სამი წელი „ოცნებაში“ - დადგა დრო რეალობას გავუსწოროთ თვალი!

სამი წელი „ოცნებაში“ - დადგა დრო რეალობას გავუსწოროთ თვალი!

2015 წლის 1 ოქტომბერი - 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და პირველად ქართულ რეალობაში „ნაციონალური მოძაობის“ 9-წლიანი ხელისუფლება კონსტიტუციის გზით გადაიბარა. კოალიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველი ხალხის არცჩევანმა და ეთერში გასულმა ციხის კადრებმა განაპირობეს.

არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ ივანიშვილის გარშემო შეკრებილმა კოალიციამ პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობა ლიდერის გარეშე გააგრძელა. ივანიშვილმა ხელისუფლების სტატუსი მოქალაქისაზე გაცვალა და თავისი სკამი დღევანდელ პრემიერს გადაულოცა. მთავრობის ახალ მეთაურს, მალე ახალი პრეზიდენტიც დაემატა.

ამ პერიოდში იყო მიღწევებიც და შეცდომებიც, რეფორმები, ცვლილებებიც, სკანდალები, 

ქვეყანაში აღარ მიმდინარეობს აშკარა ტერორი, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, - ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უფასო პროგრამა, პენსიონერები ლარის გაუფასურების ფონზე 10 ლარით გაზრდილ პენსიას იღებენ, ასევე 15 სექტემბრიდან სოცილური პაკეტი გაეზარდათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს და პირველი ჯგუფის ინვალიდებსაც. სხვა „მიღწევებზე“ ალბათ, კიდევ გამოვლენ ხელისუფლების წარმომადგენლები გაგვახარებენ. მოვისმენთ ქვეყანაში უხვად შემოდენილ ინვესტიციებზეც, გაზრდილ ტურისტების ნაკადზე, ცხოვრების მაღალ დონეზე, ქვეყანაში საამურ ცხოვრებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, უამრავ შექმნილ სამუშაო ადგილებზე, იქნება ციფრებიც რეიტინგებიც უხვად (თითქოს ჩვენ აქ არ ვცხოვრობდეთ). სავარაუდოდ, მადლობასაც მოგვიხდიან საზოგადოებას 2012 წლის არჩევნებში მათდამი გამოჩენილი მაღალი ნდობისათვისა და მხარდაჭერისათვის.

შევეცდები ჩემებურად შევაფასო, მოკლედ მინდოდა სათქმელი მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ არ გამომივა პრობლემები ბევრია: სახელმწიფოს მართვის სისტემა ღრმა კრიზისშია და 2 წლის წინათაც ამას აღვნიშნავდი - უუნარო ხელისუფლება, არაფერი შეცვლილა! სურათი უფრო გაღრმავდა ქვეყნის გაჯანსაღება დღემდე, სამწუხაროდ, ისევ ოცნებად რჩება. ეკონომიკას უჭირს, ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია, გაძვირდა ენერგომატარებლები, სურსათ სანოვაგე. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდერუსად სიდუხჭირეში იმყოფება, უმუშევართა რიცხვი კატასტროფულად იზრდება, მძიმე მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა, საშუალო და მცირე ბიზნესი.

სირთულეეებია საგარეო პოლიტიკაში, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს, ხელისუფლების დაბალი იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, პრობლემები საზღვრებზე.

 ტურიზმის იმედი გვქონდა და აქაც არ ჩანს მაინც და მაინც კარგი მაჩვენებლები. პრივატიზაციაზე გველაპარაკებოდნენ და ეს ფულიც ჯერ ვერ დავინახეთ. ინესტიციები - ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებიც, როგორც ჩანს, სპეკულაციურია, რომელიც არც ლარის კურსზე და არც მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ ასახულა.

რეგიონში მოქმედი საერთაშორისო კრიზისულ მოვლენებთან ერთად ეკონომიკის ვარდნაში და ლარის კურსის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლებისადმი მოსახლეობის დაბალ ნდობის ფაქტორსაც უკავია. ფსიქოლოგიური უნდობლობა ქმნის იმ პანიკას და აჟიოტაჟს, რომელიც პროპორციულად ლარის „ციებ–ცხელებას“ იწვევს, რასაც ბოლო არ უჩანს. 

ინვესტორებთან ურიერთობები - ხშირად ვაცხადებთ საქართველო უმშვენიერესია, მობრძანდით, ფული დააბანდეთო. ინვესტორს თუკი ფულის ჩასადებად ვეძახით, როგორც მინიმუმ, საკუთრების უფლება ქვეყანაში დაცული მაინც უნდა იყოს და სამართალწარმოების სისტემა გამართული. თუ ფიქრობთ, რომ ვინმე გულუბრყვილოა, წამოეგება და არ გაარკვევენ, რომ სამართლიანობა ქვეყანაში შერჩევითი გვაქვს? „სამათალი ყველასათვის ვერ აღსდგება!“ - თუ, ამ ფრაზას მათაც ეტყვით, ან - ასეთი ნორმა გვაქვს - ქვეყანაში ბუნებით, ხინკლით ისიამოვნებთ, მაგრამ უფლებების შელახვის შემთხვევაში „მყისიერად“ თავს ვერ დაიცავთ ბიზნეში იზარალებთო... და ასევე, ლარის რყევას ერთმანეთს არ უნდა აბრალებდეთ უპასუხისმგებლოდ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი საინვესტიციო ფონდი კაიმანის კუნძულებზე ოფშორში არ უნდა იყოს დარეგიტრირებული

ძველი დანაშაულებრივი რეჟიმის მესვეურები მედიაზე, აღმასრულებელ, საფინანსო, სასამართლო თუ სამართალდამცავ სტრუქტურებზე კონტროლს დღესაც ინარჩუნებენ, გეგმავენ შეთქმულებებს, პროვოკაციებს, რადიკალურად არაფერი შეცვლილა!.. დღესაც მონაწილეობენ ჩრდილოვან ეკონომიკაში, იღებენ დივიდენდებს მიტაცებული ქონებიდან.

უწყებები კვლავ ნაციონალებითაა სავსე, აღმასრულებელი ხელისუფლება კომფორტულადაა, ცდილობს, მოირგოს ეს საზოგადოებისათვის საშიში მემკვიდრეობა და კვლავ აპირებს ქვეყანა კრიმინალებთან, ჯალათებთან ერთად მართოს.

ამ დრომდე დაპირისპრებაა! სახელწიფოებრივად გაუმართლებელი და სახიფათო ინტრიგები! ვერა და ვერ მოხერხდა ურთიერობების დალაგება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის, „ნაცვლად იმისა, თანამშრომლობდნენ და ერთად ეძებდნენ გამოსავალს, ერთმანეთის დადანაშაულებაში არიან გართულები, სინამდვილეში შექმნილ სიტუაციაზე მათი პასუხისმგებლობა ცალსახად სოლიდარულია. აღარ ვამბობ იმ კომედიაზე, სირცხვილზე თუ ტრაგედიაზე, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სახემწიფოებრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე უმაღლესი დონის შეხვედრებზე სახელწიფოს ავტორიტეტის საზიანოდ ქვეყანას „მამლაყინწების“ ორი დელეგაცია წარმოადგენს ხოლმე.

