სექტემბრიდან ბოიკოტისტები ქუჩის აქციებს იწყებენ

სექტემბრიდან ბოიკოტისტები ქუჩის აქციებს იწყებენ

მადლობა კალაძეს, რომ დენის ტარიფი გააძვირა; მადლობა ნარმანიას, რომ თბილისელებსსითი პარკისსაშუალებით ძარცვავს; მადლობა დანელიას, პურის გაძვირებას რომ გეგმავს... სექტემბრამდე მთავრობა კიდევ ბევრ ისეთს გააკეთებს, რისთვისაც მადლობას ვეტყვით და რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვა”,- ამბობსთავისუფალი საქართველოსლიდერი კახა კუკავა... ერთი სიტყვით, შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტგამოცხადებულები სექტემბრიდან დიდ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ამასთან, “ქართულ სიტყვასთანსაუბრისას, კახა კუკავა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, პოლიტიკიდან წასვლას გეგმავდა, 2007 წლის ნოემბერს იხსენებს და მიანიშნებს, საპროტესტო აქციები მაშინაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაში მხოლოდ შემდგომ, ვითარების დაძაბვის გამო გადაიზარდაო.... “ქართული სიტყვაკახა კუკავას ესაუბრა.

- გამოცხადებულ ბოიკოტსნაცმოძრაობაცშეუერთდა, თქვენ დანაციონალებიდამეგობრდით?

- დღეს “ნაცმოძრაობა” ოპოზიციაშია და ძალიან ბევრ რამეს იტყვის, რაც არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიციას დაემთხვევა. მაგალითად, დენი გაძვირდა და “ნაცმოძრაობაც” ამბობს, რომ ეს ცუდია და ამის გამო არასაპარლამენტო ოპოზიცია ხომ არ იტყვის, დენის გაძვირება კარგიაო? “ნაცმოძრაობა” ჩვენთვის მეტრი და კრიტერიუმი არაა. მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო, “ნაცმოძრაობა” მხარს ამ საარჩევნო კოდექსს უჭერდა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგი იყო. დღეს, როცა  ხელისუფლებაში “ოცნებაა”, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია და “ნაცმოძრაობა” მომხრეა, რაც იმას აჩვენებს, რომ ორ პოლიტიკურ ძალას პრინციპები არ აქვს. ჩვენ კი, პრინციპებს ვერ შევიცვლით და ახლაც იმ პოზიციაზე ვდგავართ, რომელიც 2008 წელს გვქონდა.

სხვათა შორის, ზუსტად ამ მოთხოვნით, რომელიც ოპოზიციის მემორანდუმშიცაა შეტანილი, თავის დროზე პარლამენტის წინ დღევანდელი “ოცნების” ლიდერები შიმშილობდნენ.

- ამ პრინციპული შეუთავსებლობის მიუხედავად, პოლიტიკურ მომავალსნაცმოძრაობასთანერთად ხედავთ?

- “ნაცმოძრაობასთან”  არ ვთანამშრომლობთ!

- რატომ? პოლიტიკურად მომგებიანი არაა? ბოლოს და ბოლოს, “ნაციონალებიცოპოზიციონერები არიან და იმას ითხოვენ, რასაც თქვენ...

- იმიტომ არ ვთანამშრომლობთ, რომ “ნაცმოძრაობასთანაც” იგივე პრეტენზიები გვაქვს, რაც - “ქართულ ოცნებასთან”. ყველა ადამიანმა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს. ათი წლისწინანდელი პრეტენზიები ძალაშია და “ნაცმოძრაობაზე” აზრი არ შეგვიცვლია. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” დღითიდღე იმ რეჟიმს ემსგავსება, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო.

- ბატონო კახა, შუალედური არჩევნების ბოიკოტი რას მოგიტანთ?

- დარწმუნებული ვარ, იმ შედეგებს მოიტანს, რა შედეგიც 1990 წელს მოიტანა: მაშინ ზვიად გამსახურდიამ კომუნისტების არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და  ჩაშალა. კომუნისტები იძულებული გახდნენ, თავისუფალი არჩევნები ჩაეტარებინათ და კატასტროფულად დამარცხდნენ. საქართველოში “ოცნებამ” ისეთი ვითარება შექმნა, რომ ოდნავ სამართლიანი არჩევნების “ქართულ ოცნებას” არათუ მოგების შანსი აქვს, არამედ, ხმებს 10-15 პროცენტის ფარგლებში თუ აიღებს. დღეს არჩევნებს საარჩევნო კამპანია კი არა, პრაქტიკულად, საარჩევნო კოდექსი იგებს. თუ ნორმალური საარჩევნო კოდექსი იქნება, გარანტირებულად გეტყვით, რომ “ქართული ოცნება” ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გვერდით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაემგზავრება. თუ ნორმალური საარჩევნო კოდექსი არ იქნება, როგორი საარჩევნო კამპანიაც უნდა ჩავატაროთ და ამომრჩეველს როგორი პროგრამაც უნდა შევთავაზოთ, ბუნებრივია, არჩევნები გაყალბდება და ხელისუფლება ფონს გასვლას მაჟორიტარების საშუალებით შეძლებს.

