ნერვიულმა ადამიანმა სტაფილოს წვენი უნდა სვას

ნერვიულმა ადამიანმა სტაფილოს წვენი უნდა სვას

ოხრახუშის წვენი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადოვანი ცვლისთვის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ, არასდროს დალიოთ 30 გრამზე მეტი. უმჯობესია, თუ მას შეურევთ სტაფილოს, მწვანე სალათის, ნიახურის ან ისპანახის წვენს.

ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, ნეფრიტისა და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, ასევე, იყენებენ წყალმანკისა და თვალის დაავადებებისას.

უმი კარტოფილის წვენი კი შეიცავს შაქარს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მათ, ვისაც აწუხებს ვენერიული დაავადებები და სექსუალურად აღგზნებულნი არიან, კარტოფილის წვენის სმა ეკრძალებათ.

კარტოფილის წვენში უხვადაა კალიუმი, გოგირდი, ფოსფორი და ქლორი.

სტაფილოს წვენი ნიახურის წვენთან ერთად, შველის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებსა და ნერვულ დაავადებებს. კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენები დღეში დაახლოებით 300-400 მილილიტრი უნდა მიიღოთ, რათა ზემოჩამოთვლილი დაავადებისგან სწრაფად განიკურნოთ.