მეთოდები, რომლებითაც რუსეთი მეზობელ სახელმწიფოებს იპყრობს, სტანდარტულია. ამჯერად, “ქართული სიტყვა” გიამბობთ, თუ როგორ ებრძოდა საბჭოთა კავშირის უზარმაზარ იმპერიას პატარა, სამმილიონნახევრიანი ფინეთის რესპუბლიკა.
მამუკა გოგიტიძე, ისტორიკოსი: - 75 წლის წინ, საბჭოთა არმია ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ფინელები ძლიერი ნების, გამძლე ხალხია, რომელიც მკაცრი კლიმატის პირობებში საკუთარ კულტურას ქმნიდა. ყველაფერი კი, უფრო ადრე დაიწყო: ისტორიულად ფინეთის დიდი სამთავრო რუსეთის იმპერიას ქართველმა პეტრე ბაგრატიონმა შეუერთა, დაპყრობილ ფინეთის ტერიტორიაზე რუსეთმა დიდი ფინეთის სამთავრო შექმნა, რომლის დიდ მთავრად რუსეთის იმპერატორი ითვლებოდა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისა და ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ლენინმა ,,ერთა თვითგამორკვევისათვის” დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ფინეთს, ბალტიისპირეთს, პოლონეთს, ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნებს დამოუკიდებლობა უნდა მიეღოთ. ასე რომ, რუსეთისგან, პრაქტიკულად, აღარაფერი რჩებოდა... ლენინს ფინეთის დათმობა არ უნდოდა, ასე უთქვამს: ,,ფინეთის დაკარგვა ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, დეკრეტი უკვე გამოვეცით!” დამოუკიდებლობა პირველმა სწორედ ფინეთმა მიიღო, თუმცა მალევე დაკარგა.
1939-1940 წლების მოკლევადიანი ომის შედეგად, ფინეთისგან მიერთებულ ტერიტორიებზე რუსეთმაKკარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დააარსა, რომელმაც 1957 წლამდე იარსება და ნიკიტა ხრუშჩოვმა გააუქმა. გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში, ფინეთი ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებდა, მაგრამ ტერიტორია, რომელიც რუსეთს ბუფერულ ზონად სჭირდებოდა, დღესაც მის შემადგენლობაშია. 1939 წლის 23 აგვისტოს, საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა, მალე ბალტიისპირეთში წითელი არმია შევიდა, რათა იქ საკუთარი ბაზები განეთავსებინა... 5 ოქტომბერს, ანალოგიური თხოვნით, საბჭოთა კავშირმა ფინეთს მიმართა. რუსეთმა საკუთარი ზრახვების გამჟღავნება, ჩვეულებისამებრ, ულტიმატუმის ენით დაიწყო. საზღვრის გადაწევის სანაცვლოდ, ფინელებს ტერიტორიები შესთავაზა. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი გახლდათ, გაცვლის შემთხვევაში, რუსეთი აგრესორად არ გამოჩნდებოდა. ფინეთის მაშინდელმა პრემიერმა, მანერჰეიმმა მთავრობას ურჩია, დათმობაზე წასულიყო და ამ უზარმაზარ სახელმწიფოს არ დატაკებოდა, მაგრამ მთავრობამ ეს რჩევა ყურად არ იღო. 1939 წელს, ომის სამზადისის წინ, რუსეთის სამხედრო წრეებში ხუმრობდნენ, ფრთხილად ვიყოთ, ფინეთის გავლით, საბჭოთა ჯარი შვედეთში არ გადავიდესო. ვოროშილოვი დარწმუნებული იყო, რომ ფინეთს ორ კვირაში დაიპყრობდა. საბჭოეთი მეორე მსოფლიო ომისთვის ემზადებოდა, ფინეთ-საბჭოთა საზღვარი ქალაქ ლენინგრადიდან 12 კილომეტრში გადიოდა, სტალინს სურდა, საზღვარი გადაეწია... ფინეთში კაპიტულანტური განწყობა სულაც არ იყო - სამშობლოს დასაცავად ყველა აღდგა. წლების მერე, ხრუშჩოვი გაიხსენებს: სტალინმა თქვა, მოდით, დავიწყოთ დღეს, ერთი გასროლა გავაკეთოთ, ფინელები ხელებს მაშინვე ასწევენ და ჩაგვბარდებიანო. ეს სტალინის უდიდესი შეცდომა იყო.
მეხუთე კოლონის მცდელობამ ბალტიისპირეთში გაამართლა - ხელისუფლებაში პოსტსაბჭოთა ძალების დასმით, ამ ქვეყნების დაპყრობა გაუადვილდა, მაგრამ ფინეთის შემთხვევაში, არ იმუშავა. ფინელების პოლიტიკური ალღო და პატრიოტიზმი უფრო შორს გამიზნული აღმოჩნდა. ცოცხალი ძალის დიდი უპირატესობის მიუხედავად, საბჭოთა ჯარი მოუმზადებელი აღმოჩნდა, მკაცრ კლიმატურ პირობებში ებრძოლა. გარდა ამისა, საბჭოეთში ჩატარებული მასობრივი რეპრესიების შედეგად, სამხედრო ძალები გაძვალტყავებული იყო - ზედა ეშელონების არმიის მეთაურები, ათი ათასობით ოფიცერი დახვრიტეს. ფინეთის ომში გამოუცდელი მეთაურები იბრძოდნენ. საბჭოთა სარდლობამ არც მანერჰეიმის ხაზის მნიშვნელობა გაითვალისწინა. მათი აზრით, საბრძოლო მოქმედებები ორ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ერთ ფინელზე შვიდი-რვა საბჭოთა ჯარისკაცი მოდიოდა, მაგრამ პატარა ერი ბოლომდე იბრძოდა, მისი გმირობა ყველა მცირე ერისთვის სამაგალითოა.
ფინეთის პრეზიდენტი გუსტავ მანერჰეიმი გენერალი რუსეთის არმიაში მოღვაწეობის დროს გახდა, მანამდე, ახალგაზრდობაში, ჩინეთში მოგზაურობდა, სადაც ჩინეთის დიდი კედლით დაინტერესდა და სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, მსგავსი გასამაგრებელი სისტემა აეგო, თავისი განშტოებებით, სტრატეგიული მაჩვენებლებით, კოშკურებით. როცა ფინეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს სურვილი რეალური გახდა - გამაგრებითი სისტემის მშენებლობა 1927 წელს დაიწყო, მთელი თავისი ინფრასტრუქტურითა და მიწისქვეშა გასასვლელებით. ეს უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც ჩინეთის კედელს ვერ შეედრება. 1927 წელს დაწყებული მშენებლობა, რომელშიც უცხოეთიდან მოწვეული ინჟინრები მონაწილეობდნენ, 1939 წელს დამთავრდა. ზუსტად ერთ თვეში, რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა, მაგრამ ცნობილი ,,მანერჰეიმის ხაზის” აღება ისე იოლიც არ იყო, როგორც საბჭოეთში ეგონათ.
აალებადი ბოთლები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები პირველად ამ ომში გაჩნდა. ფინელებმა ექვს თვეში ნახევარი მილიონი ასეთი ბოთლი გამოუშვეს და კარგად იყენებდნენ საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ, რომელთაც სახმელეთო მხარდაჭერა არ ჰქონდათ. წარმოუდგენელია სნაიპერების როლიც: მაგალითად, მეომარმა სიმო ჰაიჰამ 548 წითელარმიელი მოკლა, რისთვისაც ,,თეთრი სიკვდილი” შეარქვეს. როცა ჰკითხეს, სინდისი აწუხებდა თუ არა, უპასუხა, ბრძანებას ვასრულებდიო.
1939 წლის დეკემბერში დაწყებული ლოკალური ომი 1940 წლის 12 მარტს ზავით დამთავრდა - საბჭოთა კავშირმა ფინეთს კარელია წაართვა და ასე შეიქმნა კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირი, ამ აგრესიული ქმედების გამო, “ერთა ლიგიდან” გარიცხეს.
