ქართულ-პოლონური სკანდალი - 6 მილიონის საიდუმლო

ქართულ-პოლონური სკანდალი - 6 მილიონის საიდუმლო

უკანასკნელი მონაცემებით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე ისევ დაარღვია, რის გამოც ოფიციალურმა ანკარამ თურქეთში რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. რუსმა დიპლომატმათავი იმართლა”, ინციდენტი შემთხვევით მოხდაო... მოკლედ, ის, რაც კრემლისთვისშემთხვევითობაა”, ნატო და, საერთოდ, ცივილური მსოფლიო მიუღებლად თვლის... პარალელურად, რუსეთი ჩვენს რეგიონშიც აქტიურდება - ლაპარაკია, აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე. შესაძლოა, ზოგმა თქვას, ჯობია, ჩვენს თავს მივხედოთ, რა დროს აზერბაიჯანიაო, მაგრამ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძექართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ისევ დაჟინებით აცხადებს, რომ საქართველოსგასაღებიაზერბაიჯანშია, ანუ ფორჩხიძე ამბობს, რომ თუკი კრემლი ბაქოსყურებით დაიჭერს”, ავტომატურად, საქართველოსაც საბოლოოდ დაიმორჩილებს... გარდა ამისა, ქართველი სპეცსამსახურელი იარაღით ვაჭრობის თემაზე საუბარს განაგრძობს და ყურადღებას კონკრეტულ შესყიდვაზე ამახვილებს, რომელშიც, მისი მტკიცებით, გენშტაბის დღევანდელი ხელმძღვანელი ფიგურირებს. “ქართული სიტყვისშეკითხვაზე, გენშტაბის უფროსს მიზანმიმართულად ხომ არ ებრძვის, კონსტანტინე ფორჩხიძე მოკლედ პასუხობს: “მიზანმიმართულად საქართველოს მტრებს ვებრძვი!” ერთი სიტყვით, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს სააშკარაოზე იარაღის სკანდალის უცნობი ფაქტი გამოაქვს, ამტკიცებს, 6 მილიონია გამქრალიო და კატეგორიულად ითხოვს, რომ შესაბამისი უწყებებიგრომ 2”-ების თემით დაინტერესდნენ.  

კონსტანტინე ფორჩხიძე: - გაერო-ს სამიტზე გამგზავრება-არგამგზავრებაზე ხელისუფლების შტოებს შორის კინკლაობა წელსაც გაგრძელდა და, საბოლოოდ, პრემიერსა და პრეზიდენტს მთელი “სასტავი” გაეკიდა, მათ შორის, - თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და ასე შემდეგ. რა საჭირო იყო, სამი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც, პრაქტიკულად, ქვეყნის უსაფრთხოება აბარია, ერთდროულად წასულიყო? თუ წასვლა აუცილებელი იყო, მაშინ თავდაცვის მინისტრი წასულიყო და გენშტაბის უფროსი დარჩენილიყო.

- ანუ, თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსიც პრეზიდენტის დელეგაციაში იმყოფებოდნენ?

- არ ვიცი, პრეზიდენტს აეკიდნენ თუ აშშ-ს ნახვა მოენატრათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღები აღარ დარჩა.

- თავდაცვის მინისტრს მოადგილეები ჰყავს და, რა, ქვეყანაში ისინიც არ იმყოფებოდნენ?

- არა, ისინი აქ იყვნენ, მაგრამ ვინც თავდაცვის უწყების სპეციფიკას ოდნავ მაინც იცნობს, იცის, რომ მოადგილეები ბევრს არაფერს წყვეტენ. თავდაცვაში მთავარი მინისტრი, გენშტაბის უფროსი და, რასაკვირველია, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ანუ ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი მარგველაშვილია.

აშშ-ში, დიასპორასთან შეხვედრაზე, რომელსაც ვეტერანებიც ესწრებოდნენ, ინციდენტი მოხდა.

- გენშტაბის უფროსისთვის ჭიქის სროლას გულისხმობთ?

- დიახ. ვეტერანები აშშ-ში რეაბილიტაციას გადიან, მათ დაფინანსების პრობლემა აქვთ...

- ვეტერანთა ოკეანისგაღმა რეაბილიტაციას სახელმწიფო აფინანსებს?

- დიახ, მაგრამ, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტროს გარკვეული დავალიანება აქვს. ვეტერანებმა ეს საკითხი დააყენეს და გენშტაბის უფროსმა, პრაქტიკულად, მოიტყუა, გენინსპექცია ამ თემას სწავლობსო. თუ დავალიანება გაქვს, უნდა გაისტუმრო და გენინსპექცია რა შუაშია? მოკლედ, პატარა კონფლიქტი მოხდა - ეროვნული გვარდიის ყოფილმა ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ვახტანგ დოლიძემ გენშტაბის უფროსს ბოკალი ესროლა.

- ვახტანგ დოლიძეს იცნობთ?

- მას მხოლოდ მე კი არა, მთელი თავდაცვის სამინისტრო იცნობს და მისი ბეგრაუნდიც ყველამ ძალიან კარგად იცის... გენერალმა კაპანაძემ განაცხადა, დოლიძე აღელდა და ამის ნიადაგზე ბოკალის სროლა ეპატიებაო, ანუ ვეტერანი დამნაშავედ გამოიყვანა. შეიძლება, ოფიცერი, მართლაც, აღელდა, მაგრამ როცა ქვეყნის გენშტაბის უფროსს თუნდაც ყოფილი, ან განაწყენებული სამხედრო რაღაცას ესვრის, თავისთავად არც კარგი ფაქტია და არც - სასაცილო...

- სიცილი რაღა შუაშია?

- სატელევიზიო კადრებში ჩანდა, რომ ამ ინციდენტზე მინისტრს გაეცინა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კაცმა საქმე ისე არ უნდა გაიხადო, რომ ვინმემ ბოკალი გესროლოს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ კაპანაძე, როგორც წინა ინტერვიუებში ვთქვი, გენშტაბს დროზე უნდა ჩამოსცილდეს.

იმ შეკითხვებზე, რომლებიც წინა ინტერვიუებში დავსვი, პასუხი მხოლოდ გენშტაბს კი არა, უმაღლეს მთავარსარდალსაც უნდა გაეცა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს სათანადო პასუხი უნდა გაეცესო. თუკი ასეა, მაშინ გიორგი მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს, რომელიც შეიარაღებულ ძალებზეა პასუხისმგებელი, ვეკითხები: რატომ არ ინტერესდება, თუ რა ხდება თავდაცვის უწყებაში და პრეზიდენტის მიერ დანიშნული გენშტაბის უფროსი რა საქმიანობითაა დაკავებული? ასევე, მაინტერესებს, ჯარის ბრძოლისუნარიანობა იმ დონეზე არის თუ არა აყვანილი, რომ საფრთხეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება, ქვეყნის წინაშე დადგეს, პასუხი გასცეს? ამ და სხვა საფრთხეებს ყურადღებას არავინ აქცევს და მხოლოდ უცხოეთში ფრენით არიან დაკავებულნი, რომელიც კოლოსალური თანხა ჯდება. ერთი საქმე მაინც მანახონ, რომელიც უცხოეთში ვიზიტებით გააკეთეს. უმაღლესმა მთავარსარდალმა განგაში რომ გამოაცხადოს, ან სამხედრო ნაწილებს, მინიმუმ, 6-კილომეტრიანი მარშის შესრულების დავალება მისცეს, დამერწმუნეთ, ტექნიკის 80 პროცენტი ნაწილებიდან ვერ გამოვა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ეს ტექნიკა ძველია და განახლებას, მოვლას საჭიროებს, ანუ მწყობრიდანაა გამოსული. გარდა ამისა, სამხედრო ნაწილებში ჩვეულებრივი “პარკინგის დღე” და სწავლებებიც არ ტარდება.

- ეს ვისი ბრალია?

- გენშტაბის... მოკლედ, აქ ლაპარაკი საშტაბო მუშაობაზეა და არა - მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.

ისე, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო სალოკაციო დანადგარ “ვერას” შეძენას აპირებს, რომლითაც საჰაერო საბრძოლო აპარატების აღმოჩენა ხდება. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ აპარატის შესაძენად, როგორც იტყვიან, წინასწარ მოლაპარაკებებზე გენშტაბის უფროსმა თავისი ნდობით აღჭურვილი პირი გააგზავნა.

- სახელდობრ?

- პოლკოვნიკი მათიაშვილი თუ მათითაშვილი.

- ბატონო კოტე, ყველაფერში ცუდს რატომ ხედავთ?

- ცუდს კი არ ვხედავ, უბრალოდ, მაინტერესებს: ასეთი სალოკაციო სისტემა გვაქვს თუ არა?

- ეს შეკითხვა რატომ გიჩნდებათ?

