კაცობრიობა კიდევ 7 ათას წელს იცოცხლებს

კაცობრიობა კიდევ 7 ათას წელს იცოცხლებს

მაის ახალი კალენდრის თანახმად, კაცობრიობა კიდევ 7 ათას წელს იცოცხლებს.

აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გვატემალაში მაიას კალენდრის ახალ ვერსიას მიაგნეს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ კაცობრიობა კიდევ 7 ათას წელს იცოცხლებს.

აღნიშნული კალენდარი IX საუკუნეშია შექმნილი და მაიას ტომის ყველაზე ძველ კალენდრად ითვლება, რაც კი ამ დროისათვის არის აღმოჩენილი. კალენდარში ნათლადაა აღწერილი ვარსკვლავების განლაგება, მზის ციკლები, დედამიწის, ვენერისა და მარსის ბრუნვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ მაიას კალენდრის თანახმად, კაცობრიობას განადგურება 2012 წელს ელოდა, თუმცა შემდგომ მეცნიერებმა განმარტეს, რომ 2012 წელს კაცობრიობა არ განადგურდებოდა და მაიას კალენდარი არასწორად იქნა აღქმული.