ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (ვიდეო)

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (ვიდეო)

საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მეზღვაურის სრულყოფილ  განათლებას მიიღებენ. ახალი სასწავლო წლიდან ახალგაზრდები სამხედრო მეზღვაურის პროფესიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაეუფლებიან.

ამ მიზნით, დღეს თავდაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე, მომავალი წლიდან საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებით სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება, რომლებიც სამხედრო ხომალდების საზღვაო რიგითებისა და ოფიცრებისთვის სპეციალურ სასწავლო პროგრამას შეიმუშავებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საზღვაო აკადემიის ბაზაზე, ახალი სასწავლო წლიდან სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტის შექმნაც იგეგმება.

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში  საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი 2013 წელს ჩამოყალიბდა.