დოდო ჭიჭინაძის სილამაზის შესახებ მსახიობი ლეილა აბაშიძე იხსენებდა:
„იტალიაში ერთ დრამატურგთან მიგვიწვიეს. ოთახში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ხატების კუთხე ჰქონდათ.
ღვთისმშობლის ხატთან ერთად დოდო ჭიჭინაძის სურათი მოეთავსებინათ – ისიც ღვთისმშობლის ხატად აღეთქვათ.
როცა ჩვენს უცხოელ მასპინძელს ვუთხარი, რომ ეს ჩვენი მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სურათი იყო და მისი ხატად აღიარება მკრეხელობად ჩაითვლებოდა, მან კატეგორიულად იუარა, არა, ეს მარიამ ღვთისმშობლის სახეაო.
შევეშვი, რაკი ასე ძალიან სურთ, დაე, დოდოშკას სურათზე ილოცონ-მეთქი”.