- იმიტომ მიჩნდება, რომ როგორც ვიცი, სალოკაციო დანადგარი გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად გაძარცვულია და არ უნდა დაინტერესდნენ, ვინ და როდის გაძარცვა?

- თქვენი ეჭვით, ახალი სალოკაციო დანადგარის შეძენით ფულისგათეთრებახდება?

- დიახ, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, იგივე სქემა მუშაობს, რომლის შესახებაც ამდენი ხანია, მე და ჩემი მეგობრები ვლაპარაკობთ.

ამ თემაზე წინა ინტერვიუებშიც ვისაუბრე და გაკვრით ვახსენე, რომ 2007-2008 წლებში ვახტანგ კაპანაძე პოლონეთში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი იყო და იქიდან სითბური რაკეტების შემოტანას ხელმძღვანელობდა. არ დავასახელებ, შეიარაღებულ ძალებში რა რაოდენობის სითბური რაკეტა გვაქვს, მაგრამ ყურადღებას ე.წ. პოლონურ შესყიდვაზე, კერძოდ, “გრომ 2”-ზე გავამახვილებ...

- “გრომ 2” რა არის?

- “გრომ 2” სითბური რაკეტაა, რომელსაც პოლონეთი აწარმოებს და რომელიც ე.წ. “იგრა სტრელას” სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტია. თავის დროზე “გრომ 2”-ის წარმოებაზე პოლონეთს ლიცენზია რუსეთმა მისცა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ “იგრა სტრელა” რუსული სისტემაა... პოლონეთში “გრომ 2”-ებს აწარმოებს და მისი ყიდვა-გაყიდვით კომპანია “ბუმარია” დაკავებული, რომელთანაც ქართულმა მხარემ ხელშეკრულება გააფორმა და, ლეგალური ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასი “გრომ 2” უნდა შეეძინა. ამის თაობაზე პოლონეთში, თავის დროზე, სკანდალიც ატყდა, რადგან შესყიდვა იმ საერთაშორისო ნორმების დარღვევით განხორციელდა, რომელი საერთაშორისო ნორმებიც იარაღის შესყიდვაზე არსებობს.

- რა სკანდალს გულისხმობთ?

- პოლონეთის მაშინდელი პრემიერის განკარგულებით, საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთი პოლონურმა მხარემ აეროპორტში დააკავა და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის დაურეკა. სხვათა შორის, ეს თვითმფრინავი თამაზ გაიაშვილს, ანუ “აირზენას” ეკუთვნოდა.

- ეს თვითმფრინავიგრომ 2”-ებით იყო დატვირთული?

- დიახ.

- დაკავების მიზეზი, თუ იცით, რა გახდა?

- მაშინ, თუ გახსოვთ, პოლონეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში გარკვეული დაპირისპირება არსებობდა - პრემიერ ტუსკის პრორუსულობას აბრალებდნენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტრე პაშკოვსკიმ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ პოლონეთისგან ასი ერთეული “გრომ 2” შეიძინა. ამავე თემაზე პოლონურ გაზეთ “ნეტის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ანჟეი როჟენეკი და სამხედრო ექსპერტი ანჟეი კინსკიც წერდნენ. შესყიდვა პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ანჟეი ლეპერმაც დაადასტურა.

- ეს ასი ერთეულიგრომ 2” ქართულ მხარეს რა დაუჯდა?

- მაშინდელი მონაცემებით, როგორც ვიცი, ერთი “გრომ 2” 92 ათასი დოლარი ღირდა, თუმცა ქართულმა მხარემ თითოში 157 ათასი, ანუ დაახლოებით, 60 ათასით მეტი გადაიხადა.

- “გრომ 2”-ები საქართველოს ყოველ მიზეზგარეშე სჭირდებოდა?

- დიახ, სჭირდებოდა, რადგან “გრომ 2” საჰაერო თავდაცვის ბრწყინვალე საშუალებაა. მისი ტექნიკური მახასიათებელი ასეთია - საჰაერო ობიექტის დაზიანება-განადგურება 500-დან 6 კილომეტრამდე.

- თუკიგრომ 2”-ები ჩვენი შეიარაღებისთვის აუცილებელი იყო, აბა, სკანდალი სადღაა?

- სკანდალი იქაა, რომ “გრომ 2” საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თვალით არ უნახავს.

- ეს როგორ?

- ის სამხედროებს, ვინც საჰაერო თავდაცვის სისტემაში მსახურობდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომში და არც მერე, პოლონური წარმოების “გრომ 2”-ები თვალითაც არ უნახავთ. კი ბატონო, თავის დროზე უკრაინიდან “გრომები” შემოიტანეს, მაგრამ აქაც დანაკლისი არსებობს...

- ისევ ეჭვითა და ვარაუდებით ლაპარაკობთ, კოტე ბატონო. ასე კი, არ შეიძლება!

- ეს ეჭვი და ვარაუდი არაა!

- აბა, რა არის?

- როგორც კი გენშტაბის უფროსი გახდა, ვახტანგ კაპანაძემ ყველაფერ ამის აღრიცხვა დაიწყო, რადგან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს თემა წამოიწევდა, რადგან შესყიდვების საკითხი უკვე ზონდირებული იყო და, გამოძიება რომ დაწყებულიყო, ე.წ. პოლონური შესყიდვითაც დაინტერესდებოდნენ.

მოკლედ, თავდაცვის სამინისტროს აღრიცხვის მიხედვით პოლონეთისგან შეძენილი ასი ერთეული “გრომ 2”-დან 39 გამქრალია, ანუ ლაპარაკია 6 მილიონ 123 ათასი დოლარის დანაკლისზე.

აქედან გამომდინარე, ვკითხულობ: კაპანაძემ ხომ იცოდა, პოლონეთიდან რამდენი “გრომ 2” წამოიღო და რატომ არ დაინტერესდა, 39 ერთეული სად გაქრა?

- თქვენი ვერსია როგორია?

- თუ ეს “გრომ 2”-ები საქართველომდე ჩამოვიდა, შეიარაღებულ ძალებში ხომ უნდა იყოს?

- კიდევ გეკითხებით: თქვენი ვერსია როგორია?

- ალბათ, სხვაგან გადამისამართდა და შესაძლოა, სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა...

- მაინც, რომელ ქვეყანაში?

- შეიძლება, სირიაში, ან ქურთისტანში ან, სულაც, “აი-სი-სი”-ს რომელიმე დაჯგუფებაში...

- ეს საკმაოდ ხმაურიანი ეჭვ-ბრალდებაა!

- დიახ და ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს...

ყველაფერ ამაში საინტერესო ზემოხსენებული შუამავალი კომპანიაა, რომლითაც პასუხი ბევრ შეკითხვას გაეცემა. “ბუმარი” პოლონური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია, რომელსაც იარაღის წარმოებისა და გაყიდვის ოფიციალური ლიცენზია აქვს.

- ქართულ მხარესბუმართანურთიერთობა სხვა დროსაც ჰქონია თუ ეს კონტაქტიგრომ 2”-ების შესყიდვით შემოიფარგლა?

- არ ვიცი... ამაზე კაპანაძემ და “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა ილაპარაკონ...

ქართულმა მხარემ “ბუმართან” 15-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და აქედან, როგორც გითხარით, 6 მილიონი ჰაერშია გამქრალი.

- 6 მილიონის დანაკლისი ოფიციალურადაა დადასტურებული?

- არა...

- ჰოდა, რატომ გამორიცხავთ, რომ თავდაცვის უწყებამ დოკუმენტები გამოაქვეყნოს და თქვენი ეჭვები გააქარწყლოს?

- კი ბატონო, მაგრამ 39 ერთეული პოლონური წარმოების “გრომ 2” სადაა?

“ბუმარი” იარაღით ვაჭრობით, პრაქტიკულად, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშია დაკავებული და ფილიალები აქვს: მოსკოვში, კუტუზოვის პროსპექტზე; უკრაინაში, პერემოკის პროსპექტზე; ყაზახეთში, ალმა-ატაში, გოგოლის ქუჩაზე; უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.

მოკლედ, ყველაფერ აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული სახელმწიფო შესყიდვა რუსეთის გარეშე, პრაქტიკულად, ვერ განხორციელდებოდა.

- ამას რის საფუძველზე ამბობთ?

- წარმოუდგენელია, რომ “ბუმარის” საქმიანობა რუსული სპეცსამსახურების მიერ არ იყოს უზრუნველყოფილი. სხვათა შორის, თავის დროზე აჟიოტაჟის ატეხვაც, აი, საქართველო პოლონეთისგან “გრომ 2”-ებს ყიდულობსო, რუსულ ხელწერას ჰგავდა.

- ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ...

- რუსულ სპეცსამსახურებს აჟიოტაჟის ატეხვა პრევენციისთვის სჭირდებათ ხოლმე, რადგან თემა ბოლომდე აკონტროლონ.

კიდევ ერთი მთავარი დეტალი: არსებობს ინფორმაცია, რომ “გრომ 2”-ებს სპეციალური დოკუმენტაცია, ანუ პასპორტები არ ახლდა. შესაბამისად, ქვეყანაში უპასპორტოდ შემოიტანეს და მოგვიანებით, პასპორტების ჩამოსატანად, პოლონეთში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გააგზავნეს. ასეთი რაღაცები კი, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. უპასპორტო საქონლის მიღება, სხვა თუ არაფერი, იმიტომ არ შეიძლება, რომ მერე ვერ ჩამოწერ...

- პასპორტების პოლონეთში დარჩენას რითი ხსნით?

- “გრომ 2”-ები, ალბათ, სხვა დანიშნულებით მიდიოდა და პასპორტებიც ამიტომ “დარჩათ”.

- ბატონო კონსტანტინე, აგვისტოს ომში ქართულმა მხარემ რამდენიმე რუსული საფრენი აპარატი გაანადგურა. ესგრომ 2”-ებით მოხდა?

- 2008 წლის აგვისტოში საქართველოს “გრომ 2”-ები კი არა, “გრომ”-ებიც არ გამოუყენებია და ყველა რუსული საფრენი აპარატი ჩვენმა ბიჭებმა “სტრელებით”, სხვათა შორის, გარემონტებული “სტრელებით” ჩამოაგდეს...

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ოცნება” მოვიდა, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციამ საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო და იცით, რა მოხდა?

- რა?

- რა და, - ყველა ის ადამიანი, ვინც ამ თემატიკას სწავლობდა, უწყებიდან ნელ-ნელა გაუშვეს.

- რა მოტივით?

- ზოგი მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ზოგი კი, სამოქალაქო პირი იყო და მისი გათავისუფლება პრობლემას არ წარმოადგენდა. საერთოდ, ასეა: როცა გენინსპექცია რაღაც თემას აჩენს და ეს თემა გენშტაბის ინტერესში არ შედის, ამ თემასთან დაკავშირებული პირების ჩამოცილება ხდება ხოლმე. ანალოგიური შეიძლება ითქვას პოლკოვნიკ ზაზა მჭედლიძეზეც, რომელსაც სერგო თეთრაძის მკვლელობაში მონაწილეობა დააბრალეს, მაგრამ ამ საქმესთან მჭედლიძეს შეხება არ ჰქონია და ამას მთავარი პროკურატურაც ადასტურებს... დღეს მჭედლიძე ქუჩაშია და თუკი მკვლელი იყო და შავბნელი საქმეები ჰქონდა გაკეთებული, დღეს მკვლელი აღარაა? ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ანუ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ, უწყებიდან გაუშვეს.

ისე, თუ გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ 2008 წელს “ნაცმოძრაობამ” სამხედრო კონტრდაზვერვის გარკვეული დოკუმენტაცია დაწვა.

- კვალის დასაფარად?

- აბა, დოკუმენტაციის დაწვას სხვა რა მიზანი უნდა ჰქონოდა?!

ისე, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და აღარაფერს ვამბობ თავდაცვის სამინისტროში გაბატონებულ ნეპოტიზმსა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირზე მყოფი ხალხის დასაქმებაზე...

- ბატონო კოტე, უცხოეთის სპეცსამსახურები ახსენეთ და, რა გარანტია არსებობს, რომ თქვენს მიერ სააშკარაოზე გამოტანილი ინფორმაციები უცხოეთის სპეცსამსახურებმა ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის არ გამოიყენონ, ანუ თქვენდაუნებურად წყალი საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხათ?

- ის, რასაც ვლაპარაკობ, ქვეყნის წინააღმდეგ უკვე განხორციელებული ძირგამომთხრელი საქმიანობაა და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. თუკი სამართლებრივი შეფასება არ მოხდება, ეს დანაშაული იქნება და დანაშაულის ცდუნებას, შეიძლება, ვერც თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ გაუძლოს, რადგან ამ უწყებას მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ შეიარაღებულ ძალებზე ტოტალური კონტროლი უნდა არსებობდეს.

- თავდაცვის უწყებას ვინ უნდა აკონტროლებდეს?

- სუს-ი, აუდიტის სამსახური, ასევე, გენინსპექცია...

- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, პრემიერის ინფორმაციით, ქართველი სამხედროები მონაწილეობას გაერო- მისიებშიც მიიღებენ...

