„საგადასახადო კოდექსში ცვლილება“ საგადასახადო სისტემას უფრო ლიბერალურს გახდის

„საგადასახადო კოდექსში ცვლილება“ საგადასახადო სისტემას უფრო ლიბერალურს გახდის

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები დიდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ მთავრობის ინიციატივას  საგადასახადო კოდექსის ცვლილებაზე.

როგორც, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა,   მისასალმებელია, რომ ესე მოკლე დროში მთავრობაზე გავიდა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები გულისხმობს ესტონური მოდელის დანერგვას საგადასახადო ლიბერალიზაციის საკითხში. ჩვენის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას

„ჩვენი დამოკიდებულება კოდექსში ცვლილებაზე არის აბსოლუტურად დადებითი. 2013 წლიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან, ამ ცვილელებების საჭიროებებზე ღიად ვსაუბრობდით. იანვარში, როდესაც  პრემიერი  შეხვდა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს, გაჟღერებული იყო ეს ინიციატივა. მისასალმებელია, რომ ესე მოკლე დროში გავიდა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები გულისხმობს ესტონური მოდელის დანერგვას საგადასახადო ლიბერალიზაციის საკითხში. ჩვენის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. მისასალმებელია, რომ კონკრეტული ინიციატივებიდან კონკრეტულ პროექტებამდე მივდივართ. ესტონური მოდელი თავის დროზე  საკმაოდ წაადგა ესტონეთის ეკონომიკას ამ მოდელის დანეგვა საქართველოში დარწმუნებული ვარ დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“. - განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა