პარლამენტი გასაიდუმლოებულ კანონპროექტს იხილავს

პარლამენტი გასაიდუმლოებულ კანონპროექტს იხილავს

პარლამენტი დღეს უცნობი კანონპროექტის განხილვას გეგმავს. მედია გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონპროექტის დამუშავება ოთხი თვეა მიმდინარეობს და ხელისუფლებას გადაწყვეტილება ჯერკიდევ არ აქვს მიღებული. თავისთავად ის საკითხი, თუ რატომ ვერხერხდება გადაწყვეტილების მიღება, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ ამასთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმება არსებობდა. ამ შემთხვევაში კი საინტერესო ის არის, სესიაზე უცნობი კანონპროექტის განხილვა რამდენად კანონიერია.

 

საქმე ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ სურს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ საკითხის განხილვა დღევანდელ სესიაზე მოხდება. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სესიამდე ვერ დააზუსტებს იმას, ხელისუფლებამ რა გადაწყვეტილება მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ საუბარია ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმადკი ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს აეკრძალებათ საქართველოში მედიასაშუალებების ფლობა. ამასთან, განხილვის პროცესში გარკვეული შეთანხმება მოხდა ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც.

 

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ზეპირი შეთანხმებებიც საინიციატივო ჯგუფის, არასამთავრობო სექტორის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა აქტიურობით იქნა მიღწეული. მაგრამ, საქმე შეთანხმების კანონპროექტში ასახვაზე რომ მიდგა, გაკეთდა განცხადებები, რომ კონსულტაციების გაგრძელება იყო საჭირო დასაკითხის გადადება უნდა მომხდარიყო.

 

საკითხი დეკემებრის ბოლოს თებერვლისთვის გადაიდო, მაგრამ შეთანხმების პროცესი დღემდე გრძელდება. დაახლოებით ერთითვის წინ გაკეთდა განცხადება, რომ ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპზე შეთანხმდნენ და ფორმულირებაზე შეთანხმება მაშინვე უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, კანონპროექტი მეორე მოსმენითაც იქნებოდა მიღებული.

 

მაგრამ, საკითხის მიღება ვერ მოხერხდა. ცხადია, მიზეზები ოფიციალურად არ დასახელებულა და მხოლოდ ის ითქვა, რომ კონსულტაციები გრძელდებოდა ფორმულირებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება დასაზუსტებელ საკითხს, ეს ეხება მედიასაშუალების ფინანსური აუდიტის საკითხს და არსებობს შეთანხმება, რომ ის უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მაგრამ, ფაქტი ის არის, რომ ფორმულირება ისევ შეუთანხმებელია. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი სწორედ იმასაქვს, თუ ეს ყველაფერი რა ფორმულირებით ჩაიწერება.

 

“გამჭვირვალობის საკითხი იმიტომ გადაიდო, რომ შევთანხიდით, კონკრეტულ ფორმულირებაზე საკომიტეტო განხილვისას ვიმსჯელებთ დაარა სესიაზე, რათა სესიაზე ძირითად საქმეს არ მოვწყვეტილიყავით და დრო არ დაგვეკარგა. დღეს ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი გადიოდა და, შესაბამისად, მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კონკრეტულ ფორმულირებაზე ვიმსჯელებთ და სასესიოკვირისთვის უკვე მზად იქნება,” - განაცხადა მარტის დასაწყისში ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძემ.

 

თუმცა, მას შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა. მაგრამ ფორმულირება ისევ უცნობია.

 

სხვათა შორის, “რეზონანსის” ინფორმაციით, ხელისუფლება ოპოზიციის მიერ გამზადებული ფორმულირების მესამე ნაწილს ართანხმდება. ეს ფორმულირება კი ოპოზიციას ამ სახით აქვს ჩამოყალიბებული: “ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების მიხედვით.

 

“მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ყოველწლიურად, 1 მაისამდე თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. აუდიტი უნდა განხორციელდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის ინტერპრეტაციის მიხედვით. ამასთან, ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა აუდიტორული შემოწმება უნდა ჩაატარებინოს კომისიის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ აუდიტორს.

 

“ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ყოველწლიურად, 15 იანვრამდე, 15 აპრილამდე, 15 ივლისამდე და 15ოქტომბრამდე  გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზე და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი თვის პირველი რიცხვისთვის თავისი აქტივებისა და პასივების, აგრეთვე შესაბამის პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.”

 

გამოდის, რომ ხელისუფლება სწორედ ამ უკანასკნელ ვალდებულებას არ თანხმდება. ამის გარეშე კი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა რამდენად მოხერხდება, ძნელი სათქმელია.

 

ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა დღემდე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ნაწილს, თუ ხელისუფლებას რა არგუმენტი გააჩნია, ვეფხვაძე აცხადებს, რომ მათ ტელეკომპანიების მხრიდან დაფინანსების წყაროების წელიწადში ოთხჯერ წარდგენა ებევრებათ.

 

“წელიწადში ოთხჯერ არის მოთხოვნა და, თუკი ებევრებათ, ორს მაინც დათანხმდნენ. აქ არის საუბარი აქტივებსა და პასივებზე და ამის გარეშე ფინანსურ გამჭვირვალობა რითი უნდა იქნას უზრუნველყოფილი? ესენი ამბობენ, რომ ეს შესაბამისობის დეკლარაციაში ისედაც იწერებაო. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტი და ვიმსჯელოთ. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას კონკრეტულ შეთანხმებამდე მივალთ,” - აცხადებს ვეფხვაძე.

 

გუშინ კი ჩიორა თაქთაქიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება მიღებულია. მაგრამ რაგადაწყვეტილება, არავინ იცის.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საინტერესო ის არის, ასე მიღებული კანონპროექტი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად.

 

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კანონის მიღებისთვის არსებობს რეგლამენტით დადგენილი წესი და ასე მიღებაამ რეგლამენტის დარღვევას ნიშნავს.

 

“პირველი მოსმენის შემდეგ უნდა შედგეს საკომიტეტო მოსმენადა და ზუსტდეს მეორე მოსმენისთვის წარსადგენი კანონპროექტი. კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სახით გადის ეს კანონპროექტი. კომიტეტის სხდომები, კანონის თანახმად, არის ღიადა მისი ჩატარების თარიღი წინასწარ უნდა იყოს გამოცხადებული. ასევე წინასწარ უნდა იყოს ცნობილი კომიტეტის სხდომის დღისწესრიგი და დაინტერესებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომაში და აქ გამოთქვან თავისი მოსაზრება.

 

“კომიტეტის გადაწყვეტილებაც ღია და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, კანონპროექტი რა სახით გადის სასესიოგანხილვაზე. თუკი ასე არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მალავენ და ეს არის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა,” - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

 

როდესაც კანონპროექტის კანონდარღვევით მიღება ხდება, ცხადია, ეს უკანონოდ უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. პირველ რიგში კი სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემის გამო. მაგრამ, ფაქტია, რომ პარლამენტი დღეს ინიციატივას კანონდარღვევით განიხილავს და ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, წესით, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს.