შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან (ვიდეო)

შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან (ვიდეო)

დღეს თავდაცვის სამინისტროში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო.

შეხვედრაზე საქართველოსთვის უელსის სამიტის შედეგები და ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შემუშავებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კონცეფციის ელემენტები განიხილეს. დოკუმენტის შესახებ 20 ოქტომბერს, ალიანსის წევრ ქვეყნებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში იმსჯელეს.

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა და სამხედრო ატაშეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებიც განიხილეს. სტუმრები თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის დაკავების ფაქტითაც დაინერესდნენ. მიხეილ დარჩიაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტის დეკლასიფიკაცია მოითხოვა და მზადაა ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან.