კრემლის “არქივული აგენტები” და რუსული “ლაზეიკა”

კრემლის “არქივული აგენტები” და რუსული “ლაზეიკა”

ქართული სიტყვისტრადიციული რესპონდენტი, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელსაც წლების განმავლობაში, კონტრდაზვერვაში მაღალი თანამდებობა ეკავა და თავდაცვის სამინისტროს ემსახურებოდა, უბრალოდ გაბრაზებული კი არა, ძალიან გაბრაზებულია. “ესენი მარსზე არიან და დედამიწაზე დროზე უნდა დაეშვან!” - ამბობს ქართველი სპეცსამსახურელი და, აღარც კი მახსოვს, მერამდენედ აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრორუსეთის აგენტურითაა გამოტენილი”. ისე, დღევანდელი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგნათელი მომავლისილუზია გაგიქრებათ. ყოველ შემთხვევაში, კონსტანტინე ფორჩხიძის ლოგიკით, რომელიც ფაქტებითაა გამყარებული, ისეთი სურათი იხატება, რომ საქართველო მალე, შესაძლოა, ისევ რუსეთის გუბერნია გახდეს, რაც ავტომატურად, სიბნელეს, ცუდ ცხოვრებასა და სხვა ათას უბედურებას ნიშნავს... მოკლედ, რას სურს პუტინს და ვინ არიან კრემლისარქიული აგენტები”? - “ქართული სიტყვააგრძელებს საუბარს კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან კონსტანტინე ფორჩხიძესთან.  

- ბატონო კოტე, გაბრაზებული რატომ ხართ?

- ამათი შემხედვარე, გაბრაზებული ვიქნები, აბა, რა იქნება?! მხოლოდ არანორმალურს შეუძლია, არ გაბრაზდეს და იმას, რაც დღეს ხდება, პირდაღებულმა უყუროს!

- რა ხდება?

- სრული არაპროფესიონალიზმისა და უვიცობის ზეიმია! ეს ახლა კი არ დაიწყო, თითქმის 20 წელია, ასეა: ერთი და იგივე წრე, ხალხი და ერთი და იგივე “ტიპები” ხან ხელისუფლებაში არიან, ხან - ოპოზიციაში. არადა, ყველანი იმაზე ფიქრობენ, რომ უბრალო ადამიანებს ჯიბიდან ბოლო ლარიანიც ამოაცალონ, თორემ ჩემნაირი და თქვენნაირებისთვის არავინაა!

- სათავეში პროფესიონალები რატომ ვერ ხვდებიან?

- იმიტომ, რომ მათ იყენებენ და მერე, ისეთ პირობებს უქმნიან, რომ სული შიმშილით ამოხდეთ!

- კოტე ბატონო, თავს პროფესიონალად თვლით?

- დიახ, ვთვლი.

- ესე იგი, თქვენც გამოგიყენეს?

- დიახ.

- ვინ?

- თავის დროზე სტრუქტურამ და სახელმწიფომ გამომიყენა - ხელში იარაღი დამაჭერინა და მაბრძოლა. კი ბატონო, ომში ჩემი სურვილით წავედი, მაგრამ სახელმწიფო სამსახურს წარმოვადგენდი.

- სახელმწიფო გასაგებია, მაგრამ ბედი პოლიტიკურ პარტიებშიც სცადეთ...

- პოლიტიკური პარტიები შირმაა!

- აბა, ერთხანობას პარტიულ საქმიანობას რატომღა ეწეოდით?

- მაინტერესებდა... თუკი ფინანსური საშუალებები არ გაქვს, პოლიტიკაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებ და თუ გინდა, რომ დაიმკვიდრო, მაშინ სული რუსებს, ამერიკელებს, ფრანგებს, იტალიელებს, ან ვიღაც სხვას უნდა მიჰყიდო! საქართველოში მაფია სახელმწიფოსთან ისეა შეზრდილი, რომ მაფია, პრაქტიკულად, სახელმწიფოა! “კოზა ნოსტრა” მეტს კი არაფერს აკეთებს - შავ ფულს შოულობს და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან შესულ თანხას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს! რასაც ვუყურებ, ეს ქვეყანა არაა!

- თუნდაც რუსებს, ფული არ შემოუთავაზებიათ?

- რატომ უნდა შემოეთავაზებინათ?

