რუსული გაზისა და „გაზპრომის“ თემა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი განხილვისა და ბატალიების საგანი გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალს სდებს, რომ მას აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლება უნდა.
ასე არ ფიქრობს ექსპერტთა ნაწილი. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ხელოვნურად ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება.
_ ბატონო ლევან, ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგეტიკას რუსეთი იგდებს ხელში. რამდენად არის ეს სიმართლე? რა დაუწუნეს „სოკარს“ და რატომ შემოდის „გაზპრომი“?
_ მოდით, დავიწყოთ ბოლოდან: გაზპრომი არ შემოდის, გაზპრომი შემოიყვანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2003 წელს. სწორეთ მათ გაუფორმეს ხელშეკრულება. 2005 წელს ემოიყვანა. 2006 წელს აპირებდნენ მაგისტრალის მილსადენის მიყიდვას და გადავრჩით.
_ ამერიკელების ჩარევას გულისხმობთ?
_ სწორედ ამერიკელებმა გადაგვარჩინეს, რომ არ მიჰყიდეს. „გაზპრომი“ საქართველოში მუშაობს მთელი ამ წლების განმავლობაში და ყოველ წელს ხან მეტს, ხან ნაკლებს, იმის მიხედვით ვიხდით, თუ რამდენია მოთხოვნა, მთელი ეს წლები ჩვენ ვიღებთ ამ გაზს "გაზპრომისგან". ერთადერთი წელი იყო 2013, როცა საჭიროება დეფიციტის დაბალანსებისა არ იყო. მხოლოდ იმ წელს "გაზპრომისგან" გაზი არ გვიყიდია. დანარჩენ წლებში, 2003 წლიდან მოყოლებული "გაზპრომისგან" გაზს ვყიდულობთ ხან მეტს ხან - ნაკლებს. რაც შეეხება აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლების თემას, ეს ყოვლად წარმოუდგენელი და კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
_ რას გულისხმობთ?
_ ეს თემა უბრალოდ პოლიტიზირებულია. თეორიულადაც კი შეუძლებელია რუსული გაზით აზერბაიჯანულის ჩანაცვლება. ან თუნდაც რუსეთით აზერბაიჯანის ჩანაცვლება. დღეს რუსული გაზის ხვედრითი წილი ქართულ ბაზარზე არის 12%. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საქათველო უნდა გადაერთოს რუსულ გაზზე...
_ აბა, რაზეა საუბარი?
_ ჩვენ ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას ზამთრის პირობებში აქვს დღიური მოხმარება დაახლოებით 11 მილიონი კუბური მეტრი გაზი, ზაფხულში კი მოვიხმართ მხოლოდ 4 მილიონ კუბურ მეტრს. ზამთრის პიკურ თვეებში ჩვენ გვაქვს დეფიციტი გაზის 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი დღიური მოხმარება. დღეს "სოკართან" და "გაზპრომთან" მიდის საუბარი, რომ ეს 2,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი, ე.წ. ტექნიკური დეფიციტი, რაღაც წყაროებით დაბალანსდეს.
_ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარიდან განცხადებაც გვახსოვს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს სრულად უზრუნველყოფა შეუძლი.
_ კი მაგრამ, მათი გუშინდელი განცხადება სულ სხვა იყო. აზერბაიჯანულმა მხარემ შეცვალა თავისი განცხადება. აზერბაიჯანმა თქვა, მე შევეცდები დღიური მოწოდება 6 მილიონიდან 7 მილიონამდე გავზარდოო ანუ 1 მილიონით გაიზარდოს მოწოდება, მაგრამ ჩვენ დეფიციტი გვაქვს 2,5 მილიონი. შესაბამისად, აზერბაიჯანმა რომც გაზარდოს, მილიონ-ნახევარი მაინც დასაბალანსებელია. ასე, რომ პრობლემას აზერბაიჯანი ვერ არეგულირებას. აზერბაიჯანს შეუძლია, საქართველო დააკმაყოფილოს მთელი წლის განმავლობაში ჯამურად, ოღონდ ზამთრის პიკურ თვეებში აზერბაიჯანს თავად ექმნება გაზის პრობლემა.
