“კოალიციაში დაძაბული სიტუაციაა...

“კოალიციაში დაძაბული სიტუაციაა... "

კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ქართულ სიტყვასთანმერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ მალე კორუფციულ გარიგებებს სამინისტროებშიც გამოავლეენ.

- ბატონო მამუკა, პრემიერი დაინტერესდა, რიგ სამინისტროებს ჩამორჩენა რატომ აქვ და არ გამორიცხა, რომ რამდენიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას. როგორც ჩანს, საკადრო წმენდა გველის, არა?

- პირველი: ეს არაპროფესიონალიზმი და საქმის კეთების არცოდნაა - გამგებლებს ფულიც აქვთ და საშუალებაც, მაგრამ არ იციან, ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი როგორ განახორციელონ. ამასთან, პასუხისმგებლობის აღება არ უყვართ. მათგან ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, კორუფციულ გარიგებაშია გახვეული.

- კერძოდ?

- ვგულისხმობ მერიის თანამშრომლებს... ჯოკია ბოდოკიას დაკავება ამ თვალსაზრისით პირველი მერცხალი იყო, თუმცა ეს დაკავება პრეცედენტი არ ყოფილა - მანამდე ჩინოვნიკების საკმაოდ დიდი ნაწილი დააპატიმრეს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ბოდოკიას ფული იმაში ჰქონდა აღებული, რომ სასტუმროს პროექტი გაეტანა, მაგრამ ამას, თუ მაღალი თანამდებობის პირი არ დაეხმარებოდა, მარტივად ვერ გააკეთებდა. ალექსანდრე მარგიშვილიც, რომელიც ახლახან „დამსახურებულ პენსიაზე“ გაუშვეს, ამ კატეგორიას მიეკუთვნება...

- თუ იცით, მარგიშვილი პრივილეგიებით რატომ სარგებლობდა და ნარმანიაზე მეტ ხელფას-პრემიას რა დამსახურებისთვის იღებდა?  

- აბა, რა ვიცი, მარგიშვილი ამდენ ფულს რატომ იღებდა. მეც ეგ არ მიკვირს? ეს კაცი, საერთოდ, ვინაა? ეტყობა, სპეც-სამსახურებში ჰყავდა ვიღაც. სხვანაირად, მისი პრივილეგიები როგორ შეიძლება ავხსნათ?! ერთ ფაქტს გეტყვით: როცა გურამ ოდიშარია მინისტრობიდან გადააყენეს, მაშინ მარგიშვილი დარბოდა და ცდილობდა, ივანიშვილამდე ხმა მიეწვდინა, კულტურის მინისტრად დამნიშნეთო, თუმცა სამინისტროდან მოიშორეს. ამ კაცს ქვეყნის წინაშე ისეთი რა დამსახურება აქვს, რომ სასათბურე პირობებში ჰყავთ? ვიცი, საგამოძიებო ორგანოებმა მის გადაყენებას რეკომენდაცია იმიტომ გაუწიეს, რომ კორუფციულ სქემებში აღმოჩნდა ჩართული. პირდაპირი ჩართვა იყო თუ ირიბი, ვერ გეტყვით, მაგრამ მისი გათავისუფლების საბაბი ეს გახდა. მიუხედავად ამისა, ნარმანია მარგიშვილის გამო ახალ უწყებას - “მეწარმეთა ხელშეწყობის ცენტრს” აყალიბებს. ეს რას ჰგავს? ნარმანიას მხრიდან ეს აბსოლუტურად არაკორექტული საქციელია, ვინც უნდა მფარველობდეს მარგიშვილს, საზოგადოებამ ყველაფერი იცის და ვერ მოატყუებენ. მარგიშვილი არც კულტურის სამინისტროში ვარგოდა, არც - მერიაში და ახალ სამსახურში როგორ ივარგებს? მერიის ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ხალხი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, სად მოხვდა.

- ვის გულისხმობთ?

