საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სამინისტროსა და ქართულ შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დიპლომატები მომავალი თანამშრომლობის დეტალებითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხედრო ატაშეებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.