- როგორც ამბობთ, ბევრი ინფორმაცია გაქვთ და, შესაბამისად, ფულით გაგაჩუმებდნენ...

- ჩემნაირი “ტიპი” რუსებს კი არა, მხოლოდ ჩემს ქვეყანას სჭირდება!.. ჩემს თაობას, რომელმაც აფხაზეთი და სხვა ომები გამოიარა, შეუძლია, იარაღი აიღოს და სამშობლო ფულის გარეშეც დაიცვას, მაგრამ თავში ჯერ რევოლუციამდელმა ხელისუფლებამ გვირტყა, მერე - სააკაშვილის ხელისუფლებამ. დღევანდელი ხელისუფლებაც თავში გვირტყამს და ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!

- ისე, კოტე ბატონო, “ქართული სიტყვისწინა ნომერში გამოქვეყნებულ თქვენს სკანდალურ ინტერვიუს, სადაც გენშტაბის უფროსს არაერთი შეკითხვა დაუსვით, გამოხმაურება მოჰყვა?

- დიახ, მოჰყვა.

- ანუ, გენშტაბიდან თქვენზე ვინმე, როგორც იტყვიან, გამოვიდა?

- არა.

- აბა?

- ვიცი, რომ უსიამოვნო რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ არაფერს ვიგონებ - ეს მათი ბეგრაუნდია. ინტიმურ და სხვა თემებზე არ ვლაპარაკობ, მე მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს ვეხები, თუმცა სხვა რაღაცებიც ვიცი.

- ისიც იცით, მაგალითად, ვინ ვისთან წევს?

- ინტიმი მხოლოდ ლოგინი არაა, მაგრამ ეს თემა არ მაინტერესებს...

იმ შეკითხვებზე, რომელიც წინა ნომერში დავსვი, პასუხი მე კი არა, საზოგადოებას უნდა გასცენ!..

ჩემთვის დღესავით ნათელია, რაც ხდება - როგორც ირკვევა, აგვისტოს ომის წინ, გენშტაბის დღევანდელი უფროსი პოლონეთიდან იარაღის შესყიდვებზე იყო პასუხისმგებელი. ეს ის შესყიდვაა, რომელზეც თავის დროზე აშშ-მ უარი გვითხრა. მერე კი, პოლონეთი დაგვთანხმდა და საჰაერო თავდაცვის სისტემები იქიდან შემოგვქონდა. ყველაფერ ამას სათავეში გენშტაბის დღევანდელი უფროსი ედგა.

- ეს დანაშაულია?

- არა, მაგრამ თუ სანდო “ტიპი” არ ხარ, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო შესყიდვას არავინ დაგავალებს. ეს მტკიცებულებაა!

- რისი?

- რისი და, - ვახტანგ კაპანაძე, თავიდან ბოლომდე, სააკაშვილის გუნდის წევრია და მის დავალებებს ასრულებდა - დაზვერვის უფროსის მოადგილეობამდე, პოლონეთში, საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობაში გააგზავნეს.

- სამხედრო იმის სამხედროა, რომ დავალება შეასრულოს - ბატონი კაპანაძეც, ალბათ, ასე იქცეოდა!

- როგორ გეკადრებათ?! ჩვენ სენსიტიურ და თავის დროზე გრიფირებულ თემებზე ვლაპარაკობთ. მართალია, აქედან ზოგიერთი საკითხი მოგვიანებით გასაჯაროვდა, მაგრამ ეს ქართული მხარის ინიციატივით არ მომხდარა. სხვა თუ არაფერი, დანიელ ალვირესისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის საკითხი წამოსწიონ. სხვათა შორის, ალვირესი სწორედ ამ საქმეების გამოა დაჭერილი...

- აშშ ახსენეთ და, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა, ოკეანისგაღმა სტუმრობისას განაცხადა, როცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და სააკაშვილის მეგობარი რუსეთიდან საქართველოში ბრუნდება, ქვეყანაში რაღაცები ხდებაო. თინა ხიდაშელი ნინო ბურჯანაძეზე ლაპარაკობდა...

- თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება, ალბათ, გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა...

- ქალბატონმა მინისტრმა, რუსულ კონტექსტში, ფულიც ახსენა...

- ცხადია, ფულიც შემოდის, მაგრამ შენ რომ სახელმწიფო ხარ, ქვეყანა გქვია და სპეცსამსახური გყავს, რას აკეთებ, რომ ასეთი “შავი ფული” არ შემოვიდეს და არასამთავრობო სექტორში, ექსპერტებსა და პოლიტიკურ პარტიებში არ აღმოჩნდეს? ეს ხომ ყველაზე მოწყვლადი უბნებია... სასათბურე პირობებია შექმნილი, რომ ეს შავბნელი თანხა პოლიტიკურ წრეებში მოხვდეს. ეს “ლაზეიკა”, გნებავთ, შავი ხვრელია, რომლითაც მეზობელი ქვეყანა ძირგამომთხრელ საქმიანობას ანხორციელებს.

- “მეზობელ ქვეყანაში”, ამ შემთხვევაში, რუსეთს გულისხმობთ?

- აბა, სხვას ვის ვიგულისხმებ?!

ისე, სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს, “შავი ფული” რომელი ქვეყნიდან შემოვა. იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ რუსული ფულით დაფინანსებულებზე ვთქვათ, “ცუდი ბიჭები” არიან, მაგალითად, თურქული, ან ირანული ფულით დაფინანსებულები კი, - კარგიო...

- ბატონო კოტე, ახლა გამახსენდა: “სილქნეტი”, როგორც ცნობილია, “სი-ენ-ენ”- თიშავს. ამასაც პოლიტიკური სარჩული აქვს?

- აბა, რა?! რუსეთი მის ხელთარსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, მათ შორის, ბიზნესსაც. ყველაფერი ეს ჩუბაისის გეგმის ნაწილია. მოგეხსენებათ, ჩუბაისის გეგმა რუსული ეკონომიკური იმპერიის შექმნას გულისხმობს... ამიტომ, საქართველოში “ბილაინისა” და სხვა რუსული კომპანიების შემოსვლა თავიდანვე საშიში იყო - თითოეულ მათგანს შეუძლია, “რუბილნიკი” ჩამოსწიოს და ამით პოლიტიკაზე, ხალხის განწყობასა და იდეოლოგიაზე გავლენა მოახდინოს!

- რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გაერო- სხდომაზე დასწრებას გეგმავს. გაერო-ში ქართული დელეგაციაც იქნება. ბატონო კოტე, პუტინსა და ჩვენს პრემიერს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს?

- ვის უნდა დაელაპარაკო? - პუტინს შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, უკრაინის სრულ აღებას აპირებს და მორჩა!

- ხომ შეიძლება, ქართული და რუსული დელეგაციის ლიდერები ერთმანეთს შემთხვევით, დერეფანში შეხვდნენ?..

- ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებას არ ნიშნავს...

- სამაგიეროდ, “დიდი დიპლომატიური მტლაშა-მტლუშიცხინვალსა და სოხუმს აქვთგაჩაღებული” - .. სამხრეთ ოსეთში აფხაზეთის საელჩო გაიხსნა...

- საელჩოს გახსნას თავი რომ დავანებოთ, აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს, რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. ყველაფერი ეს გაერო-ს სხდომას ემთხვევა, თან წვრთნები ერთი თვე უნდა გაგრძელდეს და არც ესაა შემთხვევითი...

- საუბარი საითკენ მიგყავთ?

- პუტინი გაერო-ში ტყუილად არ ჩადის. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროა.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- მოკლედ, ოკუპირებულ ყირიმში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საველე წვრთნები ნათელს პუტინის ჭეშმარიტ განზრახვას ჰფენს, ანუ ყველაფერი ეს ამიერკავკასიაზე, უკრაინის საზღვაო აკვატორიაზე კონტროლის დაწესებისა და უკრაინის ხელისუფლების სამხედრო მარწუხებში მოქცევის მცდელობაა.

იცით, წვრთნა რას ნიშნავს? - გაშალა გემები, ერთი თვე აკვატორიაში დადგა და ყველაფერს აკონტროლებს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მანევრები არამეგობრული ჟესტია.

- რუსეთი არც მალავს, რომ საქართველოსა და უკრაინის არამეგობარია და რომელმეგობრულ ჟესტზელაპარაკობთ, კოტე ბატონო?

- არამეგობრული ჟესტი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაა. ამასთან, საველე წვრთნები საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებზე ზემოქმედების მოტივაციაა.

- ანუ, კრემლს უნდა, რომ მორალურად გაგვტეხოს?

- დიახ...

საველე წვრთნები იმ თავხედური საზღვაო დოქტრინის შემადგენელი ნაწილია, რომელიც რუსეთის მთავარსარდალმა ამას წინათ მიიღო და რომელიც შავ ზღვაზე კრემლის ინტერესებისა და გავლენის გაფართოებას გულისხმობს. ყველაფერ ამის მთავარი სამიზნე კი, ალბათ, უკრაინის სამხრეთი რაიონები და, პირველ რიგში, ოდესის ოლქი და მისი პორტებია. ასევე, სამიზნეა მოლდოვეთის ტერიტორიაც. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ გეგმის შესასრულებლად რეგიონში კონფლიქტური და არასტაბილური სიტუაციის შექმნა საჭიროა, რაც პუტინს პირდაპირი სამხედრო ჩარევის საბაბს მისცემს...

- მოდი, დავაკონკრეტოთ: საველე წვრთნებით კრემლი, ვთქვათ, აფხაზეთში ახალ კონფლიქტს როგორ გამოიწვევს?

- ამ შემთხვევაში, სოხუმი მოვლენათა ცენტრი არაა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ აფხაზეთი უკვე ოკუპირებულია. რუსეთს შავი ზღვის მთელი აკვატორია სჭირდება, რადგან უკრაინის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტოს. სხვათა შორის, მთელი უკრაინის ოკუპაციისთვის რუსეთს ტანკებით შევარდნა არ დასჭირდება...

- ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, თორემ უკრაინა თავის თავს მიხედავს...

- უკრაინის და საქართველოს საკითხები გადაჯაჭვულია - ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ.

- ახლა, სააკაშვილივით ნუ მელაპარაკებით!..

- სააკაშვილი რა შუაშია?! იმას ვამბობ, რაც რეალობაა, თორემ მიშასადმი ჩემი დამოკიდებულება ცნობილია. სხვათა შორის, სწორედ მიშა გახდება იმ ლოკალური შეტაკების საბაბი, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, ოდესის ოლქში სამხედრო ოპერაციები დაიწყოს!

ასევე, არაა გამორიცხული, რომ ცხელი წერტილი, პირველ ეტაპზე, მოლდოვა გახდეს - დნესტრისპირეთში, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის სახით, რუსეთს შესანიშნავი სამხედრო ანკლავი აქვს. თუკი რუსეთი ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს, მოვლენები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც თავის დროზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვითარდა...

თუ კრემლმა ასეთი მოდელირებული გეგმა აამოქმედა, რომლის ალბათობაც ძალიან დიდია, შავი ზღვის აკვატორიის მთელ ჩრდილოეთ ნაწილს ხელში ჩაიგდებს და უკრაინის საკითხსაც გადაჭრის. რუსეთისთვის დღეს მთავარი ისეთი “ბლიც კრიგია”, როგორიც 2008 წელს საქართველოში “გაათამაშა”.

- “ბლიც კრირა არის?

- რამდენიმედღიანი საომარი მოქმედება, რომლისთვისაც შესაბამისი გამაღიზიანებლის მოძებნა რუსეთს არ გაუჭირდება!

- თუკი ეს მოდელირებული გეგმა ამოქმედდა, დასავლეთი და აშშ მხოლოდ შეშფოთდებიან?

- ალბათ, რადგან სამხედრო თვალსაზრისით, ვერაფერს გააკეთებენ.

- რატომ?

- რუსეთმა ყირიმი “გადაყლაპა”, მაგრამ დასავლეთმა რა გააკეთა?!

- გამოდის, რომ პუტინი მსოფლიო მბრძანებელია?!

- ასეა...

უკრაინის ზღვიდან ბლოკირება მხოლოდ უკრაინას კი არა, სხვა ქვეყნებსაც დაარტყამს, მათ შორის, საქართველოსაც.

- ანუ?

- ეს ბლოკირება ჩვენს ეკონომიკასა და ლარის ინფლაციაზე აისახება.

- სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნისპირველებმაგანაცხადეს, ლარი იმიტომ უფასურდება, რომ ბიზნესმენები დოლარს ინახავენო...

