პატიმრების რაოდენობით აშშ-მა რუსეთს „გადაუჯოკრა“

პატიმრების რაოდენობით აშშ-მა რუსეთს „გადაუჯოკრა“

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ამერიკულ ციხეებში პატიმრების რეკორდული რაოდენობაა.

პატიმრების რიცხვით აშშ-მა რუსეთსაც კი გაასწრო, რომელსაც ამ „უპირატესობაში“ აქამდე ვერავინ ეცილებოდა.

ამერიკულ ციხეებში ორ მილიონამდე ადამიანი იხდის სასჯელს. უკანასკნელი აღრიცხვის შემდეგ, პატიმართა რიცხვი 60 ათასით გაიზარდა, ხოლო შორეული 1985 წლის მონაცემებთან შედარებით - 800 ათასით.

ყველაზე ბევრი დამნაშავე შტატების ციხეებში ზის (1.1 მილიონი). შემდეგ მოდის ქალაქების ადგილობრივი საპყრობილეები (606 ათასამდე), ხოლო ფედერალურ ციხეებში - 118 ათასი პატიმარია.