ახალი ტექნოლოგიებით ადამიანები 110-120 წელს იცოცხლებენ

ახალი ტექნოლოგიებით ადამიანები 110-120 წელს იცოცხლებენ

სანქტ-პეტერბურგში, ბიორეგენერაციისა და გერონტოლოგიის ინსტიტუტში დაამუშავეს პრინციპულად ახალი სამედიცინო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ და შევინახოთ ორგანიზმის ქსოვილებისა და ორგანოების ძირითადი ფუნქციები ადამიანის სიცოცხლის გენეტიკურად განსაზღვრული ვადის ფარგლებში – 110-120 წელი.

ტექნოლოგია დაფუძნებულია პეპტიდების გამოყენებაზე. პეპტიდები ეს არის უბრალო ამინომჟავების უნიკალური ჯაჭვი, რომელთა მცირე ზომა (8-10 ნანომეტრი) და მცირე მოლეკულური მასა საშუალებას აძლევს მათ მიაღწიონ დაზიანებული ქსოვილის უჯრედთან, რათა მოახდინონ აუცილებელი ცილების ბიოსინთეზი კონკრეტული ორგანიზმის მოთხოვნილებისა და ბიოლოგიური რიტმის შესაბამისად.

პეპტიდურმა ბიორეგულატორებმა შეიძლება შეანელონ დაბერების ტემპები და გაზარდონ სიცოცხლის ხანგრძლივობა.

უფრო ადრე, ამერიკელი სწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დეპრესიის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც პეპტიდებს შეიცავს, ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას საშუალოდ 30 პროცენტით.