იაპონური ლიქიორის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის შხამიანი გველი.
ზოგჯერ გაყინული ხილი და ბოსტნეული უფრო ნოყიერია, ვიდრე ახალი.
რძე რომ გავაჩეროთ დღის შუქზე 2 საათი, ის B ვიტამინის შემცველობის დაახლოებით ნახევარს დაკარგავს.
”Burger King”-ში ყოველდღიურად 4.6 მლნ სენდვიჩი იყიდება.
ადამიანი ძილის დროს უფრო მეტ კალორიას კარგავს, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას.
ამერიკაში დღეში დაახლოებით 200,000,000 M&M კანფეტი იყიდება.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც ანტარქტიდაზე ყოფილა -16 გრადუსია.
დაახლოებით 200 ბავშვი იბადება მსოფლიოში ყოველ წუთს.
”DELL”-ის კომპიუტერების წარმოება 19 წლის ბიჭმა მხოლოდ 1000$-ით დაიწყო.
ზოგადად უფრო მეტ ადამიანს ეშინია ობობის, ვიდრე სიკვდილის.
ადამიანი თვალს დაახლოებით 4,200,000-ჯერ ახამხამებს წლის განმავლობაში.
თვითმკვლელობების უმეტესობა ორშაბათობით ხდება.
ლიტრიან წყლის ბოთლში დაახლოებით 100,000 ბაქტერიაა.
ვირი უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ავიაკატასტროფა (უფრთხილდით ვირებს)!
საზამთროს ფასი იაპონიაში 100$-ს აღწევს.