რატომ ასაიდუმლოებენ სასამართლო სხდომების ჩანაწერებს

რატომ ასაიდუმლოებენ სასამართლო სხდომების ჩანაწერებს

ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” საქართველოს სასამართლოებში დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობაზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც 2007 წელს სასამართლოს შენობებში და ეზოში ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღება აიკრძალა, 3 წლის განმავლობაში სასამართლოებზე პრაქტიკულად არანაირი ჩანაწერები არ კეთდებოდა.

მხოლოდ 2010 წელს სასამართლოებში 78 აუდიო ხმის ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟდა, თუმცა, ამ სიახლის შესახებ როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, არა თუ მოქალქეებმა, არამედ ადვოკატებმაც კი არ იციან. ხოლო ვინც იცის და სასამრთლოდან ამ ჩანაწერის მოპოვებას ცდილობს, მას მოსამართლე დაუსაბუთებელ უარს ეუბნება. კანონით კი ყველა მოქალაქეს შეუძლია სხდომის დასრულების შემდეგ, წინასწარი განცხადების საფუძველზე აუდიო ჩანაწერი მიიღოს.

“ადამიანის უფლებათა პრიორტეტის” იურისტებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2010 წელს, აუდიო ჩანაწერის მიღების შესახებ 7 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, შვიდივე მოხთოვნაზე მოსამართლისგან დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. შვიდივე მოთხოვნა 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა სასამართლო სხდომებს ეხებოდა, რომელთა მიმართაც, მუხაშვარიას, განცხადებით მომატებული საზოგოადეობრივი ინტერესია. თუმცა, მოსამართლემ მათ მაინც დაუსაბუთებელი უარი უთხრა.

“ასეთი ქმედებით სასამართლომ დაარღვია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-13 მუხლი.აღნიშნული მუხლით, სასამართლო ვალდებულია მიიღოს მოტივირებული გადაწყვეტილება”, - ამბობენ ლია მუხაშავრია.

“რეზონანსი” დაინტერესდა რამდენი განაცხადია 2010 წლიდან დღემდე შესული საქალქო სასამართლოში სხდომის აუდიო ჩანაწერის გამოთხოვის მიზნით და აქედან რამდენი მოთხონაა დაკმაყოფილებული. თუმცა, როგორც საქალქო სასამართლოს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, ისინი ასეთ სტატისიკას არ აწარმოებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი აუდიო ჩამწერი მოწყოფილობა თბილისსი საქალაქო სასამართლოშია დამონტაჟებული, სულ 20 ჩამწერი.

მოგვიანებით საქართველოს უზენაესი სასამართლო “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” მიერ აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოახმაურა. როგორც უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურიში აცხადებენ, ყველა სასამართლოში უზრუნველყოფილია საქმის განხილვის საჯაროობა და ყველას აქვს უფლება, დაესწროს სასამართლო სხდომას, თუკი სხდომა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან მხარის შუამდგომლობით დახურულად არ გამოცხადდება.

“რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე აუდიო ჩანაწერის გაკეთებას; საერთო სასამართლოების კანონის თანახმად, სასამართლოს ხდომის სტენოგრაფირება და აუდიო ჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით.მოსამართლე თითოეული საქმის შინაარსიდან გამომდინარე, თავად ადგენს მისცეს თუ არა მხარეებს და ჟურნალისტებს აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლება.

“არის საქმეები, როცა საზოგადოების მომეტებული ინტერესის გამო, მოსამართლე ნებას აძლევს დარბაზში მყოფ მედიის წარმომადგენლებს გააკეთონ აუდიო ჩანაწერი, მაგალითისთვის მოვიყვანთ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ებრაელი ბიზნესმენების პროცესს”, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

2011 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 25 სასამართლოში დამონტაჟდა 78 ერთეული აუდიო ჩამწერი მოწყობილობა. კერძოდ,თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 აუდიო ჩამწერი მოწყობილობაა დამონტაჟებული. რუსთავის საქალაქო სასამართლოში 1, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩამწერი მოწყობილობა ჯერ არ არის, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2 აუდიო ჩამწერი მოწყობილობაა, გორის რაიონულ სასამართლოში 5, ხაშურის რაიონულ სასამართლოში 4, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 1, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 5, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 3, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში 3, ცაგერის რაიონულ სასამართლოში 1, საჩხერის რაიონულ საამართლოში 1, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში 1, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში 1, ოზურგეთის რაიონულში 3, ფოთის რაიონულში 3, ზუგდიდის რაიონულში 4, ხელვაჩაურის რაიონულში 3, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5, თელავის რაიონულში 3, სიღნაღის რაიონული 2, წყალტუბოს მაგისტრატულ სასამართლოში 1, ახალქალაქის რაიონულში 1, ახალციხის რაიონულში 4 და მარნეულის მაგისტრატულ სასამართლოში 1.

“ამ აუდიო ჩანაწერის მიღების შემდეგ ადვოკატს შესაძლებლობა ეძლევა ჩანაწერი გამოიყენოს როგორც მტკიცებულება და თუ სხდომის ოქმში სასამართლოზე ნათქვამი ყველა სიტყვა არ არის შეტანილი, რაც ხშირად ხდება, ამ ჩანაწერით გამოასწოროს”, - აცხადებს ადვოკატი ლია მუხაშავრია.

იგი იხსენებს იმ დროს, როდესაც სასამრთლო სხდომების გადაღება დაშვებული იყო. მისი თქმით, იმ პერიოდში სასამართლო ბევრად ობიექტურად იღებდა გადაწყვეტილებას ვიდრე დღეს, რადგან საჯაროობის ეშინოდა.

“ეს სასამართლოს საჯაროობას შეჰმატებს, რისიც ასე ეშინიათ მათ. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ეს ჩანაწერი გამოითხოვოს. რაც შეეხება აუდიო ჩანაწერის გამოთხოვის პროცედურას, წინასწარ უნდა დაწეროს დაინტერესებულმა პირმა განცხადება სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, რომ მას უნდა იმ დღის სხდომის აუდიო ჩანაწერი. ასეთი განაცხადის გაკეთების მერე აუცილებლად უნდა მიიღოს ეს ჩანაწერი. ერთადერთი ჩანაწერის იმ შემთხვევაში არ გაიცემა თუ სხდომა მხარეების მოთხოვნით დახურული იყო”, - ამბობს მუხაშავრია.

მუხაშავრიას განცხადებით, მათი ორგანიზაცია ამ საქმეებს სტრასბურგში გააგზავნის და შვიდივე დაუსაბუთებელ უარს აუდიოჩანაწერის გაცემაზე საქმეებს თან დაურთავს, რადგან ეს სერიოზული დარღვევაა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს სასამრთლოში და სასამრთლოს ტერიტორიაზე ვიდეო, აუდიო და ფოტო გადაღება აიკრძალა, რასაც ადვოკატების და ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით შეგროვდა ხელმოწერები, მაგრამ გადაწყვეტილება დღემდე ძალაშია. 2007 წლიდან 2010 წლამდე სასამართლო სხდომიდან ნებისმიერი აუდიო ჩანაწერის წარმოება და მიღება შეუძლებელი იყო, ხოლო მას შემდეგ რაც 2010 წელს ეს სისტემა ამუშავდა კვლავ შესაძლებელია სასამართლო სხდომა საჯარო გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მუხაშავრიას თქმით, სასამართლოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ამ სისტემის დანერგვის შესახებ ხალხისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

“მას შემდეგ, რაც აუდიო და ვიდეო გადაღება აიკრძალა სასამრთლოში, მე ვნახე როგორ ეწეოდა სასამრთლო სხდომაზე მოსამართლე სიგარეტს და თვალებს არ დავუჯერე. სწორედ ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და იმისათვის, რომ სასამართლო უფრო მობილიზებული და საჯარო იყოს, ამ აუდიო ჩანაწერების გამოთხოვა და მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც რაც უფრო ბევრი მოქალაქე, ადვოკატი და ჟურნალისტი გამოითხოვს ჩანაწერს, სასამართლო მით უფრო ღია იქნება, რადგან ყველა განაცხადზე მოსამართლეს დაუსაბუთებელი უარის თქმა გაუჭირდება”, - ამბობს მუხაშვრია.