როგორ “დაავერბოვკა” დათა ახალაიამ ივანიშვილის დაცვის წევრი. “კოკაინის საქმის” სკანდალური დეტალები და “ნაციონალური ობშიაკი”

როგორ “დაავერბოვკა” დათა ახალაიამ ივანიშვილის დაცვის წევრი. “კოკაინის საქმის” სკანდალური დეტალები და “ნაციონალური ობშიაკი”

ამბავი, რომელსაც ადვოკატი მირიან ნიკოლაძექართულ სიტყვასუყვება, ჰოლივუდური ბოევიკის სცენარს ჰგავს, თუმცა უბედურება ისაა, რომ ყველაფერი, რასაც დღეს წაიკითხავთ, ადამიანის ბოროტი ფანტაზია კი არა, სასტიკი რეალობაა... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ყველაფერი 2010 წლის 2 ივნისს დაიწყო - ხელისუფლებამ საზოგადოებას ამცნო, რომ შსს- მსოფლიო ნარკოკარტელის ქართული გზააღმოაჩინა, რომელიც წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში გადიოდა. იმჟამინდელი ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტრანზიტი პანამას, კოლუმბიას, პერუს, საქართველოსა და ევროპას აერთიანებდა. “წამლისმოძრაობის მარშრუტი კი, ასეთი იყო - ამერიკულიკოკაინისდიდი პარტია, ფოთის პორტში, ჯართთან ერთად შემოდიოდა და, გარკვეული გადამუშავების შემდეგ, გეზს ევროპისკენ იღებდა. სამართალდამცავებმა, როგორც მაშინ ითქვა, საერთაშორისო ნარკოკარტელის 7 წევრი - ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი, გრიშა კომახიძე, ლევან ღვინიაშვილი და თენგიზ გურჩიანი დააკავეს. ყველაფერ ამის ორგანიზატორად კი, “კრიმინალური ავტორიტეტი”, ნუგზარ ბოჭორიშვილი დასახელდა... სპეცოპერაციის ეპიცენტრი, როგორც აღვნიშნეთ, სოფელი ტყაჩირი, უფრო კონკრეტულად, ბოჭორიშვილის დის ქმრის, მევლუდ სვანიძის ეზო გახლდათ, სადაც მიწაში დამარხული მილიონ 700 ათასი ევრო ამოიღეს... ერთი სიტყვით, “ნაციონალებითავს იწონებდნენ, ნარკობარონებს სულ კუდით ქვა ვასროლინეთო და არც იმის თქმა დავიწყებიათ, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი დავალებებს შაქრო კალაშოვისგან იღებდა... ყველაფერი თითქოს რეალობას ჰგავდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ისე განიხილავდა, როგორც ნარკოტრანზიტ ქვეყანას, მაგრამ... სპეცოპერაციიდან 4 წლის შემდეგ ირკვევა, რომკოკაინის საქმეთავიდან ბოლომდე ბლეფი იყო... მაშ, ასე: სად გაქრა მიწიდან ამოღებული ფულიდან 500 ათასი ევრო, რა კავშირი აქვსკოკაინის საქმესთანბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, ბესო სურმავას, ვის სცემა რკინისდუბინკითდათა ახალაიამ და რატომ სთხოვდა 3 მილიონ ევროს სოსო თოფურიძე ნუგზარ ბოჭორიშვილს? - ადვოკატი მირიან ნიკოლაძექართულ სიტყვას” “ნაციონალური ფაშიზმისშემზარავ დეტალებს აცნობს.       

- მირიან, ახალაიებს ჯერ კიდევნაცმოძრაობისეპოქაში დაუპირისპირდით. რატომ გარისკეთ?

- ვანო, არ მინდა, ჩემს თავზე ლეგენდები შევთხზა, მაგრამ გასარისკი რა მჭირდა?

- გაუპატიურება-წამებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თანამედროვე მითოსით, ახალაიები და მათინაციონალიდა-ძმები ლამის ადამიანებს ჭამდნენ...

- ყველაფერ ამას მაშინ ბედავდნენ, როცა ჩათვლიდნენ, რომ ადამიანს პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰქონდა და მისი წამება საქვეყნო აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა. ჩემთვის კი, პრობლემების შექმნა მათთვის ზედმეტი თავსატეხი იქნებოდა... მოკლედ, ვერ ვიტყვი, რომ 9 წლის განმავლობაში ვინმეს გავეფრთხილებინე, სიმწვავე არ გინდა და ნუ გვებრძვიო. არადა, ისეთი საქმეები მქონდა, რომლებიც უშუალოდ ახალაიებს ეხებოდათ. საერთოდ, ამ ოჯახის თითოეული წევრი თავზეხელაღებული, ამორალური და ყველაფრის ჩამდენ-მკადრებელია.

- ენას ძვალი არ აქვს და ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ მთავარი ფაქტებია!

- ფაქტებიც მაქვს, აი, თუნდაც დათა ახალაიაზე.

- მაინც, რა ფაქტი?

- 2010 წლის 2 ივნისს ჩატარებული ე.წ. კოკაინის ცნობილი სპეცოპერაცია.

- ეს ის ოპერაციაა, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, მიწიდან ლამის ორ მილიონამდე ევრო რომ ამოიღეს?

- დიახ. საქმის მასალების მიხედვით, ერთი გრამი “კოკაინიც” კი არაა ნაპოვნი. არადა, ითქვა, რომ თითქოს 220 “კილოგრამ” კოკაინს ეძებდნენ. ამიტომ, იცით, რა იკადრეს? - ერთ-ერთ პირს, მევლუდ სვანიძეს, რომელიც აბსოლუტურად წესიერი ადამიანია, “ჰეროინი” ჩაუდეს. წარმოგიდგენიათ? - ბიჭებმა მსოფლიო ნარკოტრეფიკის საქმე გახსნეს და საქმეში “კოკაინი” კი არა, “ჰეროინი” ფიგურირებს, თან იცით, ეს “ჰეროინი” როგორ ჩაუდეს?

- როგორ?

- მევლუდი მეზობელთან იყო, როცა უთხრეს, შენს სახლში პოლიციააო. მთელმა უბანმა დაინახა, სვანიძე როგორ ჩაბარდა...

- მაპატიეთ, გაწყვეტინებთ: სვანიძე მანამდე ნასამართლევი იყო, ან .. შავ სამყაროსთან შეხება ჰქონდა?

- არა, ჩვეულებრივი ინტილიგენტია, მაგრამ რადგან ნუგზარ ბოჭორიშვილის დის ქმარია, გაამწარეს.

- ეს ბოჭორიშვილი, როგორც მაშინ ითქვა, ნარკოტრაფიკს საბერძნეთიდან მართავდა, არა?

- დიახ, ასე თქვეს, მაგრამ ესეც სიცრუეა.

- “ნაციონალებსრაში დასჭირდათ, რომ საბერძნეთში მცხოვრები კაცისთვის რაღაცშეეტენათ”? ესე იგი, რაღაც გადაკვეთის წერტილები ჰქონდათ?

- ბოჭორიშვილი თავის დროზე “რესპუბლიკელებს” აფინანსებდა.

- როგორც მახსოვს, ბოჭორიშვილზე თქვეს, კრიმინალური ავტორიტეტიაო...

- ამას “ნაციონალები” ამბობდნენ, თორემ ნუგზართან ურთიერთობა მაქვს და ამ თემაზე ეღიმება.

- ესე იგი, ბოჭორიშვილი ნასამართლევი არაა?

- ადრე მანქანის თაობაზე დაიჭირეს.

- “ნაციონალებმა”?

- დიახ... ავტომანქანა შეიძინა და “ამოვარდა”, რომ უცხოეთში მოპარული იყო. მერე, შემოაწმეს და ნახეს, რომ ფულის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა. სხვათა შორის, მაშინ ასეც ხდებოდა: შეიძლება, ავარიაში მოხვედრილიყავი და თუ ბიზნესმენი იყავი, 10-ათასიანი საპროცესო შეთანხმების ნაცვლად, 5 მილიონს გადაგახდევინებდენ.

