„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში ახალი მოთხოვნები არ იყო ჩადებული - დოკუმენტი შესრულდა და პროცესიც დამთავრდა“

„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში ახალი მოთხოვნები არ იყო ჩადებული - დოკუმენტი შესრულდა და პროცესიც დამთავრდა“

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესზე იმსჯელებს. საკითხს ტექნიკურ დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შსს-ს წარმომადგენლები განიხილავენ. გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება ამ გეგმებსა და გაცხადებულ დღის წესრიგში არ არის.

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები უვიზოდ განახორციელონ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა და საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ახალი მოთხოვნები განჩდეს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეგიძლიათ გვითხრათ, რა ვადაა ეს ძალიან მალე?

ვანო ჩხიკვაძე: ძალიან ძნელი სათქმელია. პირობითი ცნებაა ძალიან მალე, მაგრამ ყველაზე კარგ ვარიანტში შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება ზაფხულიდან ამოქმედდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია. თარიღებთან დაკავშირებით ასე მყარად გამიჭირდება საუბარი. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის კომიტეტმა რამდენიმე დღით გადადო ამ საკითხის განხილვა.

საკითხის გადადება, ნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელია ახალი მოთხოვნები განჩდეს?

- საქართველო არ არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის დღისწესრიგშია, თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემურია ეს საკითხი იგივე თურქეთთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს თემა არ არის ერთადერთი, რომელსაც ევროპალამენტი, თუ მინისტრთა საბჭო განიხილავს. გარადა უვიზო მიმოსვლისა, არსებობს სხვა საკითხებიც, რომლითაც დაკავებულია ევროკავშირი. შესაბამისად, ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს იმ ვითარებას, რომ ხშირად უწევთ გადადონ აღნიშნული საკითხი. კარგი იქნება თუ 20 მისისთვის იქნება გადაწყვეტილება, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება გადაიდოს.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოსთან მიმართებაში კონსენსუსი არ არის - იგივეევროპის სახალხო პარტია“ ითხოვს საკითხის გადადებას - შესაძლებელია ეს გახდეს მიზეზი იმისა, რომ გადაიდოს საქართველოს საკითხი?

- ნაკლებად ვვარაუდობ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარს არ დაუჭერს. გეთახმებით, რომ არსებობს საკამოდ გავლენიანი ევროპარლამენტარების განცხადებები, მაგრამ ცალკეა განცხადება, რასაც ინდივიდუალურად აკეთებს პარალმენტარი, რომელიც რაც არ უნდა გავლენიანი იყოს და მეორეა, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია. შეგახსენებთ, რომ იანვარში „ევროპის სახახლო პარტიამ“ მხარის დაუჭირა რეზოლუციას - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასთან მიმართებაში.

ამავე რეზოლუციაში ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს მოუწოდებდა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაჩქარებულ ტემპში მიეღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, არა მგონია, რომ ახლა, როდესაც სხვა ინსტიტუტებმა და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ევროკომისიას, რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას, ეს პროცესი გაწელოს ევროპის პარლამენტმა. მით უფრო, რომ საქართველოს ყველა ტეკნიკური მოთხოვნები შესრულებული აქვს.

გადაწყვეტილების მიღების ბოლო პროცესში ვართ, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელია, ახალი პირობები იქნას დაყენებული. ვხედავთ, რომ თურქეთის საკითხის განხილვა საერთოდ შეაჩერა ევროპარლამენტმა...

- თურქეთის საკითხი შეჩერება ჩვენზე არანაირად არ ახდენს გავლენას. ევროკომისიამ გასულ კვირას გაუწია რეკომენდაცია თურქეთს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რამ და მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების სტანდარტი უნდა გაეუმჯობესებინა. ასე ვთქვათ, ბევრ რამეზე დახუჭა თვალი და უთხრა თურქეთს, რომ ჯერ მოგცემთ უვიზო მიმოსვლას და მერე შეასრულეთ დანარჩენი საკითხებიო. მაგრამ პროცესის შეჩერება გამოიწვია პრემიერ-მინისტრთან ბრძოლამ და რამდენიმე ნორმატიული აქტის მიღებაზე უარის თქმამ, რაც იყო ჩადებული ვიზის ლიბერალიზაციის საგზაო რუკაში. ეს იყო მიზეზი, რატომაც ევროპარლამენტმა გადადო საკითხის განხილვა. ეს კი, არანაირ გავლენას არ ახდენს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის პროცესზე. ჩვენ აბსოლუტურად შესრულებული გვაქვს ყველა მოთხოვნები და ამას აცხადებს ევროკომისა.

რაც შეეხება ახალ მოთხოვნებს, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში ახალი მოთხოვნები არ იყო ჩადებული. ეს დოკუმენტი შესრულდა და პროცესიც დამთავრდა.

ევროკავშირის რამოდენიმე წვერმა ქვეყანამ წამოაყენა მოთხოვნა, რომ თუ გარკევეული რაოდენობით გაიზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ კოსოვო, ამ შემთხვევაში ევროკომისიას უფლება აქვს შეაჩეროს ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, მაგრამ არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება უკან წაეღოთ, ან შეეჩერებინათ უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც თურქეთს უყენებენ ეს არის ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა, თუმცა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ არ აპირებს კანონმდებლობის შეცვლას. თურქეთი თუ დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით, მაშინ რატომ ამბობს უარს კანონდმებლობის შეცვლაზე?

- ერთ-ერთი კანონი, რომლისთვისაც თურქეთს უნდა გადაეხედა, ეს იყოს სწორედ ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა. ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ, ეს  უკავშირდება თურქეთის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რომელმაც შემდეგ უკვე გამოძახილი ჰპოვა ევროკავშირთან მიმართებაში. ტერორიზმი რომ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთისთვის, ეს არახალია.

შესაძლებელია, რომ თურქეთს საერთოდ ეთქვას უარი უვიზო მიმოსვლაზე, რადგან უარს ამბობს კანონმდებლობის შეცვლაზე?

- ვფიქრობ, რომ ეს დრობითი პროცესია. არავის უთქვამს, რომ თურქეთი არ მიიღებს უვიზო მიმოსვლას. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის მხრიდან შესრულდება ის მოთხოვნები, რაც ჩადებულია ევროკავშირის საგზაო რუკაში, ამის შემდეგ მიიღებს უვიზო მიმოსვლას. ახლა მთავარია თურქეთმა შეასრულოს მოთხოვნები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახმელეთო საზღვარი გვქონდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან. ძალიან კარგია, რომ გვერდით გყავდეს ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროპასთან.