ირაკლი კობახიძე: კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს

ირაკლი კობახიძე: კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს

არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი ამისთვის და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, იმისათვის, რომ არავის დარჩეს ამის განცდა, კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 30 წლის განმავლობაში დაევალება შესაბამის დანაშაულში მსჯავრდებულ პირს საკუთარი დეკლარაციის, ყოველწლიური სამოხელეო დეკლარაციის გამოქვეყნება.

ესეც არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ზომა. ყველა ეს ზომა აჩვენებს ჩვენს სრულ მოტივაციას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კორუფციის მთლიანად აღმოფხვრისთვის. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ცოტა შევამციროთ და ა.შ. ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის სამეულში გვინდა მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია ეს მიზანი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ სარტყელში მდებარეობს. 8 თებერვალს, როდესაც წელიწადნახევრის წინ გამოვედი მთავრობის დამტკიცების დროს, მაშინ ვთქვი ზუსტად, რომ გვინდა ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რაღაცებს სჭირდება დრო და დღეს ვართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველა კატეგორიის დანაშაულს მაქსიმალური ეფექტიანობით ვებრძოლოთ", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

დოი ირაკლი,ძალიან დაუნდობელი ხარ რაა....ტვ პირველის ჟურნალისტი ლამის კანიდან ამოძვრეს ხოლმე როცა რაიმე პროვოკაციულ კითხვას დაგისვამთ ხოლმე და თქვენი პასუხით გაცეცხლებული წონასწორობას კარგავს...ოეეე ტვ პირველი,ცოტა უმკურნალეთვდა ასწავლეთ ჟურნალისტიკა რაც არის
53 წუთის უკან