- რაკი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები ვართ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, რასაკვირველია, უნდა მივიღოთ.

- კი ბატონო, მაგრამ თითო-ოროლა ამბობს, სხვის ომში ჩვენი ბიჭები რატომ უნდა იღუპებოდნენო...

- დღევანდელ მსოფლიოში “სხვისი” ომი აღარ არსებობს და ყველა ომი ჩვენია!

- სირიაში მიმდინარე ამბებიც ჩვენია?

- რა თქმა უნდა.

- ეს როგორ?

- წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, “აი-სი-სი”-მ თავისას რომ მიაღწიოს და ის გეგმა განახორციელოს, რაც აქვს, ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით?

- კვირაზე მეტია, რუსეთიისლამურ სახელმწიფოსუტევს. არადა, ამბობდით, ბატონო კოტე, “ისლამურ სახელმწიფოსზურგს შესაძლოა, კრემლი უმაგრებსო...

- ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: ფილოსოფიაში “დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი” არსებობს.

- ეს რა შუაშია?

- ის, ვინც დღეს ავღანეთში თალიბებს ებრძვის, თავის დროზე მათ აიარაღებდა... რუსეთს “ისლამური სახელმწიფო” თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად დასჭირდა, ანუ მიხვდა, რომ თუკი ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია არ აირია და მსოფლიოს თავისი ძალა არ დაანახა, მხოლოდ კავკასიას კი არა, ირანსაც დაკარგავდა. დღეს კი, რუსეთი თავის ამოცანას წყვეტს და ამას აზერბაიჯანში რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების გახშირებული ვიზიტებიც მოწმობს.

რუსეთი ვერტიკალის - რუსეთი-აზერბაიჯანი-სპარსეთის ყურე შენარჩუნებას და ამით ჩინეთის ეკონომიკური ინტერესების შეკავებას, ამასთან, ენერგომატარებლების მონოპოლიზებასაც ცდილობს. სხვათა შორის, სირია ოპეკის ქვეყანაა, ანუ ნავთობს აწარმოებს და იქ რუსული ბაზებისა თუ პოზიციების გაძლიერება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ისე, რუსეთი ის რუსეთი აღარაა, როგორიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იყო და შესაბამისად, ტერიტორიული რღვევა აღარ ემუქრება. რუსეთს სურს, ზესახელმწიფოდ იქცეს და ამ ინტერესს არც მალავს. აკი, პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გლობალურ კატასტროფად მიიჩნევს.

- ჰოდა, მაშინ, როცა მსოფლიო, პრაქტიკულად, ახალი გადანაწილების პროცესშია, ჩვენნარუშილოვკებსადა ტელევიზიების დახურვა-არდახურვაზე ვლაპარაკობთ... ოდესმე მსოფლიო ფერხულს ფეხს ავუბამთ?

- ჩვენ აბსოლუტურად არაადექვატურები ვართ!

დღეს საქართველოს ბედი აზერბაიჯანში წყდება - თუკი კრემლი ბაქოს პრობლემას მოაგვარებს, ჩვენ ეკონომიკურად დაგვახრჩობს, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, თვითაღიარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით, სამხედრო ანკლავი აქვს შექმნილი.

სხვათა შორის, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ერთობლივი სამართლებრივი ღონისძიებები უნდა განახორციელონ, ანუ რუსეთს შეუძლია, ცხინვალის რეგიონში თავისი ოპერატიული საქმიანობა ე.წ. სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს. ჩვენმა ხელისუფლებამ ამას მკაცრი შეფასება უნდა მისცეს და პირდაპირ განაცხადოს, რომ მსგავსი ხელშეკრულებების რატიფიცირება საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცივილური მსოფლიო აღიარებს და რუსეთი, რომელიც ამჟამად გაერო-ს უშიშროების თავმჯდომარე ქვეყანაა, ვალდებულია, საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს პატივი სცეს!

- ბატონო კოტე, რუსეთის სათავეში პუტინი რომ არ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა?

- არა, რადგან ეს რუსული ხასიათი და პოლიტიკაა. ბოლო 500 წელია, რუსეთს მსოფლიო ბატონობაზე აქვს პრეტენზია, მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს და თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, დაიშლება, ზღაპარია.

- ესე იგი, რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ?

- რუსეთს იარაღით ვებრძოდი და როგორ უნდა ვემეგობრო? ჯერ ისტორიული სამართლიანობა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და მეგობრობაზე მერე ვილაპარაკოთ!