„რუსთავი 2“ - ის შემთხვევაში, ან უნდა შეეშვას მას და სისხლს გაუშრობს კრიტიკულ მომენტში ეს ტელეკომპანია, ან არავის არ უნდა მიაქციოს ყურადღება, არ გაითვალისწინოს დასავლეთისა და ევროპის პოზიცია. ამისთვის დასავლეთის დაინტერესებულ პირებს უნდა წარუდგინოს მყარი მტკიცებულებები და ბოლომდე მიიყვანოს საქმე, ტელეკომპანია კანონიერ მეპატრონეს უნდა დაუბრუნოს. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს, აქ გაცილებით ძლიერია ხელისუფლების პოზიცია, ხელში უჭირავს გაუჭრელი კოზირის კარტი, ხელისუფლებას შეუძლია, თამამად თქვას, - კი ბატონო, თუ ჩვენი სასამართლო ხდება, მათ შეუძლიათ, სტრასბურგში გაასაჩივრონ. როცა ევროპელები მათზე, როგორც პატიმრებზე საუბრობენ, ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ, რომ მათი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ამ მტკიცებულებას ვერ დადებენ. ერთი მომენტია მხოლოდ, შურისძიების ფონი იყო მაღალი და ესეც იმიტომ, რომ ხალხი დამნაშავეების გასამართლებას მოითხოვდა. ყველაფერი ხალხის თვალწინ ხდებოდა და ვიცით, რომ მათთვის ისეთი არაფერი დაუბრალებიათ, რაც არ ჩაუდენიათ. ეს შურისძიების ფონიც იმიტომ შეიქმნა, რომ გამოძიებამ თავიდანვე არ დადო მყარი მტკიცებულებები“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სააურით თავისუფლება მერაბიშვილს, უგულავას და ბაჩო ახალაიას, ან უვიზო რეჟიმი?
„ასე, რომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში დიდი არჩევანი არ აქვს, თავის სიმართლეში უნდა დაარწმუნოს დასავლეთი. ევროპის სახალოხო პარტიის პოზიცია ნამდვილად ვერ შეაფერხებს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ეს თითქმის 90% - ით გადაწყვეტილი თემაა. თუმცა, უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ ვერ დააჯერა ევროპა, იგივე „სახალხო პარტია“, საკუთარ სიმართლეში და იქ ლომის წილი მიუძღვის ქართულ დიპლომატიას, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს“, - დასძენს პოლიტოლოგი და კითხვას - „ამერიკელებსაც დაუყენებიათ კვირიკაშვილთან პოლიტპატიმრების საკითხი. ისინიც ღიად ხომ არ მოითხოვენ, რომ არჩევნებამდე გაათავისუფლონ ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი?“, - პასუხობს:
„არა მგონია. ამერიკელებისგან განსხვავებით, ევროპელები დაუკრეფავში გადადიან, სასამართლოს განაჩენით თუ ვინმე ციხეშია და შენ სთხოვ, რომ გამოძიებისა და ახალი გარემოებების აღმოჩენის გარეშე ციხიდან გამოუშვან, ასეთი რამ არ ხდება. ვიზალიბერალიზაციას ვერ შეაფერხებენ, თვითონ ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცდომებისთვის ხალხი არ უნდა დაისაჯოს, თითქმის გადაწყდა, რომ უკრაინასაც მისცენ ვიზალიბერალიზაცია და იმის გათვალისწინებით , რაც უკრაინაში ხდება, ძნელად წარმოსადგენია, მათ მიანიჭონ უვიზო რეჟიმი და ჩვენ - არა .... ამიტომ გამოვრიცხავ, რომ უვიზო მიმოსვლას არ მოგვცემენ. უბრალოდ, მათი პოზიცია არის იმის მაჩვენებელი, რომ არჩევნებს ლუპით დააკვირდებიან.“