- მერის მოადგილეებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში, არაპროფესიონალები და დამნაშავეები არიან. მაგალითად, ჩივიაშვილი, რომელსაც სოციალური მიმართულება ებარა, სხვა ოთხ ადამიანთან ერთად, იმის გამო იყო დაკავებული, რომ სოციალურად დაზარალებულთა ფული შეჭამა. მართალია, ეს ფული უკან მიატანინეს, მაგრამ ჩივიაშვილი გაქრა და ახლა ტანჯულის მანტიის მორგება უნდა. სავარაუდოდ, კიდევ ბევრს დაიჭერენ და გაყრიან მერიიდან, გნებავთ სამინისტროებიდანაც. ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაგრძელდება.

- ირაკლი ღარიბაშვილი არც გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების მუშაობითააა კმაყოფილი და ამბობს, რომ ისინი, ბიუროკრატიული ბარიერის გამო, პროცესს აფერხებენ...

- საკრებულოს წევრებზე არ მსმენია, რომ კორუფციაში იყვნენ გარიგებულნი. რაც შეეხება იმას, რომ ეს ხალხი ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს ქმნის, არ გამოვრიცხავ, რადგან საკრებულო ვერა დგას ისეთ სიმაღლეზე, როგორც საჭიროა.

- ბატონო მამუკა, თქვენი ინფორმაციით, კორუფცია მხოლოდ თბილისის მერიაშია ფეხმოკიდებული თუ სამინისტროებშიც?

- ვფიქრობ, შეკითხვები ყველა, მაგალითად, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების მიმართ არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეკითხვა სამართლიანადაა დასმული. ზოგ შემთხვევაში, კორუფციის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია, ზოგჯერ კი, მხოლოდ მოარული ხმაა. ყველაფერს გამოძიება სჭირდება. მთავარია, სისტემა არ იყოს კორუფციული, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და საფუძველშივე მოსპოს. სხვათა შორის, კორუფციას ისრაელისა და ბოსნიის პრეზიდენტები შეეწირნენ.

- ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, ტენდერებში დიდი ფულიტყდება...

- ვიცი, რომ ირაკლი შავლიაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - მას რომ ჰკითხოთ, თავს უკვე მოხსნილად თვლის. რასაკვირველია, ფული „ტყდებოდა“, მაგრამ მუდამ ასე იყო - “ნაციონალების” დროსაც იგივე ხდებოდა და არც კომუნისტები იყვნენ გამონაკლისები. კორუფციულ სისტემას შექმნა არ უნდა დააცალო და კონტროლი გაამკაცრო, რადგან როცა გათავხედდებიან, მერე უკვე საშინელებებს აკეთებენ. ფულს “ნაციონალების” დროსაც “ტეხავდნენ” და ამას მათ მიერ გაკეთებული გზებიც მოწმობს. ვინმემ არ მითხრას, დრო გავიდა და გზა იმიტომ გაფუჭდაო. თუ ასეა, დიღმის გზა რატომ არ გაფუჭდა? ის გზა ჰოლანდიელებმა კეთილსინდისიერად გააკეთეს და ამიტომ.

- მართალია, არჩეულია, მაგრამ დავით ნარმანია ხომ არ გადადგება?

- 7 თვეა, ნარმანია აირჩიეს. ამ ხნის განმავლობაში, გზები მაინც უნდა დაეხაზა, ხალხს რომ გაეგო, ქალაქს მერი ჰყავს თუ არა. ნარმანიას დრო კიდევ აქვს, რომ თავი გამოიჩინოს, 2-3 თვის შემდეგ კი გადაწყდება, ქალაქს სჭირდება თუ არა. ეს პერიოდი მისთვის წყალგამყოფია და სერიოზული ძალისხმევა მართებს, რომ სიტუაცია შეცვალოს და კორუფციის ფაქტი აღარ დაუშვას.

- ...ბატონო მამუკა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ პოსტზე დაინიშნა. კიევში თანამდებობები სხვანაციონალებმაცმიიღეს. ზოგი ამბობს, რომ მათ დასავლეთი სწყალობს...

- “ნაციონალებს” დასავლეთი კი არა, უკრაინა სწყალობს. უკრაინაში დასავლურ ფულს პატრონი სჭირდება ისევე, როგორც - დასავლურ იდეებს. ამის მიმხედი კი, შეიძლება, სააკაშვილი იყოს. სხვათა შორის, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად სანდრო კვიტაშვილის დანიშვნა, როგორც ირკვევა, სააკაშვილის იდეა არ ყოფილა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მსოფლიო ბანკმა წარადგინა და თავი საკმაოდ კარგადაც გამოიჩინა.

- თავი მაინც, რაში გამოიჩინა?

- სანდრო მსოფლიო ბანკში მუშაობდა და ეტყობა, კარგი თანამშრომელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ბანკი რეკომენდაციას არ გაუწევდა. არ მიკვირს, რომ დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეს აქვს ინტერესი, რომ უკრაინაში თავისი იდეების გამტარებელი ჰყავდეს. უკრაინის ხელისუფლებას კი ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც დასავლეთში, თუნდაც იარაღის მოწოდების საქმეში, მისი ლობისტი იქნება! ამ საქმეში სააკაშვილი ნამდვილად ივარგებს, რადგან იარაღის შოვნის და გაყიდვის დიდი გამოცდილება აქვს.

- ოფიციალური კიევი არ ითვალისწინებს, რომ ზოგიერთნაციონალზეძებნაა გამოცხადებული. უკრაინელები ისეთ ხალხს, ვინც სამშობლოში თავი კარგი საქმის კეთებით ვერ გამოიჩინა, რატომ ენდობიან?

- უკრაინის ხელმძღვანელობას სააკაშვილი ჰაერივით სჭირდება. თავის დროზე დასავლეთი იაცენიუკს ემხრობოდა, პოროშენკო მისი კანდიდატურა არ ყოფილა. ამ უკანასკნელს გვერდით ისეთი ადამიანის დგომა სჭირდებოდა, რომელიც დასავლეთში მისი გამხმოვანებელი იქნებოდა. სააკაშვილს თანამდებობა ამიტომაც მისცა. ამ შემთხვევაში, აშშ-ისა და პოროშენკოს ინტერესები დაემთხვა.

რაც შეეხება თანამდებობებზე ძებნილების დანიშვნას, საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ და პროკურატურამ კულუარულად და დინჯად უნდა იმუშაონ. მათ საქმის გაფუჭება არც უკრაინასთან უნდათ, ამიტომ მასალები მომზადებული და იურიდიულად წელში გამართული უნდა იყოს, რომ უკრაინის შესაბამის სტრუქტურებში გაიგზავნოს. თუ უკრაინის ხელისუფლება ამას ყურადღებას არ მიაქცევს, მერე საქმე სხვანაირად იქნება. სხვათა შორის, იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელზეც ქართულმა პრესამ ერთი ამბავი ატეხა, დავადგინე, რომ სისხლის სამართლის საქმეც კი არაა აღძრული და ამის შემდეგ პასუხს უკრაინელებს ვთხოვთ, თანამდებობებზე რატომ ნიშნავთო?  თუ პროკურატურის შესაბამისმა მიმართულებამ ეფექტურად არ იმუშავა, იმას მივიღებთ, რაც კეზერაშვილის შემთხვევაში მოხდა - საფრანგეთმა გაათავისუფლა. ყველაფერს მუშაობა სჭირდება და არა - ისტერიკა.

- ბატონო მამუკა, ქართულ ოცნებაში განხეთქილებაზე რამე გსმენიათ?

- კოალიციის დაშლის წინაპირობას ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ იქ ორი სუბიექტი ერთმანეთს მუდამ კბენს - „რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ. პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია და არ მგონია, კოალიცია დაშლამდე მიიყვანოს, თუმცა, აშკარად ჩანს, რომ კოალიციაში დაძაბულობაა. ამის ნათელი მაგალითი დავით საგანელიძესთან დეპუტატების ერთი ჯგუფის დაპირისპირებაა.

- საგანელიძეზე ამბობენ, პოლიტიკიდან მიდისო. იძულებულია, ასე მოიქცეს?

