ბლუმბერგის კვლევის მიხედვით, 10 ქვეყანას შორის, სადაც  ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა მოსალოდნელი, საქართველო არ ფიგურირებს

ბლუმბერგის კვლევის მიხედვით, 10 ქვეყანას შორის, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა მოსალოდნელი, საქართველო არ ფიგურირებს

სააგენტო „ბლუმბერგის“ სტატიაში  სახელწოდებით „10 ვალუტა, რომელიც შეიძლება მიჰყვეს ტენგეს ჩინეთის მიერ გამოწვეულ ინფლაციაში“, აღნიშნულია, რომ გლობალურ სავალუტო ვაჭრობაში   გამოწვეული ბოლო შოკის გამო განვითარებად ქვეყნებს თავიანთი ვალუტის დაცვა ძალიან ძვირი უჯდებათ.

სტატიაში,  ასევე აღნიშნულია, რომ   პრობლემების წინაშე აღმოჩნდა საუდის არაბეთის რიალი და ეგვიპტური ფუნტი, ასევე საფრთხე ემუქრება ჩინეთსა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების მქონე ქვეყნებს. წინასწარი პროგნოზით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცემა, დასახელდა  სომხეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ეგვიპტე. კლავ შემცირებას განაგრძობს ყაზახური ტენგე, რომლის კურსიც უკვე 22%-ითაა შემცირებული.

როგორც წესი, ყაზახეთი ფინანსური ბაზრების ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა, ცენტრალური აზიის სწორედ ამ ქვეყანამ გამოიწვია ბოლო შოკი გლობალურ სავალუტო ვაჭრობაში.

მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა ხელი აიღო ვალუტის გაცვლითი კურსის კონტროლზე, ტენგე 22 პროცენტით დაეცა, რამაც პრობლემის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა გადაწყვეტილების მიმღები პირები: მათ ხომ ერთი დღით ადრე სცადეს მართვადი ინფლაციის განხორციელება. ამ ესკალაციამ მიანიშნა ინვესტორებს, რომ განვითარებად ქვეყნებს ძალიან ძვირი უჯდებათ თავიანთი ვალუტის დაცვა. ვიეტნამშიც დაფიქსირდა დონგის დევალვაცია, ხოლო თავისუფალ სავაჭრო მიმოქცევაში არსებული ვალუტები (მაგალითად, სამხრეთაფრიკული რანდი და თურქული ლირა) კვლავ განაგრძობს დაცემას.

ინფლაციის ტალღის მიზეზი კი იყო 11 აგვისტოს ჩინეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იუანის შესუსტებასთან დაკავშირებით, რამაც წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყნები, რომლებიც ექსპორტის ბაზრებზე კონკურენციას უწევენ მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ბაზარს და რომელთაგანაც ის იძენს პროდუქციას. ყოველივე ამან კიდევ უფრო გაამძაფრა განვითარებადი ბაზრების პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების ზრდითა და ნავთობის ფასების დაცემით. ზოგიერთი ქვეყნის წინაშე (მაგალითად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) დამატებითი პრობლემა დგას: რუბლის მიმდინარე ვარდნა მათ წამგებიან მდგომარეობაში აყენებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში.

ვალუტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ გლობალური მოვლენების ერთობლიობის გამო ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას:

საუდის არაბეთის რიალი: როგორც Deutsche Bank AG იუწყება, მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ნავთობის ექსპორტიორს, საუდის არაბეთს (672 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო რეზერვი) აქვს უნარი გაუძლოს ინფლაციას. მიუხედავად ამისა, მავანნი ირწმუნებიან, რომ სავალუტო რეჟიმი გატყდება, რადგანაც გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი ყველაზე დაბლა დაეცა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ფინანსური კონტრაქტების გაფორმებამ, რომელთა მეშვეობითაც ხდება გათვლა მომავალში ფასების ცვლაზე ან თავის დაზღვევა ამისაგან, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია 2003 წლის შემდეგ, რამაც  ბოლო წლის განმავლობაში გამოიწვია რიალის  ერთი პროცენტით დაცემა.

თურქმენული მანათი: იანვარში თურქმენეთმა (რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების მქონე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა) განახორციელა თავისი ვალუტის დევალვაცია 19 პროცენტით. სტოკჰოლმში მომუშავე კომპანია SEB AB-ის პროგნოზის თანახმად, მომდევნო ექვს თვეში მოსალოდნელია იფნლაცია კიდევ 20 პროცენტით.

ტაჯიკური სომონი: ამ ქვეყანას აქვს მჭიდრო კავშირები ყაზახეთთან, რომელთანაც ვაჭრობის წილი შეადგენს დაახლოებით 11 პროცენტს. კომპანია SEB AB ვარაუდობს 10-დან 20 პროცენტამდე ინფლაციას.

სომხური დრამი: ბოლო 12 თვეში ამ ვალუტამ განიცადა 15-პროცენტიანი ინფლაცია (შედარებისთვის, რუბლი დაეცა 46 პროცენტით). ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მეოთხედი მოდის რუსეთზე.

ყირგიზული სომი: BMI Research-ის თანახმად, ყირგიზეთსა და ყაზახეთს შორის ახლო კავშირების გამო ტენგეს დაცემა საფრთხეს შეუქმნის სომს.

ეგვიპტური ფუნტი: 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ გამოწვეული კრიზისის გამო ქვეყანაში შეიმჩნევა უცხოურ ვალუტაზე ინვესტორთა წვდომის ნაკლებობა. ტრეიდერები ამტკიცებენ, რომ ფუნტი ერთ წელიწადში 22 პროცენტით დაეცემა, როგორც ამას მოწმობს 12-თვიანი ე.წ. სამომავლო ფინანსური კონტრაქტები.

თურქული ლირა: მართალია, 11 აგვისტოს ჩინეთში განხორციელებული დევალვაციის შემდეგ ლირა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ პოზიციას ინარჩუნებს, ძალადობა პოლიტიკური ნიშნით და ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა მდგომარეობას უარესისკენ ცვლის. 

ნიგერიული ნაირა: გადაწყვეტილებათა მიმღები პირები ამ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანაში ცდილობენ შეინარჩუნონ ეროვნული ვალუტა ისეთ დონეზე, რომელიც ბევრს ზედმეტად მაღალი ეჩვენება. სამომავლო ფინანსური კონტრაქტები ცხადყოფს, რომ მომავალ წელს ნაირა 20 პროცენტით დაეცემა დოლართან მიმართებით.

განური სედი: განაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა მის მთავარ პრობლემა ეს არის ფისკალური დისბალანსი, მზარდი იფნლაცია და ვალი.

ზამბიური კვაჩა: ეს ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე, რადგანაც მისი ექსპორტის 70 პროცენტი სპილენძზე მოდის.

მალაიზიური რინგიტი: ხუთშაბათს ამ ქვეყნის ვალუტა დაეცა ყველაზე დაბლა ბოლო 17 წლის განმავლობაში, ხოლო ოქროს სავალუტო რეზერვიმ პირველად 2010 წლის შემდეგ, დაეცა 100 მილიარდი დოლარის ნიშნულზე ქვევით.

http://www.bloomberg.com/news/articles/2015-08-20/10-currencies-that-may-follow-tenge-in-tumble-triggered-by-china