მოკლედ, იმ დროს ყველა ფულიანი შესწავლის საგანი იყო და როცა ამ ადამიანს პრობლემა უჩნდებოდა, ევაჭრებოდნენ - თუ ფულს არ გადაიხდიდა, დაიჭერდნენ... სხვათა შორის, ბოჭორიშვილის ერთ-ერთი ახლობელი კუდ-ში მუშაობდა, მან დაურეკა და უთხრა, სოსო თოფურიძემ შემოგითვალა, თუ გინდა, ეს პრობლემა მოგიგვაროთ, 3 მილიონი უნდა გადაგვიხადოო. ბოჭორიშვილმა ეს საუბარი ჩაიწერა.

- კონკრეტულად, რა პრობლემის მოგვარებას სთავაზობდნენ?

- დაჭერილი ჰყავდათ ნუგზარ ბოჭორიშვილის მეგობარი ქალი, სიძე, ბიძაშვილი... ეს ხალხი ახლაც პატიმრობაშია...

- თავის დროზე გამოძიებამ ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ბოჭორიშვილის მეგობარი ქალი ფიგურირებდა...

- დიახ, მაგრამ ეს დამონტაჟებული იყო - თითქოს, ქალბატონი ანასტასია ზაუტაშვილი ვიღაცებს კონკრეტული პირების მკვლელობის დავალებას აძლევს.

- თუკი მკვლელობაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, როგორც უნდა დაემონტაჟებინათ, ჩანაწერში ეს ფრაზები საიდან გაჩნდებოდა?

- ამ ქალბატონის შვილს პატარა პრობლემა ჰქონდა - მეგობრებთან იკამათა, ვითარება დაიძაბა - შეიძლება, ბავშვი მოეტაცათ და, დაცული რომ ყოფილიყო, დედამ დაცვა აიყვანა. კი ბატონო, ეს ქალბატონი აგრესიულად ლაპარაკობდა, მაგრამ სინამდვილეში, დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა, თუ საჭირო გახდება, უარი ცემაზეც არ თქვათო. ყველაფერი ეს მიაბ-მოაბეს და ისე გამოვიდა, რომ თითქოს მკვლელობის შეკვეთას აძლევდა. საერთოდ, “ნაციონალები” ასეთი დამონტაჟების ოსტატები იყვნენ - ყველამ, ვისაც კი შეხება ჰქონია, კარგად იცის, კუდ-ის ლაბორატორიაში რაც ხდებოდა.

- ეს ქალბატონი ბოჭორიშვილს როგორ მიაბეს?

- მეგობრები არიან.

- ამ საქმეში სვანიკრიმინალური ავტორიტეტითუკანონიერი ქურდიცფიგურირებდა, არა?

- იცით, როგორ იყო? - საქმე მაქსიმალურად რეზონანსული რომ გამხდარიყო, თითქოს უცხოეთიდან სატელეფონო ზარები განხორციელდა და ეს ადამიანებიც დაიჭირეს...

- ანასტასია ზაუტაშვილს ამნისტია შეეხო?

- კი, მაგრამ ისეთი მუხლებითაა გასამართლებული, რომ ბოლომდე არ შეხებია. ასევე, სასჯელს იხდიან ნუგზარ ბოჭორიშვილის ბიძაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, დის ქმარი, მევლუდ სვანიძე და ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილი.

- მირიან, ამტკიცებთ, რომ მევლუდ სვანიძესჰეროინიჩაუდეს, მაგრამ მიწიდან ამოღებულ ფულზე რას იტყვით? ფულიცჩადეს”?

- არა. ყველაფერს გეტყვით... სხვათა შორის, გამოძიებას თავიდანვე შევთავაზეთ, ამ თანხის წარმომავლობით დაინტერესებულიყო.

- რა თანხაზე იყო საუბარი?

- მილიონ 700 ათასი ევრო ამოიღეს, თუმცა ამოღება მილიონ 600 ათასის ფარგებში გააფორმეს. კუდ-ის თანამრომლებმა კი, დაახლოებით, 20 ათასი ევრო ადგილზე დაიტაცეს - ახალაიამ ბიჭებს დაურიგა... საერთო ჯამში, დათამ ნახევარ მილიონზე მეტი აიღო და ისიც ვიცი, სად წაიღო.

- სვანიძეს ნახევარმილიონზე მეტი ევრო მიწაში რატომ ჰქონდა დამარხული, ან ვინ მისცა?

- მოსკოვში ბინა მილიონნახევარ დოლარად გაყიდეს და ეს საბუთი ნოტარიალურად გვაქვს დამოწმებული. ასევე, 900 ათასამდე ევრო კრედიტი ჰქონდათ გამოტანილი...

- მირიან, ცოტა დაუჯერებელია, რომ 21- საუკუნეში, ადამიანი ბანკიდან კრედიტს იღებს და ამ ფულს მიწაში ინახავს...

- 21-ე საუკუნეში ფულს ყველგან ინახავენ... ბოჭორიშვილი პირველად რომ დაიჭირეს, 100 ათასი წაართვეს. ამის შემდეგ, კუდ-ის თანამშრომლები უთვლიდნენ, ამდენი და ამდენი გადაიხადეო...

- ბოჭორიშვილს რა ბიზნესი აქვს?

- საქართველოში ორი თუ სამი რესტორანი ჰქონდა. რესტორნების ქსელი ჰქონდა მოსკოვშიც...

- ფულის მიწაში შენახვა მაინც ზღაპარს ჰგავს...

- არ ვიცი, ზღაპარია თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ თანხის წარმომავლობის დოკუმენტი გვაქვს...

- ფული მიწაში რომ ჰქონდათ შენახული, ეს ძალოვანებმა როგორ გაიგეს? ვინმემჩაუშვა”?

- დიახ.

- ოჯახის ახლობელმა?

- ეს საქმე ჯერჯერობით გამოძიებაშია. გამოძიება ხელს ისედაც არ ანძრევს და დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა...

- ხელისუფლება შეიცვალა და გამოძიება ხელს რა მოტივით აღარ ანძრევს?

- ვერ ვიგებ...

- ხმა დადის, რომ ძალოვანებში ისევ ძველი კუდელ-სოდელები არიან...

- ეს ფაქტორიცაა - ისინი, ვინც მაშინ უმსგავსოებას ჩადიოდნენ, დღეს უფრო წარმატებულები არიან.

ერთ საოცარ ფაქტს გეტყვით: მილიონ 500 ათასი ევრო გაქრა.

- კანონით, ეს თანხა სად უნდა წასულიყო?

- გამოძიების დასრულებამდე, დალუქული თანხა, წესით, ეროვნულ ბანკში, ან ხაზინაში უნდა ინახებოდეს, მაგრამ ორივე უწყებას მივმართეთ, სადაც გვითხრეს, ფული არ შემოსულაო. ბოლოს, გამოძიებას რომ მოვთხოვეთ, ფული გვაჩვენეო, ორი თვის შემდეგ, ალბათ, შინიდან მოიტანეს, მილიონ ევრომდე შეაგროვეს, 500 ათასი ევრო კი, გაქრა. ამაზე მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წყაროს ვერ დავასახელებ, მაგრამ პროკურატურიდან მითხრეს, რომ 150 ათასი ევრო პირადად დათა ახალაიამ, ხელიდან ხელში, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს, ბესო სურმავას მაშინ გადასცა, როცა მისი გადაბირება ხდებოდა.

- რა იცით, რომ ახალაიამ სურმავას სწორედ ის ფული გადასცა?

- ეს ფული “ობშიაკში” ჰქონდათ და თუ რამეში დასჭირდებოდათ, იყენებდნენ. აქედან 70 ათასი ევრო აგენტების გადმობირებაზე წავიდა.

- რომელი აგენტების?

- დეტალები არ ვიცი... თუ არ ვცდები, აჭარის თემას ეხებოდა...

- თქვენი ინფორმაციით, დათა ახალაია სურმავაზე როგორ გავიდა?

- არ ვიცი...

- იზიარებთ გავრცელებულ ხმას, რომ ივანიშვილის დაცვის წევრინაციონალებმამასზე არსებული ფარული ჩანაწერებით გადაიბირეს?

- ადვოკატი ვარ და არ მინდა, ვინმეს ინტერესები შევლახო, თან არ ვიცი, სურმავას შემთხვევაში როგორ იყო, მაგრამ როგორც წესი, ასე ხდებოდა: ყველა საინტერესო პირს მიჩენილი ჰყავდა მეთვალყურე, რომლის მეშვეობითაც სექსუალურ, ან სხვა პიკანტურ სცენებზე იჭერდნენ, უღებდნენ და მერე, ეუბნებოდნენ, თუ არ გინდა, ყველაფერი ეს “იუთუბიზე” აიტვირთოს და შენმა ოჯახის წევრებმა ნახონ, ჩვენთან ითანამშრომლებო.

- თუკი ეს აპრობირებული ხერხი იყო, აბა, სურმავას ფული რატომღა მისცეს?

- ამაზე აქცენტი თავის დროზე მეც გავაკეთე, მაგრამ სურმავა სხვა კალიბრის კაცი გახლდათ და კონტექსტიც, ალბათ, ასეთი იყო - ძმაო, კი არ გაფუჭებთ, შენთან ჩვენც ვთანამშრომლობთ და პატივს გცემთო. “ნაციონალები” ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლებაში ასი წელი უნდა ყოფილიყვნენ და სხვისი ფული რაში ენაღვლებოდათ?.. მოკლედ, პროკურატურამ ოფიციალურად დამიდასტურა, რომ ზემოხსენებული მილიონ 700 ათასი ევროდან 500 ათასი გამქრალია.

- მირიან, ყველაფერს, რასაც ამბობთ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სასამართლოზე დაამტკიცებთ?

- ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან ამოღებული თანხა სახელმწიფომ დადგენილი წესით არ შეინახა და პროკუატურას გამქრალ ფულზე სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული. სურმავას კონტექსტი კი, უბრალოდ, იმიტომ მოვაყოლე, რომ პროკურატურა გაჩერებულია: კი ბატონო, ჩემი, რიგითი მოქალაქის უფლებები არ გაინტერესებს და ისევ გაუბედურებული ვარ, მაგრამ კაცმა ქვეყანა გადაარჩინა და მისი დაცვის წევრის გადაბირება მაინც ხომ უნდა გამოიძიო?! კანონით, ჩვენ მხარე არ ვართ, ამიტომ, მთავარი პროკურატურა ფილოსოფიური წერილების გამოგზავნის მეტს არაფერს აკეთებს, მხარე არ ხართ და მასალებს ვერ გაგაცნობთო...

- თავის დროზე ისიც ითქვა, .. კოკაინის საქმენაციონალთაძალოვანების შიდა დაპირისპირების შედეგიაო...

- მაშინ “ნაციონალებს” ძალიან უჭირდათ - ხალხის ქუჩაში გამოსვლის საფრთხე არსებობდა, რის გადასაფარადაც თემას ეძებდნენ და ერთ-ერთ თემად სწორედ ეს საქმე გამოიყენეს.

- თუ იცით, “კოკაინის სპეცოპერაციარამდენ ხანს მზადდებოდა?

- საქმის მასალებით, აგენტებს, რომლებიც მოწმეებად მოიყვანეს და რომლებიც სხვა საქმეებზე ჰყავდათ გადაბირებული, ექვსი თვით ადრე ჰქონდათ დაწერილი, რომ “კოკაინზე” თითქოს ინფორმაციას ფლობდნენ, ანუ ფარული მიყურადება და თვალთვალი 6 თვე გრძელდებოდა. შე დალოცვილო, ამდენი ხანი უთვალთვალებდი და ოპერაციის ჩატარების დროს ერთი გრამი “კოკაინიც” ვერ იპოვე? გინდათ, გითხრათ, რა მოხდა? - ყოფილი კუდელებისგან ვიცი, კუდ-ს ჩასადები “კოკაინიც” არ ჰქონდა, თურქეთში გაცვივდნენ და იქიდან ჩამოიტანეს.

- იყიდეს?

- თავიანთი კავშირები ჰქონდათ... სპეცოპერაციიდან მესამე დღეს, მევლუდ სვანიძის გაჩხრეკილი მანქანის ძრავში 240 გრამი “კოკაინი” “აღმოაჩინეს”.

- მირიან, ადვოკატი ხართ და თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ფაქტია: სწორედ იმხანად თეთრმა სახლმა აღიარა, რომ საქართველო ნარკოტრანზიტი იყო. შესაბამისად, “კოკაინის საქმეცამ ტრანზიტში ჯდება...

- მაგარ თემამდე მივედით... საქართველოს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა, რომლის თანახმადაც, თეთრ სახლში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში უნდა გაგზავნილიყო. ეს ანგარიში ამოვიღეთ და იცით, ამ საქმეზე რა წერია? - დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ, მაგრამ ნარკოტიკის ამოღება ვერ მოხერხდაო.

- ამ ანგარიშს, ასე ვთქვათ, ხელს ვინ აწერს?

- შსს. პარადოქსია: საქმეში ნაჩვენებია, რომ სპეცოპერაციიდან მესამე დღეს, 240 გრამი “კოკაინი” ამოიღეს, ამერიკელებს კი წერენ, რომ ნარკოტიკი ვერ იპოვეს, ანუ სიმართლე მისწერეს, რადგან “ცე-რე-უ”-სა და “ფე-ბე-ერ”-ს ტყუილს ვერ ეტყოდნენ. ჩვენს სამართლებრივ სივრცეში კი, ტყუილის თქმა ადვილი იყო...

- წეღან სოსო თოფურიძე ახსენეთ, რომელიც ბოჭორიშვილს, თურმე, 3 მილიონს სთხოვდა...

- დიახ, ასე იყო, თან ამ სამი მილიონიდან მილიონი “ქეშად” უნდა გადაეხადა. ამ საუბრის აუდიო ჩანაწერიც არსებობს.

- ჩანაწერი ვინ გააკეთა?

- ბოჭორიშვილმა...

- როგორ?

- კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ახლა საქმეში მოწმეა, ბოჭორიშვილთან დაარეკინეს და ათქმევინეს, თუ გინდა, პრობლემები მოიგვარო, სამი მილიონი ევრო უნდა გადაიხადო, აქედან მილიონი “ქეშადო”.

- “ქეშადვისთვის უნდა მიეცა?

- ფარულ ჩანაწერში კუდ-ის თანამშრომელი ამბობს, აი, სოსო რომ არის, გვარს ვერ გეტყვი, ტელევიზორში ხშირად რომ ჩანს, ის მავალებსო...

- შსს-ში სოსო ხომ შეიძლება, სხვასაც ერქვა? მაინცდამაინც თოფურიძეზე რატომ ეჭვობთ?

- ამ სიტყვებს კუდელი ამბობს, თან ყველაზე ხშირად ტელევიზიით სწორედ თოფურიძე ჩანდა. მოკლედ, ნუგზარ ბოჭორიშვილმა 3 მილიონის გადახდაზე უარი განაცხადა...

- თუკი შსს- მიერ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია, რატომაა გამორიცხული, რომ ბოჭრიშვილის მიერ გაკეთებული ჩანაწერიც ფალსიფიცირებული იყოს?

- ორი წელია, ვიხვეწებით, რომ ორივე ჩანაწერის ექსპერტიზა ჩატარდეს...

- კუდ-ის თანამშრომელმა იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ბოჭორიშვილი სატელეფონო საუბარს ჩაიწერდა?

- ჯერ ერთი, ეს კუდელი ბოჭორიშვილის ნათესავი იყო. მეორეც, ბიჭები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩაწერა მხოლოდ მათ შეეძლოთ და ისიც ეგონათ, რომ დასავლეთთან, მათ გარდა, კონტაქტს სხვა ვერავინ დაამყარებდა. სწორედ ამ თვითდაჯერებულობამ დაღუპა ისინი!

- ბოჭორიშვილი პირველად როდის დაიჭირეს?

- თუ არ ვცდები, 2008 წელს. მაშინ, მგონი, 100 დოლარს სთხოვდნენ. მართალია, თავიდან არ იხდიდა, მაგრამ ბოლოს, გადაიხადა. მოკლედ, ეს პიროვნება “ნაციონალებისთვის” პრობლემური გახდა...

- .. კოკაინის ოპერაცია ვინ დაგეგმა?

- ყველაფერი დათა ახალაიას მდარე გონების ნაყოფი იყო.

სხვათა შორის, დაჭერილებიდან უმეტესობას სასწაულები დამართეს.

- მაინც?

- მაგალითად, მევლუდ სვანიძე გეგუთიდან ტყეში წაიყვანეს. ამ დროს უკვე ისე იყო ნაცემი, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. ასეთ რამეს მხოლოდ ფაშისტები აკეთებდნენ - უთხრეს, გაიქეციო.

- სვანიძე რამდენი წლისაა?

- 46 თუ 47-ის... მოკლედ, აიძულებდნენ, რომ გაქცეულიყო, თვითონ კი სროლას იწყებდნენ.

- დამიზნებით ესროდნენ?

- არა, მაგრამ იმიტაციას ქმნიდნენ, რომ თითქოს კლავდნენ და ამით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მიუხედავად ამისა, სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს. ამიტომ, ცალი ფეხით ხეზე ჩამოჰკიდეს და რამდენიმე საათის განმავლობაში, ხეზე დაკიდებულსაც სცემდნენ.

ნუგზარ ბოჭორიშვილის ბიძაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი პოლიციას ნებით გაჰყვა და ამას 5-6 მოწმეც ადასტურებს, მაგრამ მისი ფიზიკური დაზიანება რომ “გაეპრავებინათ”, დაკავების ოქმი შეცვალეს და ჩაწერეს, თითქოს “აყვანისას” წინააღმდეგობა გაუწია და დაზიანებებიც სწორედ მაშინ მიიღო. სინამდვილეში, ჩეჩელაშვილი “კაპეზედან”, სპეცრაზმის თანხლებით, თბილისთან ახლოს, ტყეში წაიყვანეს, კლდის პირას დააყენეს, მანქანის “ფარები” აანთეს და ვიღაც კაცი მოიყვანეს, რომელმაც ამ ნაწამებ და გაუბედურებულ ჩეჩელაშვილს სთხოვა, მიეცი აღიარებითი ჩვენება, თორემ შენს გამო მე მომკლავენო. ჩეჩელაშვილმა უარი უთხრა და ამ დროს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა უცნობს ვითომ ესროლა, უცნობი დავარდა, მერე, ეს იარაღი ჩეჩელაშვილს დააჭერინეს და უთხრეს, პასუხისგებაში მკვლელობის გამო მიგცემთო.

- ის უცნობი მართლა მოკლეს?

- არა, ისიც მათიანი იყო და ყველაფერი ეს იმიტომ დასჭირდათ, ჩეჩელაშვილისთვის რომ ეთქვათ, თუ აღიარებით ჩვენებას არ მოგვცემ, მკვლელობას “შეგტენითო”.

- მირიან, ჰოლივუდური ბოევიკის შინაარსს მიყვებით?

- არა, ეს რეალობაა და ყველაფერ ამას უშუალოდ დათა ახალაია ხელმძღვანელობდა.

- ჩეჩელაშვილის წამებასაც?

- დიახ.

- მათი ვინაობაც იცით, ვინც სვანიძე ხეზე ფეხით ჩამოჰკიდა?

- არა. ეს ხალხი გეგუთში სპეციალურად თბილისიდან ჩავიდა, თუმცა დაკავებისას, სვანიძემ ადგილობრივი პოლიციის სამი თანამშრომელი ამოიცნო, რომლებმაც “ჰეროინი” ჩაუდეს. სხვათა შორის, ისინი ახლაც პოლიციაში მუშაობენ. ამ ოპერაციაში მონაწილეობას აჭარის კუდ-ის წევრებიც იღებდნენ...

მოგვიანებით, ნაცემი სვანიძე და ჩეჩელაშვილი კუდ-ის შენობაში მიიყვანეს, სადაც სოსო თოფურიძე დახვდათ. მოდულშიც სცემეს.

- სოსო თოფურიძეც სცემდა?

- არა, ის დავალებებს იძლეოდა.

ბოლოს, ჩეჩელაშვილი დათა ახალაიას კაბინეტში შეიყვანეს. დათა, თურმე, გორგოლაჭებიან სავარძელში იჯდა და რკინის “დუბინკა” ეჭირა. ჩეჩელაშვილი ამბობს, თვალები ამღვრეული ჰქონდა და, როგორც მივხვდი, მაგარ კაიფში იყოო. დათა ახალაიამ უთხრა, ბიჭო, ჩვენება დაგვიწერეო, მაგრამ უარი რომ მიიღო, ჩეჩელაშვილს ცემა დაუწყო  - კედელს ფეხს მიარტყამდა, სავარძლით ჩეჩელაშვილთან მიგორდებოდა და რკინის “დუბინკას” წვივებსა და კოჭებში ურტყამდა. ამ დაზიანებებზე ექსპერტიზის დასკვნა არსებობს...

