„ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი სისტემური ხარვეზი აქვს, ანგელოზებითაც რომ დააკომპლექტონ პირველი ათეული, ვერ უშველით, რადგან ბრენდი დაზიანებულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, თუ კონკრეტულად სიაზე ვილაპარაკებთ და პოლიტიკურ სიმძიმეს მოვაშორებთ, მაშინ ნაციონალების მიერ წარმოდგენილი სია შედარებით სერიოზულად გამოიყურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აგრესიული არ არის, მაგრამ ამ ათეულიდან რომელია ახალი სახე, ვის მიმართაც საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მეტ-ნაკლები ნდობა?
გია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდი დაზიანებულია და ბუნებრივია, რომ ადამიანები, ვინც ამ პარტიას დაუკავშირებენ თავის მომავალს, იციან, რომ მათი იმიჯი და ავტორიტეტი ზიანდება. ეს ადამიანები ფორმალურად არ ითვლებოდნენ პოლიტიკურ ელიტად, თუმცა იდეური ერთიანობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია გამოკვეთილია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ზრდის რესურსი ძალიან შეზღუდულია და არც ვფიქრობ, რომ ეს ათეული მოწოდებულია იმისათვის, რომ რაღაცა სისტემურად შიცვალოს. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ნახია შეგუებულია იმას, რომ არჩვენებს ვერ მოიგებს. ეს ათეული შეთავაზებული იყო იმისათვის, რომ გარკვეული კონტრასტი ეჩვენებინათ ამ ათეულსა და იმ 9 ადამიანს შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა.
რა კონტრასტის ჩვენებაზეა საუბარი, როდესაც სიის ხუთელში არის გიორგი ტუღუში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო სახალხო დამცველი და მის არც ერთ ანგარიშში შესულა იმ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა?
- გეთანხმებით, მაგრამ მე არ ვსაუბრობ ავტორიტეტზე. არ არსებობს გადაწყვეტილება რომელიც აბსოლუტურად კარგია, ან ცუდი, მაგრამ ამ კონტრასტში „ქართული ოცნების“ ხარვეზი სწორედ ის არის, რომ დღეის მდგომარებით ნაციონალების მიერ წარმოდგენილი ათეულის ცნობადეობის ინდექსი არის მაღალი. ცნობადობა განსაზღვრავს პოტენციალს. ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულის ცნობადობის შედარებაც არ შეიძლება „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ პოლიტსაბჭოს ახალ წევრებთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ათეულის ცნობადობა მაღალია, ისევე როგორც მათი მძიმე წარსული. ირაკლი აბესაძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, დავით ბაქრაძე, მათი წარსული არ არის დამძიმებული?
- გეთანხმებით, მაგრამ წარმოდგენილ ათეულში ყველა მძიმე წარსულით არ არის დამძიმებული. ეს ბრენდის ხარვეზია. არ ვამბობ, რომ ამ ათეულს გარკვეული უპირატესობა აქვს. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება ისეთი ტიპის მოლოდინების შექმნა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მით უმეტეს, რომ თვითონ პარტიაში ქმნიან პრობლემას, როდესაც ადამიანები მთელი 4 წლის განმავლობაში მათთან ერთად იბრძოდნენ და წინ წაწევაზე ფიქრობდნენ, ამ დროს შემოიყვანეს 9 კაცი და თავზე დაასვეს ძველ წევრებს, რაც პარტიული განვითარების თვალსაზრისით სერიოზულ ხარვეზებს აჩენს. მოხვდებიან თუ არა საარჩევნო სიაში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ისინი მოხვდნენ მმართველ ორგანოში და მართავენ პარტიას.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სიას, როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხვდნენ ამ თაეულში მაჭავარიანი, გოგორიშვილი, გაბაშვილი, ბოკერია, ნადირაშვილი, თაქთაქიშვილი, რატომ დამალეს აქტიური სახეები?
- ობიექტურად, რომ ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა პოლიტ-ტექნოლოგიურად უფრო სწორია, ვიდრე „ქართული ოცნების“. როდესაც გაქვს პოლიტიკური ამოცანა, უნდა შეგეძლოს შენი ამბიციების უკანა პლანზე გადადება და მოიქცე ისე, რაც მოგცემს საბოლოო შედეგს, რაც ამ შემთხვევაში გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტა აღიარებს, რომ ნეგატივში არიან და ამიტომ ამოეფარნენ ადამიანებს, რომელთა მიმართაც ნაკლები ნეგატივია, მაგრამ ამასთანავე ცნობადობის ინდექსი ძალიან მაღალია, რაც გარკვეულწილად ზრდის მათ შანსებს.
„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით პოლიტიკურად პრაგმატული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. არ ვიცი დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, მაგრამ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია დარჩნენ მმართველო ორგანოში. არ ჩათვალეს, რომ ტაქტიკურად პარტიისთვის უკეთესი იყო კობახიძისა და ბესელიას დამალვა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობა“ რაციონალური პოლიტიკური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ანუ, სიას დაუპირისპირეს სია.
თქვენ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებული ათეული შეძლებს კონკურენცია გაუწოს, როგორც მმართველ ძალას, ასევე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, იგივე პაატა ბუჭულაძეს, რომელიც ახალი შემოსულია პოლიტიკურ ველზე?
- მარტო სიებით არ უნდა ვიმსჯელოთ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი სისტემური ხარვეზი აქვს ანგელოზებითაც, რომ დააკომპლექტონ პირველი ათეული, ვერ უშველით, რადგან, ბრენდია თვითონ დაზიანებული. მაგრამ თუ კონკრეტულად სიაზე ვილაპარაკებთ და პოლიტიკურ სიმძიმეს მოვაშორებთ, მაშინ ეს სია შედარებით უფრო სერიოზულად გამოიყურება და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ცნობადობის ინდექზე და მათ დინამიკაზე.
დინამიკის შექმნაში ვგულისხმობ მათ აქტიურობას და დებატების უნარებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ეს ათეული 10-ით 0-ს უგებს „ქართულ ოცნებას“. ის, რომ ისინი ამ დინამიკით აშკარად უგებენ „ქართულ ოცნებას“, არ ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებსაც იგივე ანგარიაშით მოიგებენ. როგორც გითხარით „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი გაკეთილშობილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატური ინდექსის ადამაინები უნდა დაუპირისპიროს, რაც სამწუხაროდ არ ჩანს. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ, არ აქვთ შესაბამისი პოლიტიკური უნარები, რომ რეალურად მართონ პოლიტიკური პროცესი.