ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კაიროს მუზეუმიდან გატაცებული ხუთი ექსპონატი დააბრუნეს. ექსპონატები 29 იანვარს, ღამით, მოროდიორებმა გაიტაცეს.
გატაცებულ ექსპონანტთაგან ოთხი ბრინჯაოს ქანდაკება ძველეგვიპტურ ღმერთებს განეკუთვნებოდა. ერთ-ერთი ქანდაკება დაიმსხვრა. სხვადასხვა მონაცემით, ეგვიპტეში მომხდარი მასობრივი არეულობის დროს ეგვიპტის მუზეუმიდან 54 ან 58 ექსპონატი დაიკარგა. დღემდე 37 ექსპონატის ბედი უცნობია.
ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ სიბნელის გამო მოროდიორებმა ყველაზე ღირებულ ექსპონატებამდე ვერ მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა მუმიებიც. ბრბოს თავდასხმის შემდეგ, მუზეუმის თანამშრომლები შენობის დაცვას შეუდგნენ, მოგვიანებით კი შენობა სამხედროებს ჩააბარეს დასაცავად.