აშშ-ს საელჩოსთან “ქართული პარტიის” აქცია “ნაციონალებთან” იყო შეთანხმებული?

აშშ-ს საელჩოსთან “ქართული პარტიის” აქცია “ნაციონალებთან” იყო შეთანხმებული?

“ქართული პარტია” და “სახალხო კრება” “დიდ რევოლუციას” გვპირდებიან. “ხვალ გვიან იქნება, პრეზიდენტი დღეს უნდა ჩამოვაგდოთ,” _ აცხადებენ დაანონსებული რევოლუციის ლიდერები. რა შანსი აქვთ რევოლუციონერებს და რა მოხდება “ხვალ”? “ქართული სიტყვა” პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ბატონო ზაალ, 16 მაისის აშშ-ის საელჩოს წინ გამართული საპროტესტო აქციადემოკრატიის ფორმატში” “ჯდება”?



_ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი პრულარიზმი და საზოგადოების პოზიციათა სხვადასხვაობაა. ნებისმიერ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს სრული უფლება, გამართოს მშვიდობიანი, კანონით დაშვებული აქცია, გამოხატოს და გაავრცელოს თავისი მოსაზრება. ეს აქცია “ჯდება” კონსტიტუციაში და, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ “ქართულმა პარტიამ” გამოიყენა მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლება. მეორე საკითხია, თუ რა იყო ამ აქციის ქვეტესტი და მიზანი.



და რა ქვეტექსტი წაიკითხეთქართული პარტიისამ აქციით?



_ ჩემი მოსაზრების ძირითადი ნაკადი იქითკენ მიდის, რომ ეს აქცია რუსეთის მიმართულებით გაკეთებული ჟესტია, რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ საქართველოში ანტიდასავლურად განწყობილი ძალები არსებობენ და ხელისუფლების მტიცება, საქართველოში მოსახლეობის აბესოლტური უმრავლესობა პროდასავლურად მოზაროვნეოა, რეალობას არ შეესაბამება. ჩემი ვარაუდით, ეს სწორედ რუსეთის ინტერესაებში შედის.



მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ბევრ რამეში აკრიტიკებს, ფაქტობრივად, სახელისუფლებო გუნდს მაინც მხარს უჭერს, რაც საზოგადოების ნაწილში პროტესტს იწვევს, თუმცა ამას ღიად ბევრი ვერ გამოხატავდეს... გარკვეულწილად ვეთანხმევბი მოსაზრებას, რომ ეს აქცია ხელისუფლბასთან შეთანხმებული სცენარით განხორციელდა, ანუ სააკაშვილს მიეცა საშუალება, რომ დასავლეთის წინაშე შელახული რეპუტაცია აღიდგინოს და თქვას, მე და ჩემი გუნდი ვართ სწორედ ის ძალა, რომელიც საქართველოში დასავლეთის ინტერესების გამტარებელიაო. არაა გამორიცხული, რომ “ქართული პარტიის” ლიდერებს ეს უნებლიედ მოუვიდათ, ვერ გათვალეს, მაგრამ შესაძლოა, მათი ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ სათავისოდ გამიყენოს, აი, დემოკრტია, ნებისმიერს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრიო.



ბატონო ზაალ, ესე იგი, იმის თქმა გინდათ, რომ ოქრუაშვილი სახელისუულო გუნდის ინტერესებსზე ასხამს წყალს?



_ ხელისუფლება ძალიან მშვიდად შეხვდა ამ აქციას და ამავე დროს, ხელთ იგდო ერთგვარი კოზირი _ შეიძლება, მე არ ვარ იდეალური ხელისუფლება, არ მოგწონთ ჩემი ხისტი რეფორმები, არ ხართ კმაყოფილი დემოკრატიის ხარისხით, მაგრამ მე ვარ ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის ინტერესებს ვატარებ საქართველოში, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები კი ანტიდასავლურად არიან განწყობილნი.



თუ რეალური პირველი ვერსია აღმოჩნდა, მაშინ შეიძლება, რევულუცია დაიწყონ და ხელისუფლებაში სათავეში ოქრუაშვილ-ბურჯანაძე მოვიდნენ?



_ რევულიციას თავისი ატრიბუტიკა და რესურსი სჭირდება. ეს რესურსი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ხალხის მასა არაა. რევოლუციისთვის ერთი ძლიერი მედია-საშუალება მაინცაა საჭირო. ეს რესურსი ოპოზიციიას არ აქვს. ხელისუფლებას კი, სამი უძლიერესი მედია _ “რუსთავი 2”, “იმედი” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ემსახურება. სამივე არხი ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშაა.



ოპოზიციასმაესტროაქვს...



_ “მაესტრო” საქართველოს მასშტაბით ვერ მაუწყებლობს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონის მოსახლეობაში ინფორმაციული ვაკუუმია, ან ხალხი დეზინფორმაციის ტყვეობაშია. გარდა ამისა, “ქართული პარტიისა” და “სახალხო კრების” შემადგენლობაში ისეთი ლიდერები არიან, რომლებმაც თავის დროზე ხელი შეუწყვეს ამ ხელისუფლებას, რომ ქვეყნის სათავეში მოსულიყო. მათ საზოგადოება არ ენდობა, ავტორიტეტი არ აქვთ და არ გააჩნიათ რესურსი, რომ ქუჩაში ადამიანთა კრიტიკული მასა გამოიყვანონ, რაც რევოლუციისთვის საჭიროა.



დღეს საზოგადოებას ისეთი პოლიტიკოსები სჭირდება, რომლებიც წარსულის ხუნდებით არ იქნებიან დამძიმებულნი, რომლებსაც შელახული რეპუტაცია არ ექნებათ. ჩემი აზრით, მხოლოდ ასეთ ძალას შეუძლია შეცვალოს ეს ხელისუფლება. ეს უნდა იყოს საზოგადოების წიაღიდან წამოსული ძალა, რომელიც თავისთავზე აიღებს პასუხისმგებლობას და სათავეში ჩაუდგება განახლების პროცესს.



დღევანდელი მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად აქტიურია _ ცეცხლითა და მახვილით გვახვევს თავს დასავლურ ფასეულობებს. წესით, ქვეყნის სათავეში ისეთი ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც დააბალანსებს სიტუაციას და სტაბილურობის პირობებს შეგვიქმნის, არა?



– დასასავლეთი ფიქრობს ამაზე და უკვე შემოჰყავს ისეთი ფიგურები, რომლებიც გაწონასწორებულნი და თანმიმდევრულნი არიან. საზოგადოების მოთხოვნაც ესაა. ერთ-ერთი ასეთი ლიდერი ირაკლი ალასანიაა!