წვნიანი კარტოფილისა და ყველის გუფთებით

წვნიანი კარტოფილისა და ყველის გუფთებით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1,5 ლ ხორცის ბულიონი, 1 კონა ოხრახუში, 1 ცალი პატარა სტაფილო, 50 გ გახეხილი ყველი, 3 ცალი მოხარშული კარტოფილი, ფქვილი - რამდენსაც შეიზელს, მარილი და წიწაკა - გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარტოფილი დავჭყლიტოთ, ავურიოთ ყველი და ცოტა მარილი, შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ გავაკეთოთ პატარა გუფთები და შემდეგ ამოვავლოთ კვლავ ფქვილში. ბულიონი ავადუღოთ სტაფილოსთან ერთად, გავუწყოთ სანელებლები და შიგ ჩავყაროთ გუფთები. როდესაც გუფთები მოიხარშება, მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.