ბოლშევიკების მეთოდით, კარელია-ფინეთის სოციალისტურ რესპუბლიკაში მეხუთე კოლონა შეიქმნა. ახალი ხელისუფლება, კუსინენის მეთაურობით, ფინელი რენეგატებისგან შედგებოდა. რუსეთისთვის ჩვეული დაპყრობითი სქემის მიხედვით, მოვლენები ასე უნდა წარმართულიყო: ხელისუფლებაზე პრეტენზიას ფინეთის კომუნისტური პარტია განაცხადებდა, საბჭოთა პროპაგანდა მსოფლიოს შეატყობინებდა, რომ რუსეთის მიმართ ფინეთის რესპუბლიკა აგრესიას ახორციელებდა, შეიქმნებოდა რაღაც კომიტეტი, რომელიც საკუთარ თავს ლეგიტიმურს უწოდებდა. შემდეგ, თითქოს ,,დახმარებისთვის”, ეს მთავრობა საბჭოთა ხელისუფლებას მიმართავდა და მოკლე დროში ფინეთი საბჭოეთის შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სტალინს ჰელსინკში, პრეზიდენტის სასახლეზე საბჭოთა დროშის აფრიალება უნდოდა, მაგრამ ბოლშევიკურმა რუსეთმა მისი გაწითლება ვერ მოახერხა. მეხუთე კოლონა ისე ჩამოიშალა, როგორც ქვიშის სასახლე.
მართალია, ზავი დაიდო, მაგრამ მცირერიცხოვანმა ფინელმა ხალხმა კოლოსალურ შეტევას გაუძლო, ბოლშევიკებს უამრავი დანაკარგი განაცდევინა... ერთმა ცნობილმა გენერალმა კი თქვა, კიდევ ერთი ასეთი ,,გამარჯვება” და საბჭოთა არმიისგან არაფერი დარჩებაო. საბჭოთა არმიის უძლეველობის მითი დაიმსხვრა. სწორედ ამან წაახალისა ჰიტლერი, ცნობილი ოპერაცია - ,,ბარბაროსა” დაეწყო...
ბედის ირონიაა: ოკუპანტი რუსეთის ისტორიაში, ქართული ელემენტის გარეშე ერთ ომსაც არ ჩაუვლია. ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს დაღუპულთა შორის ქართველებიც არიან, რომელთა რიცხვი ხუთასს აჭარბებს. G
ქალაქ პეტროზავოდსკიდან მეგობარმა საარქივო მონაცემები მომაწოდა. საბჭოთა კავშირის მილიონიან არმიაში უამრავი ქართველი ირიცხებოდა. იქნებ, ნათესავებმა ამ მეომრებზე არაფერი იციან - სად იბრძოდნენ, სად დაიღუპნენ. K
1939-1940 წლებში, ფინეთში დაღუპული ქართველები
,,ქართული სიტყვა” გთავაზობთ ფინეთში დაღუპული ქართველების ერთი ნაწილის სიას.
აბესაძე იაკობ ვასილის ძე
წითელარმიელი.
დაბ. 1917 წ. საქართველოს სსრ. ტყიბულის რაიონის სოფ. მუხურა.
დაიღუპა 1940 წ.
ამირანაშვილი სოლომონ პოსპერის ძე
წითელარმიელი.
საქართველოს სსრ, ქ. თბილისი, კოჯრის დასახლება.
დაიკარგა უგზოუკვლოდ.
ახალაძე სიმონ იულონის ძე
წითელარმიელი.
დაბ. 1918 წ. საქართველოს სსრ. ქ. სამტრედია.
დაიღუპა ბრძოლაში 1940 წლის 6 მარტს.
ახობაძე აკაკი ისიდორეს ძე
წითელარმიელი.
საქართველოს სსრ. ქ. სამტრედია.
დაიკარგა უგზოუკვლოდ.
ბააკაშვილი ე.
უმცროსი მეთაური.
დაბ. 1910წ. ქუთაისის გუბერნიის სოფ. ბორითი.
დაიღუპა ბრძოლაში. 1939 წლის 18 დეკემბერს.
ბაიდაშვილი ივანე იოსების ძე
უფროსი მექანიკოს-მემანქანე.
საქართველოს სსრ. სიღნაღის რაიონის სოფ. ქვედა მაღარო.
დაიღუპა ბრძოლაში 1939 წ. 17 დეკემბერს.
ბასილაია ისააკ სინოს ძე
წითელარმიელი.
დაბ. 1018 წ. ქუთაისის გუბერნია, სოფ. სალხინო
დაიღუპა ბრძოლაში 1939 წლის 20 დეკემბერს.
ბაძგარაძე ალექსანდრე ნესტორის ძე
წითელარმიელი.
დაბ. 1915 წ. ქუთაისის გუბერნია, დაბა ფერსათი. საკადრო სამხედრო მოსამსახურე.
დაიღუპა ბრძოლაში 1940 წლის 18 თებერვალს.
ბეგალიშვილი ზაქრო დავითის ძე
დაბ. 1917 წ. თბილისის გუბერნიის სოფ. ძველი ანჩა.
უგზოუკვლოდ დაიკარგა.
ბერიძე შერიფი შემშეს ძე
წითელარმიელი.
აჭარის ასსრ. ხულოს რაიონის სოფ. ხიხაძირი. U
უგზოუკვლოდ დაიკარგა.
B
ბერულავა მელქისედეკ ვლადიმერის ძე
პორუჩიკის მოადგილე.
დაბ. 1918 წ. საქართველოს სსრ, გეგეჭკორის რაიონის სოფ. გეგეჭკორი.
დაიღუპა ბრძოლაში 1939 წ. 15 დეკემბერს.
ბიწაძე შალვა ალექსის ძე
წითელარმიელი.
დაბ. 1915 წ. ქუთაისის გუბერნია, სოფ. სვირი. U
უგზოუკვლოდ დაიკარგა. 1940 წლის 10 იანვარი.
ბუცხრიკიძე ვალენტინე მიხეილის ძე
საქართველოს სსრ, ზესტაფონის რაიონის სოფ. ქვემო საზანო.
დაიღუპა ბრძოლაში. 1940 წლის 11 მარტი.
ბუტაშვილი გიორგი დავითის ძე
წითელარმიელი.
საქართველოს სსრ, დაბ. 1918 წ. ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელი. უგზოუკვლოდ დაიკარგა. 1900 წ.
ჯიმშელეიშვილი დავით ექვთიმეს ძე.
წითელარმიელი.
დაბ. 1916 წ. საქართველოს სსრ, ქუთაისი. დაიღუპა ბრძოლაში. 1940 წ. 7 მარტი.
ძამუკაშვილი გრიგოლ იოსების ძე
წითელარმიელი.
1916 წ. საქართველოს სსრ, თელავის რაიონის სოფ. რუისპირი. დაიღუპა 1940 წ. 28 იანვარს.
ტაბიძე ნიკოლოზ რაჟდენის ძე
დაბ. 1917 წ. ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში. ბრძოლაში 1940 წ. 4 თებერვალს. დაკრძალულია სიმაღლესთან ,,ბეზიმიანნაიასთან”.
ციკარიძე ვახტანგ
დაბ. 1916 წ. საქართველოს სსრ, მახარაძის რაიონის სოფ. ნაგომარი. დაიღუპა ბრძოლაში 1940 წ. 23 თებერვალს. დაკრძალულია ურ კუუსაში.
ცინარიძე ვიქტორ ბესარიონის ძე
დაბ. 1916. წ. საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ. სოხუმის რაიონი. სოფ. ქვედა ბირსუ. დაიღუპა ჭრილობებისგან 1940 წ. 12 მარტს. დაკრძალულია ქ. პუშკინში...