შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. საპატრულო პოლიცია მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ.