მან, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ბინადარი ერთხელ მაინც ყოფილა, ზუსტად იცის, რას გადის პატიმარი იქამდე, ვიდრე ციხის საკანში მოხვდება: ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორია, ე.წ. კაპეზე, შემდეგ - ციხის კარანტინი, მერე უკვე - საკანი. თუ სასამართლო სასჯელს შეუფარდებს, ციხიდან პატიმარი ზონაზე გადაჰყავთ ან, უარეს შემთხვევაში, დახურულ დაწესებულებაში, ე.წ. კრიტში, რომელიც თავისი პირობებით მკაცრია. ამ გზის გავლა გარდაუვალია და ძველმა პატიმრებმა იციან ხოლმე თქმა, რამდენჯერმე ნასამართლევი პირი პირდაპირ ციხეზე რომ მიიყვანონ, უკეთესი იქნება, რადგან ყველაფერი ეს კომუნისტების დროს იმიტომაა მოფიქრებული, ციხეში პირველად მოხვედრილი ადამიანი გარემოს შეეგუოს და არ გაგიჟდესო. თუ ციხის საკანში რომელიმე პატიმარი რამეს აშავებს, ის ჯერ კარცერში, მერე კი ისევ კარანტინში მიჰყავთ და 12 კვადრატულ მეტრში, 30 პატიმართან ერთად, ორი კვირა აჩერებენ...
,,არ მაქვს ამათი ბლატაობის თავი, პატიმარი #0578 და რეზო კარანტინში, სას-წრაფო წესით', - გლდანის ციხის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჯალათმა, გოგა ბუთლიაშვილმა ორი პატიმარი კარანტინის გზას მარტივად გაუყენა. ორივე საკა-რანტინო ნაწილში ჩაიყვანეს, ნომერმეხუთე საკანი გაუღეს და შეყარეს. პრინციპ-ში, შეყარეს ხმამაღალი ნათქვამია - 12 კვადრატულში 27 პატიმარი უკვე იჯდა. ახლადმოყვანილებმა ძველებს ინტერესით დაუწყეს თვალიერება და ვიდრე რამეს იკითხავდნენ, ხმა #0578-მა ამოიღო: ,,ეს ვინ არის, პარაშის შესასვლელთან რომ ზის და თავ-პირი აქვს გაერთიანებული?'
,,მწყემსია. თუ გაგიგიათ, ამას წინათ, ორი მწყემსი რომ მოკლა, ცხვრები მოპარა, მერე, 14 წლის ბიჭი გააუპატიურა... ის არის. სხვა საკნებში არ გააჩერეს, ცემდნენ და აქ შემოაგდეს, პარაშასთან ზის და ხმას არ იღებს', - მიუგეს პატიმრებმა.
,,ჩამოწეული, ჩვენს გარდა, ვინ არის კიდევ?!' - ყვირილით იკითხა რეზომ.
,,არავინ', - დაფრთხნენ პატიმრები.
,,სირებო, თქვენ, სირებო', - იღრიალა რეზომ და პარაშასთან მჯდომ პატიმარს მიეჭრა, მოქნეული ფეხი სახეში ჩააზილა და როცა ღრიალით გადავარდა, უმოწყალოდ ცემა დაუწყო. პატიმრები გაოცდნენ, #0578-მა კარზე დააბრახუნა და რო-ცა გააღეს, ოფიცერს უყვირა: ,,ეს რომ აქ დაგვისვით და ჩამოგვიყვანეთ, სროკი გინდათ დავიმატოთ? გაათრიეთ აქედან, თორემ ცოტა ხანში გასატანი გეყოლე-ბათ'.
რეზო უმოწყალოდ აგრძელებდა ცემას, ვიდრე რამდენიმე ოფიცერმა პატიმარი კამერიდან არ გაათრია. კარი ჩაკეტეს. რეზო და #0578 ახლა დანარჩენებს მიუბ-რუნდნენ.
,,იმდენი რატომ არ იფიქრეთ, სხვა საკნებში რატომ არ გააჩერეს ეს კაცი?! ამასთან ერთად როგორ სუნთქავდით? ცხვრის გულისთვის კაცის მკვლელობას თავი რომ დაანებოთ, 14 წლის ბიჭი გააუპატიურაო... გული არ გერეოდათ?! სის-ხლი არ გაქვთ?! სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ? რად უნდა ამას კაიბიჭობა და ქურდული, ადამიანობა ხომ გაქვთ?!' - ღრიალებდა რეზო.
,,მომისმინეთ. ეს კაცი საქათმის პასაჟირია და აქ ყველამ იცის. საქათმის პასა-ჟირი კიდევ კამერაში რომ გყავთ, არ არის კარგი. მარტივი წესია: დააშავა ისეთი რამ, რაც არც ერთ მორალში არ ჯდება, უნდა დაისაჯოს. აქ რომ შემოაგდეს ნა-ცემი, რომ გითხრეს, სხვა კამერები არ აჩერებენო, ერთმა რატომ არ იკითხა, რი-სი გულისთვის გაილახა სხვაგან? ასეთ რამეებს თუ არ დაუკვირდით, გაგიჭირდე-ბათ. ხომ ხედავთ, ოფიცრებმაც იცოდნენ, რომ გასაჩერებელი არ იყო, უბრალოდ, ცალკე ჩასმა ეზარებათ, მერე უნდა უთვალთვალონ, უყარაულონ, თავს არაფერი აუტეხოს. ამიტომ შემოგაჩეჩეს', - აუხსნა #0578-მა.
ნახევარი წლის შემდეგ, რეზო და #0578 რუსთავის #17 ზონაზე წაიყვანეს. ბი-ჭებმა იმდენი ქნეს, ერთ საკანში მოხვდნენ და როცა ორი დღის შემდეგ კამერის დასალაგებლად ოფიცერმა ქათამი შემოიყვანა, მეგობრებმა ერთმანეთს გადახე-დეს - მათ წინ სწორედ ის აზერბაიჯანელი მწყემსი იდგა, საკარანტინო განყოფი-ლებაში სიკვდილამდე რომ მიიყვანეს. რეზოს დანახვაზე აზერს მუხლები მოეკვე-თა და ოფიცერს მუდარის თვალით შეხედა. ის ჯერ ვერაფერს მიხვდა, მერე კი, როცა ქათამმა ტირილი დაიწყო, ბიჭებს კითხვის თვალით შეხედა.
,,არაფერი, ციხეზე შევხვდით ერთმანეთს და მისაღები მიიღო. აქ ხელს არ და-ვადებთ, უპოვია თავის საქმე. უთხარი, საკანს რომ დაალაგებს, მერე პარაშა გააპ-რიალოს, თორემ შიგ თავით ჩავაყუდებ', - თქვა რეზომ და კამერიდან გავიდა.
პატიმარი #0578 საკანში დარჩა, ნარზე აძვრა და იქიდან დაუწყო ყურება, რო-გორ ალაგებდა საკანს აზერბაიჯანელი. ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა, რა გქვიაო და იმანაც ჩაილუღლუღა, მაგამედი.
,,მომისმინე, მაგამედ. აგერ, 40 წელზე მეტის იქნები, თითქოს ნორმალური კაცი ხარ და ცხვრის გულისთვის ორი ადამიანი რამ მოგაკვლევინა, ან ის ბიჭი რო-გორ გააუპატიურე? რა დაგემართა, შეგიძლია, მითხრა? სადამდე მიგიყვანა მაგან, კი ხედავ და უარესის ღირსი რომ ხარ, ისიც იცი. ისე, რამდენი მოგისაჯეს ყვე-ლაფერ ამაში', - ჰკითხა #0578-მა.
,,30 წელი მომცეს, თითო მკვლელობაზე - 15', - ჩუმად თქვა მაგამედმა.
,,და გაუპატიურებაზე არაფერი? შეგერგოსო?!' - დაუღრიალა #0578-მა.
,,არა, გაუპატიურება არ დამიმტკიცდა, თანამზრახველობა იყო და იმ ბიჭს მის-ცეს რვა წელი, მეტი არ შეიძლებაო', - თქვა აზერმა.
