ხორცის სალიანკა

ხორცის სალიანკა

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300გრ.ცხვრის ან საქონლის რბილი ხორცი,
2 თავი ხახვი, 2ან 3 ცალი მჟავე კიტრი, 100გრ.თეთრი ღვინო, 2 ან 3 ს. კ. კარაქი, 100გრ.ბულიონის წვენი, 1 ს. კ. ხმელი სუნელი, 2 წითელი მწარე წიწაკა
3ან 4 კბილი ნიორი, 1 ს.კ.ბროწეულის წვენი, ტომატი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: ქვაბში ჩაალაგეთ წვრილად დაჭრილი ხორცი, დაუმატეთ კარაქი და წვრილად დაჭრილი ხახვი. დაახურეთ ქვაბს თავსახური და მოშუშეთ 8-10 წუთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, ტომატი და ხმელი სუნელი, დაასხით ღვინო, ბროწეულის წვენი და ბულიონი, მარილი გემოვნებით. ყველაფერი შეურიეთ და ამზადეთ კიდევ 10-15 წუთი