21 ნოემბერს მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელი მსოფლიოს ყურადღება ბულგარეთისკენ იქნება მიპყრობილი და ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ამ დღეს ქალაქს სოფიაში საბავშვო ევროვიზია უნდა გაიმართოს! წელს, საქართველოდანსაბავშვო ევროვიზიაზე კვარტეტი «ვირუსი» წარსდგება. ბავშვები სოფიაში 15 ნოემბერს გამეგზავრებიან… «ვირუსში» გენდერულიბალანსი დაცული არაა –სამი გოგო და ერთი ბიჭია, თუმცა ამჯერად მთავარი გენდერული ბალანსი კი არა, გამარჯვებაა, რაშიც თაკო გაგნიძეს, ელენე კეჟრიშვილს, ლიზი თავბერიძესა და დათა პავლიაშვილს ეჭვი არ ეპარებათ. სხვათაშორის, თუკი «ვირუსი» წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული გახდება, ეს პრეცედენტი იქნება, რამეთუ საქართველოს ეს კონკურსი უკვე ორჯერ აქვს მოგებული და გამარჯვებას, როგორც იტყვიან, გაასამმაგებს…
კვარტეტის ოთხივე წევრი «ბზიკები სტუდიოში» სწავლობს, ანუ ოთხივე გიგა კუხიანიძის აღმოჩენაა და ოთხივეს მეტ-ნაკლები მუსიკალური გამოცდილება აქვს. ასე, მაგალითად, ლიზი თავბერიძემ 2012წელს, იტალიაში, მუსიკალურ ფესტივალზე – ,,ტრიკოლე» პირველი ადგილი დაიკავა.
დათა პავლიაშვილის მუსიკალური ბეგრაუნდი კი, მართლაც, თავბრუდამხვევია: გარდა იმისა, რომ ბებია (მამის მხრიდან) უბადლოდ მღერის, მის ძმას, რეპერ «მასტერს» (გიორგი პავლიაშვილი)მთელი ქვეყანა იცნობს… დათას, გოგოებისა არ იყოს, ეჭვი არ ეპარება, რომ «ვირუსი» მთელმსოფლიოს კეთილი ვირუსივით მოედება, ანუ 10-11 წლის მომღერლებს გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა არც იმას მალავენ, რომ კონკურენცია მაღალი იქნება. ამ მხრივ კი, ავსტრალიისა და სომხეთის წარმომადგენლებს გამოყოფენ…
– «ვირუსი» სპეციალურად საბავშვო ევროვიზიისთვის შეიქმნა? –ვეკითხები ბავშვებს.
– დიახ, ყველაფერს აგიხსნით, – თეატრალურად მპასუხობს დათა, – ჩვენ, ყველანი «ბზიკებისტუდიოში» დავდივართ – მუსიკას ინდივიდუალურად ვსწავლობთ და, როგორც გამორჩეულები, შეგვარჩიეს.
თაკო: – მართალია, ყველა ერთ სტუდიაში ვსწავლობთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით. მახსოვს, პირველად 6 ივლისს შევიკრიბეთ და ცოტა ვმორცხვობდით…
– ვინ შეგარჩიათ? – ვინტერსდები.
– (ერთხმად) გიგა კუახიანიძემ.
– გიგამ რომ გითხრათ, ევროვიზიისთვის უნდა მოგამზადოთო, როგორი რეაქცია გქონდათ?
მარიამი: – ცუდად გავხდი, რადგან ევროვიზიაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი…
ლიზი: – სხვებს რომ ვუყურებდი, მინდოდა, ევროვიზიაზე მეც გამოვსულიყავი და ეს სურვილი ამიხდა…
დათა: – მე ნახევრად ვიცოდი…
– საიდან იცოდი, გრძნობდი?
დათა: – არა… «ბზიკებისტუდიოში» პირველად რომ მივედი, გიგამ მითხრა, თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ახლა კარგად იმღერეო. «ბზიკები სტუდიოდან» ყველაზე დიდი მიღწევა ევროვიზიაა და ამიტომ ვიცოდი, რომ ევროვიზიაზე გავიდოდი, თან გულიც მიგრძნობდა…
– ისე, დათა, შენს ოჯახს დიდი მუსიკალური გამოცდლება აქვს – შენი ძმა, რეპერი «მასტერი»საქვეყნოდაა ცნობილი. ვიცი, რომ ბებიაშენიც მღერის…
დათა: – (ამაყად) დიახ…
– გოგოებო, სიმღერის ნიჭი თქვენც მემკვიდრეობით ხომ არ გადმოგეცათ?
თაკო: – ბებიაჩემი მღერის…
ელენე: – ჩემი მშობლები და დაც კარგად მღერიან…
ლიზი: – როგორც ვიცი, ჩემი დიდი ბებია მღეროდა…
– იცით, «მასტერი» ვინაა?
გოგოები (ერთხმად): – რეპერია და დათას ძმა.
– დათა, «მასტერს» აჯობებ? – გამომცდელად ვეკითხები 11 წლის მომღერალს.
დათა: – (ამაყად) კი!
– და არ ეწყინება?
დათა: – არ მგონია, რადგან ის უკვე საქვეყნოდაა ცნობილი. ისე, სახლში, ჩემთვის, გიორგის სიმღერებს ვმღერი ხოლმე.
– ბავშვებო, ჯგუფს «ვირუსი» რატომ დაარქვით?
ელენე: – გვინდოდა, უცხო სახელი გვქონოდა.
თაკო: – და ვირუსივით ყველას «გადავედოთ».
დათა: – აბა, რა?! – მთელ ქვეყანას ვირუსივით მოვედებით.
ლიზი: – ოღონდ ეს ის ვირუსი არაა, დაავადებას რომ ეძახიან. ჩვენ კეთილი «ვირუსი» ვართ!
– სიმღერა ვინ დაგიწერათ?
– (ისევ ერთხმად) გიგა კუხიანიძემ.
– ინგლისურად მღერით?
დათა: – არა, ევროვიზიის მოთხოვნაა, რომ სიმღერის ტექსტი ქართული იყოს.
ელენე: – ჩვენი სიმღერა მსოფლიოს ყველა ადამიანს ეუბნება, რომ ზარმაცი არ იყოს, დრო ძილში არ დაკარგოს, რაც არ მოსწონს, შეცვალოს და საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს!
– ის, რაც არ მოგწონთ, როგორ უნდა შეცვალოთ?
ლიზი: – როგორ და, – უნდა გავბედოთ!
დათა: – ჩვენ მსოფლიოს შევცვლით!.. სხვა ქვეყნებშიც ძალიან დიდი მომავალი გვაქვს და კონცერტებს გავმართავთ ხოლმე!..
ელენე: – ისე, პირობა დავდეთ, რომ არასოდეს დავიშალოთ!
მარიამი: – ჩვენი გამოსვლა ძალიან ინდივიდუალური იქნება და მსოფლიოს გავაოცებთ!
ერთი სიტყვით, «ვირუსი» პლანეტას გაბედვისკენმოუწიდებს – სიმღერას, რომელსაც კვარტეტისოფიაში შეასრულებს, სწორედ «გაბედე» ჰქვია.სხვათა შორის, დიდი ხანი არაა, რაც «ვირუსის»კლიპი ინტერნეტში გამოჩნდა და უკვე 40 ათასზემეტი ნახვა აქვს, რაც პატარა ვირტუოზებისთვის,ცხადია, დიდი სტიმულია!