რუსთავი-თბილისის ხაზები თბილისის ხაზების ბედს გაიზიარებენ

რუსთავი-თბილისის ხაზები თბილისის ხაზების ბედს გაიზიარებენ

რუსთავის შიდა ტრანსპორტი 18 აპრილიდან ათი თეთრით გაძვირდა. რუსთაველებს ქალაქში სამარშუტო ტაქსით გადაადგილებისას 50 თეთრის გადახდა უწევთ. ორი თვის წინ მგზავრობა 30 თეთრით გაიზარდა, ასევე რუსთავ-თბილისის სამარშუტი ხაზზეც.

რუსთაველების საკმაოდ დიდი ნაწილს, რომელსაც სამსახური თბილისში აქვს, ან სტუდენტია და სასწავლებელში დადის – მგაზრობისთვის ახლა, 1.30 გადახდა უწევს.

რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით, რამოდენიმე ხაზი ფუნქციონირებს. რუსთავში შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე საუბრისას ადგილობრივებს  ახსენდებათ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მოქმედი საწარმო “ რუსთავტრანსისი” #2 ფილიალი. ეს უკანსკნელი წარსულში ქალაქის ტრანსპორტით მომსახურებას სრულად უზრუნველყოფდა.

“რუსთავი-თბილისის ხაზი, საბჭოთა კავშირის დროიდან ერთ-ერთი ყველა შემოსავლიანი იყო. მაშინ, როდესაც “მოქალაქეთა აკავშირი” ჯერ კიდევ იქმნებოდა, რუსთავის მერიამ გადაწყვიტა დაპატრონებოდა “რუსთავტრანსისი” #2 ფილიალს. მე თავად ვიყავი, იმ კოლექტივის იურისტი და შემიძლია ვისაუბრო მიზეზებზე, რამაც დღევანდელი სურათი მოგვცა.

როცა ქვეყანაში დიდი პრივატიზაციის პროცესი დაიწყო ის “რუსთავტრანსსაც” შეეხო. იმდროინდელი კანონმდებლობის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად კოლექტივს საწარმოს 49%-ი, ხოლო ადგილობრივ მმართველობას - 50%  უნდა დარჩენოდა. თუმცა, რუსთავის მერიამ საწარმო სრულად დაისაკუთრა. შემდეგ კი, მეტი მოგების მიღების მიზნით, დაყო ის და კორუფციული გარიგებების გზით გაასხვისა. ასე რომ, ის კერძო კომპანიები, რომლებიც ახლა  ქალაქში მუშაობენ, რუსთავის კორუმპირებული მერების ნაღვაწია“ – საუბრობს “ეროვნული ფორუმის” რუსთავის საინიციატივო ჯგუფის წევრი, გოჩა გუგეშაშვილი.

გუგეშაშვილი გვაჩვენებს იმ მიმოწერას, რომელიც წლების მანძილზე სააკაშვილთან და გენერალურ პროკურორთან ჰქონდა. წერილებში საუბარია მერიის მიერ “რუსთავტრანსის” დასაკუთრების საქმეზე.

ყველა წერილი პროკურატურიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ავტომატურ რეჟიმში გადაგზავნილია რუსთავის მერიასა და რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში – ანუ მათთან, ვინც თავად იყო წერილის ავტორები უჩიოდნენ.

“ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა ტენდერის მოწყობა რუსთავ-თბილისის ხაზზე. ამათ ის ვერ აუტანიათ, თუ რატომ მიაქვთ ამ კერძო ფირმებს ფულის დიდი ნაწილი სახლში და არა მათ ჯიბეში. თუმცა, ამ სფეროდან  ფული ისედაც საკმაოდ კარგად  იხსნება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსთავში ტრანსპორტის ტენდერის ჩატარებით ამ ბიზნესის სხვა სამთავრობო კლანზე გადაცემა მოხდება“ – ამბობს გუგეშაშვილი.

მარტის შუა რიცხვებში, ყველას გასაკვირად, რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზზე არსებული სიტუაციით პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე დაინტერესდა. ის ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვილებების შეტანას გულისხმობს. ინიციატივის თანახმად, სამარშუტო გადაზიდვები იმ ქალაქებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან 50 კილომეტრით არიან  დაშორებული, ქალაქების თვითმმართველობების ურთიერთშეთანხმებით უნდა დარეგულირდება. სხდომაზე ბალავაძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ რუსთავს შეეხება, რადგან ასეთი დაშორება დედაქალაქთან მარტო მას აქვს. რუსთავი-თბილისის ხაზით ასეთი დიდი დაინტერესება, მან იმითი ახსნა, რომ ამ მიმართულების ტრანსპორტში დიდი ქაოსია. 

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჩატარდება ტენდერი და რუსთავი-თბილისის შემოსავლიანი მარშუტი ახალ ხელში გადავა. რა ფორმით დაარეგულირებს შემოსული კომპანია ამ სფეროში არსებულ ქაოსს, გაურკვეველია. ოპოზიცია კი კვლავ ელიტურ კორუფციაზე საუბრობს...