- მირიან, ყველაფერი თუ ეს რეალურია, დათა ახალაიას ბრალს ამ საქმეზე რატომ არ უყენებენ?

- ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. არადა, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მევლუდ სვანიძე ნებით ჩაბარდა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ნებით ბარდება და “ჰეროინი” ექნება? სხვათა შორის, გამოძიებას ვუთხარი, ეს და ეს გაყალბებულია, დაადგინეთ და მტკიცებულების რანგში აიყვანეთ-მეთქი, მაგრამ რაკი ვერაფერს მივაღწიეთ, ანასტასია ზაუტაშვილმა და მევლუდ სვანიძემ შიმშილობა გამოაცხადეს.

- ამას წინათ, აქციებიც გამართეთ, არა?

- დიახ... ცუდად არ გამიგოთ და, ზოგჯერ შიმშილობა მძაფრი არაა, ანასტასია ზაუტაშვილმა კი, წყალზეც უარი თქვა, ჩემი შვილები მაინც უდედოდ იზრდებიან და თუ ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებ, მირჩევნია, მოვკვდეო.

- გამოდის, რომ ახალაიას მფარველები ჰყავს?

- რა თქმა უნდა. ძველი შემადგენლობა კუდ-ში დღესაც წარმატებულია.

- მირიან, “ვარდების რევოლუციამდეპროკურორი იყავით. პატიმრებს მაშინ არ აწამებდნენ?

- მაშინაც აწამებდნენ, მაგრამ იცით, რა განსხვავებაა? - მაშინ ყველაზე პოპულარული ე.წ. დენის აპარატით წამება იყო და, როგორც პროკურორმა, სისხლის სამართლის საქმე აღვძარი და პოლიციის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილება გავჩხრიკე. რევოლუციამდე წამება ცალკეული შემთხვევა იყო და არა - სისტემური, ანუ სახელმწიფოსგან არ იყო ხელდასხმული, აწამეთ, გააუპატიურეთ, ჩაიწერეთო...

- თქვენი ინფორმაციით, “ნაციონალურიწამების მთავარი შემოქმედი ვინ იყო?

- ერთ-ერთი შემოქმედი დათა ახალაია იყო, რომელიც ბაჩო ახალაიაზე დაუნდობლად ითვლებოდა - ამ საუკუნეში მისნაირი პიროვნების მოძებნა ძნელია. ის უფრო დრაკულას ჰგავს!

- არ აპირებთ, რომ ევროსასამართლოს მიმართოთ?

- უკვე მივმართეთ, მაგრამ ევროსასამართლოს დატვირთვას ვერ წარმოიდგენთ.

- მირიან, “ზონდერებსროგორ და რა ნიშნით არჩევდნენ?

- “ზონდერებს” თავი რომ დავანებოთ, ხომ უნდა ენახათ ადამიანი, რომელიც მამაკაცს გააუპატიურებდა. მათ ჰქონდათ სია, ვინც ნარკომანი იყო, ან კრიმინალში იმხილებოდა და გაუპატიურებას სწორედ მათ აიძულებდნენ, თან ყველაფერ ამას იღებდნენ. ჩემი მეგობრებისგან, ვინც ეს ფირები ნახა, ვიცი, რომ ერთ კაცს 7-8 ადამიანი აუპატიურებს და თან აიძულებს, საკუთარი სახელი და გვარი თქვას... საერთოდ, ერში ბალასტი ბევრია და მთელი ეს ბალასტი “ნაციონალებთან” წავიდა!

- ბოჭორიშვილს საქართველოში ბიზნესი დღესაც აქვს?

- მას შემდეგ, რაც ე.წ. კოკაინის სპეცოპერაცია ჩატარდა, კუდ-მა ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზს, რომელსაც ბოჭორიშვილი ოპოზიციას პრესკონფერენციებისთვის უთმობდა ხოლმე, სატვირთო მანქანები მიაყენა და მხოლოდ მაგიდები, სკამები და კონდენციონერები კი არა, ჭურჭელი და ჭაღებიც წაიღო.

- სად?

- სახლებში. თუ ავადმყოფი არ ხარ, თეფშები რატომ უნდა წაიღო?