- ამას წინათ, თქვით, გამოთავისუფლებულ ადგილებზე სუს-მა ახალი დეპუტატები უკვე დასვაო. ეს საიდან იცით?

- ამაზე მარტო მე კი არა, მმართველი კოალიციის წევრებიც საუბრობენ. M შემიძლია, მოგიყვანოთ ციტატა დავით ბერძენიშვილის ინტერვიუდან, რომელიც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარეა და არა - რიგითი დეპუტატი. მან თქვა, არ შეიძლება, მაჟორიტარი დეპუტატის შერჩევაში სუს-ი ერეოდესო. ასევე, შემიძლია, მოგიყვანოთ მაგალითი დავით საგანელიძის ინტერვიუდან, რომელმაც განაცხადა, მთავრობასთან შეხვედრა გვექნება და  მინისტრებთან შევათანხმებთ, ვინ იქნებიან მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებიო. ნათელია, რომ მაჟორიტარებისა და სხვა დეპუტატების შერჩევისას გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერი იღებს და ამის აღსრულება სუს-სა და სხვა სპეცსამსახურებს ევალებათ.

- თქვენი მთავარი მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა?

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იდეაფიქსი არაა, მაგრამ როცა ქვეყანაში ვალუტის დევალვაცია ხდება, როცა პრემიერიც აღიარებს, რომ ინვესტიციები აღარ შემოდის, როცა სამართლიანობის აღდგენის პროცესს, პრაქტიკულად, ნულოვანი შედეგი აქვს და როცა საგარეო პოლიტიკაში სრული კრახია, ვადამდელი არჩევნები ლოგიკურია - მთავრობა უნდა წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ბელგიის, ჰოლანდიის, ესპანეთის, ან გერმანიის მთავრობა ასე მოიქცეოდა - ვადამდელ არჩევნებს ოპოზიციის ყოველგვარი აქტიურობის გარეშე გამოაცხადებდა. აკი, ციტრასმაც თქვა, ვინაიდან საბერძნეთში სირთულეებია, ბერძენ ხალხს უფლება აქვს, არჩევანი გააკეთოსო. ციტრასს რომ რეიტინგი აქვს, ის “ქართულ ოცნებას” არც დაესიზმრება, მაგრამ განაცხადა, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს და სკამს არ მოვებღაუჭებიო. ის ნამდვილი ევროპელი პოლიტიკოსია. ჩვენ კი, ხელისუფლების სათავეში ისევ საბჭოთა პოლიტიკოსები გვყავს...

“თავისუფალი საქართველოს” პოზიცია ასეთია: კეტეგორიულად მნიშვნელოვანი არაა, თუ როდის ჩატარდება არჩევნები - გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე. მთავარია, ეს თავისუფალი არჩევნები იყოს.

- ბოიკოტის მემორანდუმის ხელმოწერისას, თქვენმა თანამოაზრეებმა ხელისუფლებას ცუდი შემოდგომა უწინასწარმეტყველეს...

- არ ვიცი, ცუდში რას გულისხმობთ, მაგრამ გეტყვით, რომ იგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციები. შეგახსენებთ: 2007 წლის აქციები, რომელიც 7 ნოემბრით დასრულდა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო... ეს დღეს ბევრს აღარ ახსოვს, რადგან მერე, როცა ვითარება დაიძაბა, წინა პლანზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა წამოვიდა. დღესაც, ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმას ვითხოვთ, მაგრამ თუ ეს გათვალისწინებული არ იქნება, მაშინ საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში გადაიზრდება.

- იმის რესურსი გაქვთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოთ?

- ნაკლებად, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახი კალაძეს, რომელმაც დენის ტარიფი გაზარდა; მადლობა, ასევე, დავით ნარმანიას, რომელიც “სითი პარკის” საშუალებით, თბილისელებს ძარცვავს; მადლობა ოთარ დანელიას, რომელიც პურს აძვირებს და სექტემბრამდე კიდევ ბევრი გამოჩნდება ასეთი, ვისაც მადლობას ვეტყვით!