- ქართველი პოლიტიკოსი რომ თავისი ნებით წასულიყო, ასეთი რამ გახსოვთ? ასეთი რამდენიმე კაცი ვიცი - ლადო კვარაცხელია და დავით მაღრაძე პარლამენტიდან რომ გავიდნენ, აქ ჩვენი ადგილი არ ყოფილაო. თანამდებობიდან კი ისე არავინ მიდის, თუ განსაკუთრებული მდგომარეობა არ შეიქმნება.

- თუ ასეა, საგანელიძეს პოლიტიკიდან წასვლას ვინ აიძულებს?

- კოალიციაში იმდენად დაძაბული სიტუაციაა, რომ საგანელიძე მოვლენებს ვეღარ მართავს, თუმცა არ მინდა, ამ წვრილმანებში შევიდე. დეპუტატებს შორის უთანხმოება იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც ის, რომ ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს, რომელთა გადაწყვეტის პროცესი ჭიანურდება. ესაა მთავარი, თორემ სრულიად არ მაღელვებს, დეპუტატები იჩხუბებენ თუ არა.

- ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, აქციაშემოულაწუნე” 21 მარტს დაგეგმილნაციონალებისაქციასთან კავშირში იყო?

- 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით პრესაში ძალიან ბევრი ინფორმაციაა. შეიძლება, ეს შეთითხნილი ამბავია... სამართლიანი მოთხოვნები გაისმის და ხელისუფლებას დაპირებების შესრულებაზე მიუთითებენ. მართალია, ის, რასაც ხალხს დაჰპირდი, უნდა შეასრულო. ხალხი ამდენი ტყუილის მოსმენით დაიღალა. საინტერესო პროექტია „აწარმოე საქართველოში“ დ ბევრი სხვა საქმეც გაკეთდა, მაგრამ ხელისუფლებას სურვილი არ აქვს, თავისი გაკეთებული საქმეების შესახებ ხალხს შეატყობინოს. ცნება - ხელისუფლების პიარი არ არსებობს. ვერ გეტყვით, მის ინტერესში მსგავსი კამპანიის წარმოება რატომ არ შედის.

- მას შემდეგ, რაც მოკავშირეობის ხელშეკრულებები გააფორმა, კრემლმა ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნები დაიწყო...

- ეს იმ პროცესის, რომელიც 2008 წელს დაიწყო, ლოგიკური ფინალია. ჩვენ, სამწუხაროდ, პუტინს მადლობა უნდა შევწიროთ, რომ მაშინ ჩვენი ანექსია არ მოახდინა. ეს ნაბიჯი რომ გადაედგა, ვერაფერს ვიზამდით, “ნაციონალები” კი თავხედურად ამბობენ, პუტინს ომის დაწყება უნდოდა და ჩვენ  შევაჩერეთო. პუტინს რომ ომის დაწყება უნდოდა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ომი თავიდან აეცილებინა? ესაა კითხვათა კითხვა, რომელზეც პასუხი აქამდე ვერ მოვისმინე. ხშირად ვფიქრობ და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მათმა უგუნურმა საქციელმა წყალი პუტინის წისქვილზე დაასხა. ახლა ოკუპაცია გრძელდება და დასავლელი პარტნიორები ვერც ჩვენ და ვერც უკრაინასთან მიმართებაში ვერაფერს აკეთებენ.

- ბატონო მამუკა, დასავლეთი ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებაზე თავს რომ იკავებს, ამით კოჭს პუტინს ხომ არ უგორებ?

- აპატურაი  და ოლანდი ლაპარაკობენ, ჯერ ადრეა ან, სულაც, ნატო-ში გაწევრიანება საეჭვოაო. ასეთი განცხადებებით პუტინსაც უგორებენ კოჭს და თავის თავზეც ფიქრობენ. არაერთხელ გაგვყიდეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა - პატარა ქვეყნის ბედი ასეთია. ამიტომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ორიენტირებულნი არასოდეს უნდა ვიყოთ და მრავალვექტორიანი პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომელსაც ბევრი ჭკვიანი პოლიტიკოსი სჭირდება.