_ რას გულისხმობთ?
_ 2015 წლის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება გაზპრომთან 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე აზერბაიჯანის მხრიდან სწორად ამას მოწმობს. ასე, რომ, აქ პრობლემა თავად აზერბაიჯანის მხრიდან ტექნიკური მოწოდების თვალსაზრისით არსებობს. დავუშვათ, აზერბაიჯანს უცებ გაუჩნდა ძალიან ბევრი გაზი. ამას სჭირდებამილით მიწოდება. აქ ტექნიკური უზრუნველყოფაც პრობლემას წარმოადგენს.
_ ამით რისი თქმა გსურთ?
_ როდესაც აზერბაიჯანული მხარე გამოდის და აცხადებს, რომ მიწოდებას ერთი მილიონით გაზრდის, საქმე ასე მარტივად არ არის. ამას სჭირდება ტექნიკური გადაიარაღება „სოკარის“ მხრიდან, დამატებითი კომპრესორებია მონტაჟი, არსებული კომპრესორების რემონტი ანუ გარკვეული ფინანსური ინვენსტიციების განხორციელება. ერთ და ორ დღეში ეს რომ არ მოხდება, ესეც ცხადია ანუ აზერბაიჯანიც კი ამ მოკლე პერიოდში ვერ უზრუნველყოფს გაზის ერთი მილით გაზრდას. დღევანდელი პრობლემა დეფიციტის დაბალანსებაა. სწორედ ახლა, ზამთრის თვეებში გვჭირდება დამატებითი გაზი, თორემ ზაფხულში ამის პრობლემა არ გვაქვს.
_ რამდენად იაფი იქნება რუსული გაზი?
_ ჩვენ მხოლოდ ორი წყარო გვაქვს გაზის მიღების - აზერბაიჯანი და რუსეთი. თუ აზერბაიჯანი ვერ გვიბალანსებს, მაშნ რუსეთიდან შევსება მოგვიწევს. რუსული გაზის ფასს ამ ეტაპზე ვერავინ გეტყვით. მოლაპარაკებებს გაზპრომთან აწარმოებს ენერგეტიკის მინისტრი და, ალბათ, მან იცის, რაზე მიდის მოლაპარაკება, მაგრამ, სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება, ის ვერ გაასაჯაროვებს. კალაძემ გააკეთა მინიშნება, რომ ეს შეიძლაბა იყოს აზერბაიჯანულ გაზზე უფრო იაფი, თუმცა ვნახოთ.
_ თქვენ ახსენეთ საკითხის პოლიტიზირება. ეს მიზანმიმართულად მოხდა?
_ დიახ. დღევანდელი განცხადებები, რომ საქართველო იყიდება და რუსეთის გაზით უნდა ჩანაცვლდეს, არის პოლიტიკოსების საქმე და პოლიტიკოსებისგან არ მიკვირს ასეთი რაღაცეები. თეორიულადაც კი რომ დავუშვატ, რომ 2,5 მილიონი გახდეს რუსული გაზით დასაბალანსებელი, „სოკარს“ მაინც 80%-ზე მეტი ექნება გაზისა ქართულ აზარზე.
_ ანუ?
_ ამ შემთხვევაში როგორ გამოდის, რომ ჩანაცვლება ხდება?! მეორეც - საქართველო არასდროს შეცვლის აზერბაიჯანთან სტრატეგიულ ურთიერთობას. არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენ ვსხედვართ ერთ ნავში. ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ნაწილში ინტერესები აზერბაიჯანთან.
_ ანუ ვერ ხედავთ იმის საფრთხეს, რომ აზერბაიჯანული გაზი ჩანაცვლდეს რუსულით?
_ არა, არანაირად არ ჩანაცვლდება. არანაირად არ გაიცვლება აზერბაიჯანული მხარე რუსულში! აქ არის ლაპარაკი ტექნიკური დეფიციტის დაბალანსების საკითხზე.
ექსპერტი მიხეილ დუნდუა ექსპერტთა იმ ნაწილს უერთდება, რომელიც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში პოლიტიკურ მხარეს ვერ ხედავს
_ აქ საუბარია წმინდა მოლაპარაკებებზე, რომლებიც არ უნდა გაინართოს და რომელიც იმართება, - აცხადებს ექსპერტი.
_ რატომ გახდა საჭირო მოლაპარაკება რუსულ კომპანიასთან?
_ ეს მოცემულობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენთან მოლაპარაკება მათივე მოთხოვნით ანაზღაურები ფორმის შეცვლაზე.
_ რომელი ანაზღაურების?
_ იმ ანაზღაურებისა, რუსეთი რომ სომხეთს გაზს აწვდის. დღეისთვის ჩვენ ამ ტრანზიტიდან ნატურის სახით ვიღებთ 10%-ს. დღეს ჩვენ გაზის ჩვენი მთლიანი მოხმარების 12%-ს ვაბალანსებთ რუსეთისგან იმ ნატურალური ბეგარით, რომლითაც ვიღებთ გაზს. ახლა საუბარი ანაზღაურების ფორმის შეცვლაზეა.
_ რა ფორმით უნდა შეიცვალოს?
_ რუსეთი ამბობს, მე ტრანზიტისთვის გადაგიხდით თანხას და შენ როდესაც მოიხმარ ჩემგან გაზს, რამდენსაც მოიხმარ, იმის შესაბამისი თანხა გადამიხადეო. აქ საუბარი არ არის ახალი მილის გადებაზე და რაღაც დამატებითი რისკის შემხველ ოპერაციებზე.
_ მაშნ რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჯი?
_ არ ვიცი. აბა დავაკვირდეთ საკითხს: თუკი რუსეთს უნდა, რომ საქართელოს ბლოკადა გამოუცხადოს, ამის გაკეთება დღესაც შეუძლია. მას შეუძლია, გადაკეტოს მილსადენი და არც ჩვენ არც სომხეთს არ მოგვაწოდოს გაზი. ვითარება არ იცვლება. რა რისკებიც არის დღეს, იგივე რისკი იქნება ხვალ. რისკი არ იცვლება. აქ ახალ მილზე ხომ არ არის საუბარი? აქ საუბარია ანაზრაურების პრინციპის შეცვლაზე. ძალიან არასწორი და არაჯანსაღი აჯიოტაჟი ატყდასაზოგადოებაში და პრაკტიკულად არაფერთან დაკავშირებით. აქ საუბარია ანგარიშსწორების პრინციპის შეცვლაზე და არა დამატებითი წყაროების გაჩენაზე.
_ ეს ვითარებას ხომ არ გაგვიფუჭებს ურთიერთობას „სოკართან“?
_ არა, რადგან „სოკარი“ ის ხედავს, რომ ჩვენ გვესაჭიროება დამატებითი გაზი, რომელსაც სოკარი ფიზიკურად ვერ გვაწვდის. ასევე რა ინფორმაციაც მე მაქვს რუსეთი გაზს უფრო დაბალ ფასად გვაძლევს. ამ თვალსაზრისით ახალი კონკურენტის გაჩენა სოკარს გადაადგმევინებს ნაბიჯს, რომ უფრო იაფად მოგვაწოდოს გაზი. ნათლად გამოჩნდება მსოფლიოს წინაშე, რომ ოკუპანტი რუსეთი უფრო იაფად გვაძლევს გაზს ვდრე, აზერბაიჯანი. მათ ნამდვილად მოუწევთ მონოპოლიური უფლების გადახედვა და ჩენთვის სასიკეთო ნაბიჯების გადაგმა.