეთისთვის. ყურადღება მიაქციეთ, როგორი ბოდიში მოიხადა ერდოღანმა, პრინციპში ერდოღანს ბოდიში არ მოუხდია. მან მწუხარება გამოთქვა თავის გზავნილში მფრინავის დაღუპვის გამო", - დასძენს ექსპერტი და კითხვას - "ფიქრობთ, რომ საკმაოდ მყარია ერდოღანის პოზიციები და ამას ვერაფერი შეარყევს?", - პასუხობს:

"- ახლა უაღრესად მყარია. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეცვალოს მისი მდგომარეობა , არის ეკონომიკური ფაქტორი. ტურისტული სეზონია და ცოტა ტურისტი ჩავიდა. 5-7 ათას ტურისტამდე ჩავიდა რუსეთიდან თურქეთში. გერმანიიდან ძალიან მცირე ნაკადი იყო და მათთან ძირითადი ეს ორი ნაკადი მიდის. პრაქტიკულად ამან ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა. გარდა ამისა, პუტჩის შედეგად ზალიან სერიოზულმა უცხოურმა ორგანიზაციებმა აქტივების გატანა დაიწყეს თურქეთიდან. აქედან გამომდინარე, თურქული ლირის ხვალინდელი დღე სერიოზული კითხვის ნიშის ქვეშ დადგა. ეკონომიკურმა ფაქტორმა შეიძლება იმუშაოს ერდოღანის წინააღმდეგ. "

.interpressnews.ge