შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დიდი ბროტანეთის სამართლისა და უსაფრთხოების ჯგუფის მრჩევლებს შეხვდა. საუბარი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმებს და აქტივობებს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს შეეხო. მინისტრის მოადგილემ შეხვედრისას ყურადღება სამინისტროს ანგარიშვალდებულებაზე, გამჭვირვალობაზე და უწყებათაშორის კოორდინაციაზე გაამახვილა.