2016 წლის აპრილში, ფიზიკურმა პირებმა პოლიტიკურ პარტიებს 604 748 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ აპრილში ყველაზე მეტი შემოწირულობა - 417 300 ლარი, ირმა ინაშვილის საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მიიღო. ფიზიკური პირების შემოწირულობების მიხედვით, მეორე ადგილზეა ქართული ოცნება - 149 020 ლარით, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვება ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ - 124 000 ლარით. რესპუბლიკურმა პარტიამ შემოწირულობები საწევროების სახით მიიღო. რაც შეეხება ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსს, პარტიას 60 000 ლარი - მანუჩარ მაჩაიძემ, ხოლო 45 000 ლარი თავდაცვის ექსმინისტრის, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილმა, ქეთევან კიტოვანმა შესწირა.
მსხვილი შემოწირულობები
ფიზიკურ პირებს შორის, პარტიების ყველაზე მსხვილი შემომწირველები ისევ ბიზნესმენები არიან. საქმიანი წრეების წარმომადგენლებს კანონი ამა თუ იმ პარტიის დაფინანსებას არ უკრძალავს, მაგრამ წინა წლების მავნე პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბიზნესმენები მხოლოდ შემოწირულობებს არ სჯერდებიან. წინასაარჩევნო დაფინანსებასა თუ შემოწირულობას, სიაში გარანტირებული საპატიო ადგილი, შემდეგ კი ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლება მოჰყვება ხოლმე.
ამგვარი მახინჯი ტენდენციის შედეგია ის, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე, გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენების ლობირების შედეგად, ხელისუფლებას უამრავ დათმობაზე უწევს წასვლა. ცალკეულ შემთხვევაში, ეს კონკრეტული ბიზნესის ლობირებით გამოიხატება, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ტენდერებს პოლიტიკოს ბიზნესმენებთან ასოცირებული კომპანიები იგებენ. ნებისმიერ ბიზნესმენს აქვს კანონიერი უფლება, საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით დააფინანსოს მისთვის სასურველი პარტია, მაგრამ უმჯობესია, თუ ეს ქველმოქმედება იქნება და არა ინდულგენცია პოლიტიკაში მოსვლის სანაცვლოდ!
რაც შეეხება აპრილის მონაცემებს, ფიზიკური პირების მსხვილი და საკმაოდ სოლიდური შემოწირულობები ,,ვერსიამ'' პარტიების მიხედვით დააჯგუფა. მართალია, ცალკეული პირები პარტიებს 400 და 500 ლარსაც ურიცხავენ და 9-10 ლარსაც, მაგრამ ვნახოთ, ვინ გაიმეტა 1 000 ლარზე მეტი ამა თუ იმ პარტიისთვის.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: მეგი მირზაშვილი - 30 000 ლარი; დავით გველუკაშვილი - 30 000 ლარი; თამარ ბარაბაძე - 2 000 ლარი; მალხაზ ზამბახიძე - 1 800 ლარი; ქეთევან გელაძე - 1 600 ლარი; კობა ბარაბაძე - 1 500 ლარი; გიორგი აღნიაშვილი - 1 300 ლარი; თამარი ჩანადირი - 1 500 ლარი; მიხეილ მაჭავარიანი - 1 200 ლარი; თამრიკო რაზმაძე - 1 000 ლარი; ნინო გოზალიშვილი - 20 000 ლარი; ნათია კიტოვანი - 45 000 ლარი; თომა ჩალაძე - 15 000 ლარი; გიორგი გვასალია - 20 000 ლარი; მანუჩარ მაჩაიძე - 60 000 ლარი; გიორგი მორგოშია - 10 000 ლარი; თეიმურაზ ბერიშვილი - 15 000 ლარი; თამარ მჟავანაძე - 10 000 ლარი.
პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის - ,,გირჩი'': მიხეილ ჯანიაშვილი - 28 000 ლარი; შმაგი ქემერტელიძე - 20 000 ლარი; გიორგი ხაჩიძე - 3 000 ლარი; დავით ტაბატაძე - 2 000 ლარი; შალვა ეგუტია - 20 000 ლარი; ინდიანა გოგიჩაიშვილი - 5 00 ლარი; ასმათ კალანდარიშვილი - 10 000 ლარი; თორნიკე კეშელავა - 3 000 ლარი; ეკატერინე კალანდაძე - 2 000 ლარი; მანანა ქაჯაია - 3 000 ლარი; გიორგი მელაძე - 4 000 ლარი; მერაბ მარაქველიძე - 3 000 ლარი; ციცინო ძნელაძე - 2 000 ლარი; ზურაბ ჯაფარიძე - 5 000 ლარი; ლევან კუკუტარია - 4 000 ლარი; მაია მესხი - 5 000 ლარი; გიგა ოჩხიკიძე - 5 000 ლარი.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: ბიჭიკო პაიკიძე - 12 000 ლარი; ზვიად ჩხობაძე - 10 000 ლარი; დავით კაპანაძე - 8 000 ლარი; იოსებ ჭანჭალეიშვილი - 13 000 ლარი; ჰასან ბაირქათარი - 15 000 ლარი; ჯემალ ხატიაშვილი - 7 000 ლარი; ზაზა ჭაბუკიანი - 9 000 ლარი; გიორგი ბურჭულაძე - 50 000 ლარი; გიორგი ჯალაბაძე - 25 000 ლარი.
ააიპ ,,გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის'', რომელსაც კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი ხელმძღვანელობს: მარიამ ქვრივიშვილი - 6 745 ლარი; თინა ჯარიაშვილი - 15 000 ლარი; მარიამ ქვრივიშვილი - 4 873 ლარი; მარიამ ქვრივიშვილი - 7 270 ლარი; გიორგი ქვრივიშვილი - 2 326 ლარი; თინა ჯარიაშვილი - 5 525 ლარი; თინა ჯარიაშვილი - 4 440 ლარი.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს მშვიდობისთვის''. ამ პარტიას თავდაცვის ექს-მინისტრი, დავით თევზაძე ხელმძღვანელობს: მირონ ჩიგოგიძე - 1 000 ლარი; ნათია თევზაძე - 2 173 ლარი.
რაც შეეხება კახა კუკავას თავისუფალი საქართველოს, 2016 წლის აპრილში, კახა კუკავამ საკუთარ პარტიას 1 164 ლარი შესწირა. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულპარტიას, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი შოთა მალაშხია ხელმძღვანელობს. ამ პარტიას აპრილში მხოლოდ ნიკოლოზ მუხიაშვილმა შესწირა 9 000 ლარი.
მცირე შემოწირულობები
აპრილში, საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში მხოლოდ საწევროები შეიტანეს. როგორც ჩანს, ამ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები თავს იკავებენ და სოლიდურ შენატანებს შემდგომი თვეებისთვის ზოგავენ, ან რესპუბლიკელებს ოპოზიციის ფლანგზე ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ. ასეა თუ ისე, მცირე შემოწირულობებში ,,ვერსიამ'' ის შემომწირველები დააჯგუფა, რომლებმაც სხვადასხვა პარტიას 100 ლარი და ნაკლები თანხა შესწირა.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია: ირაკლი ჩავლეიშვილი - 55 ლარი; ნიკოლოზ ზარქუა - 60 ლარი; გიორგი თოდუა - 75 ლარი; მარიამ ჯანიაშვილი - 12 ლარი; თემურ მარკოზია - 54 ლარი; გულო ზუმბაძე - 100 ლარი; ნინო ანანიაშვილი - 45 ლარი; არჩილ იაკობაშვილი - 20 ლარი; ლაშა თოდუა - 9 ლარი; ლევან ბერძენიშვილი - 100 ლარი; აკაკი ნატროშვილი - 33 ლარი; ქეთევან კახურაშვილი - 33 ლარი; ნინო ებრალიძე - 100 ლარი; თინათინ ხიდაშელი - 80 ლარი; ინგა მაღრაძე - 50 ლარი; ვახტანგ ხმალაძე - 100 ლარი; ზვიად ყვირალაშვილი - 40 ლარი; ზაურ ახვლედიანი - 20 ლარი; მარიამ ჯანიაშვილი - 12 ლარი; მირიან ავსაჯანიშვილი - 33 ლარი; თამარ კორძაია - 100 ლარი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: სერგო რატიანი - 100 ლარი; გიორგი ბარამიძე - 100 ლარი; მიხელ მახარაძე - 100 ლარი; ჩიორა თაქთაქიშვილი - 200 ლარი, ხათუნა გოგორიშვილი - 100 ლარი; ომარ მეგრელიძე - 100 ლარი; ვახტანგ ლემონჯავა - 100 ლარი; აზერ სულეიმანოვი - 100 ლარი.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: დიმიტრი ჩქარეული - 20 ლარი;პატრიოტთა ალიანსი: ვაჟა ბექაური - 80 ლარი; საქართველოს კონსერვატიული პარტია:ალექსანდრე ჩაჩუა - 120 ლარი.
იანვარ-მარტის შემოწირულობები
2016 წლის პირველი სამი თვის, ანუ იანვარ-მარტის განმავლობაში, პოლიტიკურმა პარტიებმა ფიზიკური პირებისგან 428 476 ლარის შემოწირულობა მიიღეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ იანვარ-მარტში, ახალი პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩი'' - 168 058 ლარით ლიდერობდა. მეორე ადგილზე - 143 283 ლარით, ირმა ინაშვილის ,,პატრიოტთა ალიანსი'', ხოლო მესამეზე – 45 070 ლარით, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია ,,ბედნიერი საქართველოსთვის'' იყო.
იანვარ-მარტში, პატრიოტთა ალიანსის ყველაზე მსხვილი შემწირველი ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია იყო, რომელმა ირმა ინაშვილის პარტიას 49 000 ლარი შესწირა. შპს ,,ტაიას'' წილის 50%-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა გიორგი მორგოშიამ კი პატრიოტთა ალიანსს 41 000 ლარი გადაურიცხა. იანვარ-მარტში, ამავე პარტიას ქეთევან შენგელიამ 19 500 ლარი შესწირა.
2016 წლის იანვარ-მარტში, ,,გირჩს'' ბიზნესმენმა მილერი გვენეტაძემ 60 000 ლარი გადაურიცხა, ხოლო ტიტე ერგემლიძემ - 59 958 ლარი. კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაციას ,,ბედნიერი საქართველოსთვის'', იანვარ-მარტში მისივე შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ქვრივიშვილი ურიცხავდა თანხას. იანვარ-მარტში, ქართული ოცნების ანგარიშზე 10 000 ლარი ბიზნესმენმა გიორგი ხარებაშვილმა, ხოლო მეორე 10 000 ლარი - ალექსანდრე ალხაზიშვილმა შეიტანეს.
2016 წლის იანვარ-მარტის შემოწირულობების მიხედვით, პარტიების ათეული ასე გამოიყურება: ,,გირჩი'' - 168 058 ლარი; პატრიოტთა ალიანსი - 143 283 ლარი; ,,ბედნიერი საქართველოსთვის'' - 45 070 ლარი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30 097 ლარი; ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 20 560 ლარი; დევნილთა პარტია, რომელსაც ლელა გულედანი ხელმძღვანელობს - 8 010 ლარი; რესპუბლიკური პარტია - 5 972 ლარი; თავისუფალი დემოკრატები - 4 000 ლარი; მემარცხენე ალიანსი, რომელსაც სოსო შატბერაშვილი ხელმძღვანელობს - 1 500 ლარი; თავისუფალი საქართველო - 710 ლარი.
იანვარ-მარტში, დავით თევზაძის პარტიამ ,,საქართველოს მშვიდობისთვის'' 550 ლარი შესწირეს, ზვიად ძიძიგურის კონსერვატიულ პარტიას - 360 ლარი, ბაჩუკი ქარდავას ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას - 300 ლარი, ხოლო ნანა გულუას პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის'' ანგარიშზე, ამ პერიოდში, მხოლოდ 5 ლარი იყო ჩარიცხული.