სამართალწარმოება - ხელისუფლებაში ყოფნის 36 თვე, 3 წელი! დარჩენილია 12 თვე. ნათლად ჩანს, რომ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში სისტემა, დამნაშავეები, მიტაცებული ქონება ხელშეუხებელი იქნება. ბევრ საქმეებზე საერთოდ არ მიმდინარეობს ძიება ან დროში იწელება, უსამართლობას და უმოქმედებას შეეწირნენ ადამიანებიც! ბევრი კითხვაა დაგროვილი პროკურატურის მისამართითაც რატომღაც ვერც ერთ ყოფილ თანამდებობის პირს დანაშაული ვერ უმტკიცდება, ვერ ხერხდება ქვეყნისა თუ საზოგადოების წინაშე მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მძიმე დანაშაულში მონაწილეები ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მცირედ გადაცდომებში იმხილებიან, ან საერთოდ შეუმჩნეველიც კი რჩებიან სამართალდამცავების თვალთახედვის არედან. საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს ვერ, ან არ აგროვებს, რის გამოც სასამართლო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ამის საკმაოდ ბევრი მაგალითი იხილა საზოგადოებამ. გაუმართლებლად უსუსური იყო პროკურატურის პრალდებები ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი პირების მიმართაც, რის შედეგადაც მრავალმა დამნაშავე პირმა შესძლო თავი დაეღწია დანაშაულისათვის და დემოკრატიულ ქვეყნებში პარადოქსია, მაგრამ პოლიტ დევნილის მანტიაც კი მოირგეს.
პასუხგაუცემელი კითხვებია ექსტრადირებულ პატიმრებთან დაკავშირებითაც, როდესაც პროფესონალი კრიმინალები ექსტრადირებისას ქვეყნის შიგნით გაუჩინარდნენ. პასუხგაუცემელია ნარკოტკების „ჩადების“ ფაქტიც პრობაციონერზე, რომელიც რატომღაც მიიჩქმალა. პასუხგაუცემელია პატრულის თანამშრომლების მიერ ნასვამი მძღოლების სახლში მიცილების სერვისი-ესკორტიც მაღალჩინოსნის დღეობიდან და ე,წ, „ქსივა-ნარუშილოვკების“ სამოქალაქო მფლობელების სიაც…

პასუხგაუცემელია რატომ არ არ მომდინარეობს გამოვლენა და იდენტიფიკაცია იმ ზონდერ სტრუქტურისა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ასეულ ადამიანს და რომელსაც აფინანსებდა „მეცენატი“ გიორგი უდესიანი - ამ სტრუქტურის არსებობა ამ ადამინმა თვითონვე დადასტურა ტელეთერით.

ქართული სასამართლო სისტემა ასევე ღრმა კრიზისშია. საზოგადოება მოკლებულია თავის კონსტიტუციურ უფლებას სამართლიანი მართლმსაჯულებისა. ბევრი დაპირებების მიუხედავად, რომელიც სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებასა და ჯალათი მოსამართლეებისგან სასამართლოს განთავისუფლებას შეეხებოდა, მხოლოდ დანაპირებად დარჩა და არაფერი
შეცვლილა. სასამართლო სისტემა არათუ გაჯანსაღდა, არამედ უფრო მეტად დაკნინდა და კორუფციასა და პოლიტიკური გარიგების ბინძურ მორევში ჩაეფლო კვლავ.

ქართულ და უცხოურ მედიაში ქვეყნდება კონკრეტული მოსამართლეების სახელები და გვარები, რომელნიც ძებნილი ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებენ და ფინანსურ დახმარებებს
ღებულობენ, რითაც ძირს უთხრიან სასამრთლო სისტემას. 

2012 წელთან შედარებით, დღევანდელ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაც მკვეთრად შემცირებულია. 2003-2012 წლრბში საქართველოს პირველი ადგილი ეკავა მსოფლიოში, გამამტყუნებელი განაჩენთა რაოდენობის მიხედვით, სისხლის სამართლის და ქონებრივ საკითხებში საგანგაშო მონაცემები ფიქსირდებოდა. არასწორი და შეკვეთილი სასამართლო გადაწყვერილებების საფუძველზე, ათასობით მოქალაქე ციხეში გამოკეტეს და ბიზნესი წაართვეს, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა სასამართლოს მიერ გაფორმებულმა უსამართლობამ.
ახალი მმართველი კოალიცია, ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა. ასევე, ყველა იმედიანად შევხვდით უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ ქალბატონი ნინო გვენეტაძის არჩევას, მაგრამ სამწუხაროდ, ჯალათი და მოსყიდული მოსამართლეები ადგილზე რჩებიან და ზოგიერთები დაწინაურდნენ კიდეც.

ჩვენთვის გასაგებია, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებას, მომზადება და დრო ჭირდება, მაგრამ გაუგებარი ხდება, რატომ არ დაიწყო უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ ჯალათი  მოსამართლეების მიმართ დისციპლინარული სამართალ წარმოება. დღევანდელი ქართული სასამართლო სისტემის ღრმა კრახის მორიგი დემონსტრირება იყო ამასწინანდელი ფაქტიც, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება გაეპროტესტებინა, დროის გაყვანის მიზნით დაიმალა და „სიმულანტობას“ მიმართა, რათა წინააღმდეგობა გაეწია შექმნილი მდგომარეობისათვის. საზოგადოებამ ასევე იხილა მისი უსუსური დამარცხებაც სისტემის წინააღმდეგ.

დღეს უკვე აშკარაა, რომ 3 წლის მანძილზე უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და დიდწილად ამოწურა ნდობის კრედიტი, რომლითაც აქამდე სარგებლობდა. მათ 36 თვეში მოახერხეს, „ოცნება“ ქოცებად, ხოლო გამარჯვებულები დამარცხებულად გადაექციათ. უუნარობითა და დამნაშავეების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით მხარდამჭერთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად დაკარგეს, აღარ არსებობს პოლიტიკური გუნდიც.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთვრობა არ გვყავს, გავლენის ქვეშაა და, რომ ქვეყანას დამოუკიდებელი ხელისუფლება არც კი ყავს. გადაწყვეტილებას სხვაგან იღებენ.

არჩევნებამდე ერთი წელია, დროც კი აღარ გაქვთ დარჩენილი! იწურება მანდატი! თქვენ უუნარობას და ლოდინს საზღვარი არ აქვს, ქვეყნისათვისაც სახელმწიფოებრივადაც და საზოგადოებისათვის თქვენი ყოფნა ხელისუფლებაში უსაფრთხო არც კი არის. ვინ წარმოიდგენდა! ვინმეს კოშმარულ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა მთავრობის პრეზიდენტის თუ პარლამენტის დღევანდელი ასეთი შემადგენლობა. ჩვენ ასეთი ხელისუფლებისთვის მხარი არც დაგვიჭერია. თქვენში მე ვერ დავინახე სურვილი, გეფიქრათ და გეზრუნათ საკუთარ ქვეყანაზე, ვერ დავინახე შესაფერისი ცოდნა, რომელიც საქვეყნო საქმის კეთებაში დაგეხმარებოდათ. ჯერჯერობით ვერ დავინახე მცირედი მცდელობაც კი საერთო ნაციონალური ინტერესი პირადულზე წინ დაგეყენებინათ... აღმოჩნდა, რომ საზოგადოების უმრავლესობას ჩვენი თანადგომით და არჩევანით გაუგებარი ხალხისათვის, ერთეული ფუნქციონერებისა და მათ მიერვე სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულ და „მოწყობილი“ საკუთარი გარემოცვისა თუ ნათესავებისა და მათთან ალიანსში მყოფი დანაშაულებრივი სისტემის წევრების წელის გასქელებისა და კეთილდღეობისათვის გვიზრუნია. ვიღაცას, როგორ ჩანს, ქვეყანა თავისი საწყობი გონია ! 1 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი აქტუალურ კითხვას გასცემს პასუხს – გვინდა თუ არა კვლავ „ოცნებაში“ ყოფნა, თუ დადგა დრო რეალობას გავუსწოროთ თვალი?