,,რაზე? რა თანამზრახველობაზე? ბიჭი გააუპატიურე და თანამზრახველობა რა შუაშია?! გეხმარებოდა საკუთარი თავის გაუპატიურებაში?!' - გაოცდა #0578.
,,არა, გაუპატიურებაში არა, მკვლელობაში', - ჩუმად თქვა მაგამედამ.
,,დააგდე ეგ ცოცხი და აქ მოეთრიე. დადექი და მოყევი, რა და როგორ იყო', - უღრიალა #0578-მა.
აზერბაიჯანელი პატიმარი წელმოწყვეტილი მივიდა ნართან, თავი დახარა და დაიწყო:
,,იმ მწყემსებს მე და ის ბავშვი, ჩემი მეზობლის შვილი, დაქირავებული ვყავ-დით. ჩვენ ცხვარსაც მათთან ვაძოვებდით და თან გვიხდიდნენ. ერთ დღეს, ორი ქალი ამოიყვანეს, მთელი საღამო გაერთნენ იმათთან ერთად, ჩვენ კი ახლოს არ გაგვაკარეს. გავბრაზდი, ისიც გაბრაზდა და როცა ის ქალები წავიდნენ, გადავ-წყვიტეთ, ამათთვის ცხვარი წაგვერთმია. მე წავედი, კლიენტი ვნახე, 300 სულს ერთიანად რომ იყიდდა და დავბრუნდი. თოფი ავიღე, ჯერ ერთს ვესროლე, მერე - მეორეს და ორმოში ჩავყარე. მერე ბენზინი გადავასხი და ცეცხლი წავუკიდე. ცხვარი გავრეკე და გავყიდე. უკან რომ დავბრუნდი, ის ბიჭი აღარ დამხვდა. შემე-შინდა, სადმე იტყვის-მეთქი და სახლში მივადექი, მშობლებმა გამომატანეს, იცოდნენ, ერთად ვმუშაობდით. გზაში ვუთხარი, არ გენდობი-მეთქი. შეეშინდა, მეც მომკლავსო და მითხრა, ყველაფერზე თანახმა ვარ, რასაც მეტყვი, ოღონდ არ მომკლაო. მაშინ მოვიფიქრე, რომ უნდა ,,მეხმარა'. ვუთხარი, თუ მკვლელობის ამ-ბავს მოყვები, მე იმას მოვყვები, რომ ნახმარი ხარ-მეთქი. კარგიო და იქ, ჩვენს სადგომში... მერე გამოძიება დაიწყო და მე დასაკითხად წამიყვანეს. სოფელში ხმა გავარდა, მაგამედა მკვლელობაზე დაიჭირესო. შეეშინდა იმ ბიჭს და მშობლებს მოუყვა ეს ამბავი. იმათ კიდევ - პოლიციას და ასე გაიხსნა საქმე. სასამართლომ გაუპატიურება არ დამიმტკიცა, არასრულწლოვანის გარყვნა თუ რაღაც თქვეს, მაგრამ არც ეს დამიმტკიცეს',- დაასრულა მოყოლა მაგამედამ.
,,და ის ბიჭი ახლა მალალეტკებშია?!' - წართმეული ხმით ჰკითხა #0578-მა.
,,ჰო, ალბათ, იქ იქნება', - მხრები აიჩეჩა აზერმა და დალაგება განაგრძო.
#0578 ნარიდან ჩამოხტა და მაყურებლებთან ჩავიდა.
,,მალალეტკების ზონაზე ქსივის გაგზავნა მინდა. ერთი აზერი პატიმრის ბედი მაინტერესებს, სად არის, როგორ არის', - უთხრა მაყურებლებს.
,,გავგზავნით, მაგრამ ხომ იცი, მინიმუმ, ერთი თვე უნდა პასუხს', - უთხრეს მა-ყურებლებმა.
,,ერთი თვე კი არა, იმდენი წელი მაქვს მისჯილი, ხელის თითები არ მყოფნის. დაველოდები', - მშვიდად თქვა #0578-მა და წერას შეუდგა.
ერთი თვის შემდეგ, ,,მალალეტკების' ზონიდან პასუხი მოვიდა, სადაც ერთა-დერთი სიტყვა ეწერა: ,,საქათმეშია!'
პატიმარი #0578