- ბიზნესმენი დოლარს იმიტომ ინახავს, რომ თავისი ბიზნესის არასტაბილურ პროგნოზს აკეთებს... უკრაინასთან ვაჭრობის უარყოფით სალდო, წარმოგიდგენიათ, ჩვენს ეკონომიკაზე როგორ იმოქმედებს? არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური ვაჭრობა უკრაინის გავლით ხორციელდება. ასევე, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა სწორედ უკრაინის გავლით გვაქვს...

რაც შეეხება გამაღიზიანებლებს...

- ვიდრე ამ თემაზე გადახვალთ, ბატონო კოტე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსულმა საფრენმა აპარატმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია...

- სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი. საჰაერო სივრცის დარღვევა რას ნიშნავს?

- რას და, - უცხო ქვეყნის თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო საზღვარი გადმოკვეთა!

- როგორ გეკადრებათ?! მხოლოდ მედია კი არა, ხელისუფლებაც ამბობს, საქართველოს საჰაერო საზღვრის უკანონო დარღვევა მოხდაო, მაგრამ ეს არასწორი შეფასებაა. მეტიც, ასეთი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარი არაა, თუმცა რუსეთი სწორედ იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ ეს სახელმწიფო საზღვარია.

სხვათა შორის, ასეთ ფრენებს წმინდა სადაზვერვო ხასიათი აქვს. ამ ქმედების ერთადერთი სწორი შეფასება ის იქნებოდა, რომ ქართულ მხარეს ეთქვა, რუსეთმა პროვოკაცია მოაწყოო. ამ პროვოკაციის ერთადერთი მიზანი კი, ხელისუფლების ნერვების გამოცდაა...

- ბატონო კოტე, მსოფლიო პრაქტიკით, როცა საჰაერო სივრცე იკვეთება, უცხო ქვეყნის საფრენი აპარატი ჩამოგდებას, ასე ვთქვათ, ექვემდებარება?

- დიახ, ან უნდა ჩამოაგდო, ან ძალით უნდა დასვა.

- ჩვენებს რუსული საფრენი აპარატი რომ ჩამოეგდოთ. ეს პროვოკაციაზე წამოგება იქნებოდა?

- დიახ.

- მაშასადამე, ქართული მხარე გონივრულად მოიქცა?

- გონივრულია, რომ არ ჩამოვაგდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომ წყალი ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხეს. ისე, ეს ადმინისტრაციული საზღვარიც არაა.

- აბა, რა არის?

- ოკუპაციის გამყოფი ზოლი ყველაზე ადექვატური ტერმინია.

მოკლედ, ყველა განცხადება, რომელსაც სახელმწიფო უწყება აკეთებს, კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს...

- გაერო-ში ჩვენმა დელეგაციამ ამ თემებზე უნდა ილაპარაკოს?

- რა თქმა უნდა, მით უმეტეს, იქ რუსეთის პრეზიდენტიც იქნება, რომელიც საბჭოთა კავშირის თავხედურ სამხედრო პოლიტიკას აგრძელებს და ამით მსოფლიოში თავის როლს ზრდის, ანუ მსოფლიოს კონფლიქტური სიტუაციების თავის გეგმას სთავაზობს. მარტივად რომ ვთქვა, პუტინი ცდილობს, ხაზი გაუსვას, რომ რუსეთი მსოფლიოს ისეთივე ზესახელმწიფოა, როგორიც თავის დროზე თითქოს საბჭოთა კავშირი იყო...

- ამ ფონზე, კრემლს, მაპატიეთ და, სულ ფეხზე არ ჰკიდია, ქართული დელეგაცია გაერო-ში რა განცხადებებს გააკეთებს?

- რა თქმა უნდა, ჰკიდია. მას თავისი სტრატეგიული გეგმა აქვს, მაგრამ გაერო მსოფლიო ტრიბუნაა და ამიტომ, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ...

- ისე, ამ დღეებში, საქართველოს ნატო- ახალი გენმდივანი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება...

- შემთხვევითი არც ესაა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: იმ დროს, როცა ნატოსა და, საერთოდ, დასავლეთისკენ მივისწრაფით, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო რუსეთის აგენტებით გვყავს გამოტენილი!

- აგენტი როგორ უნდა გამოავლინო?

- ამაზე სპეცსამსახურებმა უნდა იზრუნონ.

- მზა რეცეპტი არ არსებობს?

- არა... საერთოდ, კონტრდაზვერვა ერთჯერადი აქტი კი არა, პროცესია...

- რომელიმე უცხო ქვეყნის აგენტი გამოგივლენიათ?

- ფაქტზე არავინ დამიკავებია, მაგრამ არსებობდა ფიქსირებული ფაქტები, ანუ ვიდეო-აუდიო მასალები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ესა თუ ის პირი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე იმყოფებოდა. შესაბამისად, მის მიმართ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ვატარებდით.

- “პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებარას მოიცავს?

- თუკი ასეთ “ტიპი” სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, მისი ჩამოცილება უნდა მოხდეს, რითიც აგენტის გავლენა შემცირდება და ძირგამომთხრელი საქმიანობის შანსიც ნაკლები იქნება.

- უცხო ქვეყნის აგენტი, უეჭველი, სახელმწიფო სამსახურში უნდა მსახურობდეს?

- არა, მაგრამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის აგენტი ღირებული მაშინაა, როცა მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვს და მისი დამუშავება შეუძლია...

- აგენტურაში .. დონეები არსებობს - ვთქვათ, პირველი კლასის აგენტი და ასე შემდეგ?

- არა... სპეცსამსახური ჩვეულებრივი კონფიდენციალური წყაროს, გნებავთ, აგენტის გარეშე ვერ იარსებებს, თუმცა არსებობს გარკვეული გრადაცია - არსებობენ ერთჯერადი ინფორმაციის მომპოვებელი აგენტები, ასევე, “დამუშავებაში შესაყვანი” აგენტები და ასე შემდეგ... მთავარი ოპერატიული კავშირის დამყარება არაა - ადამიანი შეიძლება, გადაიბირო, მაგრამ თუ არ აღზარდე, ანუ არ ასწავლე, ინფორმაცია როგორ უნდა მოიპოვის და დაამუშავოს, არაფერში გამოგადგება. ასევე, აგენტმა ის მეთოდიც უნდა იცოდეს, თუ როგორ არ უნდა “გაიშიფროს”...

- ყოფილი აგენტები არსებობენ?

- არა... არსებობს ტერმინი “არქივული აგენტი” - თუ ადამიანი გარდაიცვალა, ან რაღაცის გამო აღარ მუშაობს, სპეცსამსახური ურთიერთობას წყვეტს, თუმცა მის საქმეს აარქივებს...

- აგენტი სპეცსამსახურმა შეიძლება, მხოლოდ ერთხელ გამოიყენოს დაშეეშვას”?

- არა... სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლებაში საბჭოთა სუკ-ის არაერთი “არქივული აგენტი” იყო და ვინმე დამაწრმუნებს, რომ “კა-გე-ბე”-ს სამართალმემკვიდრე “ეფ-ეს-ბე” მათ არ იყენებდა? ისე, “დუბლიაჟიც” ხდებოდა.

- ეს რაღაა?

- იმ საქმის ერთი “დუბლიკატი”, რომელიც საქართველოში იკერებოდა, მოსკოვში იგზავნებოდა და იქ ინახებოდა. ამიტომაც, ვამბობ, ვერავინ დამარწმუნებს, რომ “ეფ-ეს-ბე” ამ “არქივულ აგენტებს” არ იყენებს!

საერთოდ, “გე-რე-უ”-ს აგენტურა საქართველოს უშიშროების სამსახურისთვის უცნობია.

- “გე-რე-”, უხეშად რომ ვთქვათ, რუსეთის სამხედრო დაზვერვაა, არა?

- დიახ.

- “გე-რე-”-სთან კავშირზე მხოლოდ სამხედროები არიან?

- არა... მაგალითად, “გე-რე-უ”-სთან კავშირზე საქართველოში, რუსული სამხედრო ბაზების გარშემო მცხოვრები მოსახლეობაც იყო...

- ვიცი, მიამიტურად ჟღერს, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო: აგენტს გარეგნულად რამე ეტყობა?

- (იღიმება) რა უნდა შეეტყოს?!

- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, წეღან სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის გამწვავებული ვითარება საქართველოს კონტექსტში ახსენეთ...

- მგონია, რომ ესეც რუსული სცენარია...

- კარგი, ახლა, ყველაფერს რუსეთს ნუდააბრალებთ”...

- კი არ ვაბრალებ, უბრალოდ, ლოგიკაა: რუსეთი ჩვენი რეგიონიდან აშშ-ს ყურადღების გადატანას ცდილობს, ანუ მას უნდა, რომ მსოფლიოში კონფლიქტის მრავალი წერტილი იყოს და, როგორც წეღან ვთქვი, კრემლი ამით მსოფლიოს დაარწმუნებს, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გამოსავალი ძალოვანი ჩარევაა. ჩემი აზრით, გაერო-ში პუტინი განცხადებას სწორედ ამ მიმართულებით გააკეთებს და ღიად იტყვის, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგი უნდა დაამყაროს. ბოლოს და ბოლოს, პუტინს მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გეოსტრატეგიულ კატასტროფად საბჭოთა კავშირის დაშლა მიაჩნია!

ამ ფონზე ჩვენ აბსოლუტურად დაუცველები ვართ, მით უმეტეს, რომ კრემლმა უკრაინას ამხელა ყირიმი ჩამოაჭრა და მიიერთა. ჩავთვალოთ, რომ დონეცკის ოლქიც უკვე რუსეთისაა და თუკი ამას ოდესის ოლქიც დაემატა, უკრაინისგან რაღა დარჩება?!

- გამოსავალი არსებობს?

- დიახ.

- სახელდობრ?

- აშშ-მ, რომელიც გვეუბნება, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი ვართ, ამ პარტნიორობის თამასა უნდა ასწიოს.

- როგორ?

- როგორ და, - როგორც ისრაელისა და კორეის შემთხვევაშია, ანუ აშშ-მ საქართველო თავის სტრატეგიულ მეკავშირედ ოფიციალურად უნდა აღიაროს და ამით რეგიონში სტატუს-ქვო შენარჩუნდება. აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი, რომ ქვეყანა უცებ გამთლიანდება, არამედ, იმაზე, რომ რუსეთმა ჩვენი სხვა ტერიტორიებიც არ “გადაყლაპოს”... თუ არ ვცდები, შარშან თუ შარშანწინ, რამდენიმე სენატორმა ის საკითხი წამოსწია, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი მიენიჭებინათ. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა “ნატო, ნატო”-ს ძახილი კი არაა, არამედ, ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ აშშ-მ საქართველო სამხედრო პარტნიორობის მდგომარეობიდან მოკავშირის მდგომარეობაზე გადაიყვანოს, თორემ რუსეთს უკან დასახევი არაფერი აქვს - მანქანა ჩართო: საქართველოში ლოკალური ომი გამოსცადა, უკრაინაში წელიწადზე მეტია, ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს და არ გაჩერდება. ხომ ნახეთ, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურმა სანქციებმა დასავლეთს არაფერი მისცა.

- ერთი შეხედვით, ასეა, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი თანდათან იაფდება, რაც კრემლისთვის სერიოზულიდარტყმაა”.

- დიახ, მაგრამ ნავთობის გაიაფება ოპეკ-ის სხვა ქვეყნებსაც “დაარტყამს”, რაც მათ განწყობას შეცვლის, ანუ უნდათ თუ არა, რუსეთის მეკავშირეები გახდებიან.

- რატომ?

- როგორ გგონიათ, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, რომელთა შემოსავლის მთავარი წყარო ნავთობია, ამ გაიაფებას მეგობრულად აღიქვამენ? ავიღოთ ვენესუელა, რომელიც ნავთობმომპოვებელია, რუსეთის მეგობარია და არავის აინტერესებს, აშშ-ს მეზობლად რუსული ინტერესები რატომ გაჩნდა?

- ...ბატონო კოტე, ადრეც გკითხეთ და კიდევ გეკითხებით: შემოდგომაზე, თქვენი ინფორმაციით, რა მოხდება?

- ამას წინათ, “ნაციონალებმა” განაცხადეს, 2016 წელს არ დაველოდებით და საქმეს რიგგარეშე არჩევნებამდე მივიყვანთო.

- რიგგარეშე არჩევნებს ახლა რაღა აზრი აქვს?

- შეიძლება, აზრი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკური ძალა ასეთ განცხადებას, როგორც წესი, შემთხვევით არ აკეთებს ხოლმე, ანუ როგორც ჩანს, “ნაციონალები” პროცესის ქუჩაში გადატანას და ამით დასავლეთის ყურადღების მიქცევას ცდილობს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური “ტრიუკია”, რომლის მიზანიც “ოცნების” დემორალიზაციაა.